პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია
"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია

რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა და­მის­ვათ კი­თხვა მო­ვა­წერთ თუ არა დო­კუ­მენტს ხელს, ეს კი­თხვა ჯერ­ჯე­რო­ბით არის სა­მარ­თლი­ა­ნად პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი და ასე ხე­ლა­ღე­ბით არა­სე­რი­ო­ზუ­ლია სა­უ­ბა­რი იმ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნაკ­ლო­ვა­ნიც არის და ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს ყვე­ლას მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღეს და­ი­წყე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მი­ი­ღე­ბენ ერ­თი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც შე­უ­თან­ხმებს სხვა პარ­ტი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს.

„იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი მო­თელ­ვი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. არც ერთი წუ­თის და­კარ­გვა აღარ შე­იძ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვართ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი­დან“ გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი წუ­თის და­კარ­გვაც არ მინ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა დო­კუ­მენტს, რო­მელ­ზეც თქვენ სა­უბ­რობთ, ძა­ლი­ან ად­რეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია მე რა­ი­მე სა­ხით და­ზუს­ტე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი გაგ­ცეთ, მა­შინ რო­დე­საც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დღეს იწყე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე და­ჭირ­დე­ბა. არა­ვის არ უნდა გა­უკ­ვირ­დეს და ნუ­რა­ვის ნუ ექ­ნე­ბა ისე­თი მო­საზ­რე­ბა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჯერ კი­დევ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მსხვი­ლი პარ­ტია ვართ. შიგ­ნით არის არ­ერ­თი სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცია. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც იქ­ნე­ბა. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ჩა­ტარ­დე­ბა კენ­ჭისყრა და ეს გა­მო­ავ­ლენს იმ პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­საც ვემ­ხრო­ბით.

რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა და­მის­ვათ კი­თხვა, მო­ვა­წერთ თუ არა ხელს, ეს კი­თხვა ჯერ­ჯე­რო­ბით არის სა­მარ­თლი­ა­ნად პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი და ასე ხე­ლა­ღე­ბით არა­სე­რი­ო­ზუ­ლია სა­უ­ბა­რი იმ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნაკ­ლო­ვა­ნიც არის და ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს ყვე­ლას მხრი­დან, მათ შო­რის უკვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი კო­ლე­გე­ბის მხრი­და­ნაც კი, რო­მელ­მაც უკვე მო­ა­წე­რეს ხელს. მე მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. მიკ­ვირს, რო­დე­საც ვინ­მეს აქვს გან­ცდა, რომ ხვალ ან ზეგ მო­ვა­წე­რო დო­კუ­მენტს ხელი.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბლო­კი მი­ი­ღებს ერ­თი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც შე­ვუ­თან­ხმებთ სხვა კო­ლე­გა პარ­ტი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს. ეს ერ­თი­ა­ნი ბრძო­ლა ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მნიშ­ვე­ნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს კო­ორ­დი­ნა­ცია უნდა გვქონ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
5

რა ვერ გაიგეთ, ნაცმოძრაობა დღიდან დაარსებისა არის გადამგდები...ეხლაც ევროპელებსაც მოისვრიან. საერთო საქმისთვის ეგრე ჯობია... ისინიც დაინახავენ ვისთან აქვთ საქმე...

Ariel
5

ნელსონ მანდელა არ გგონია თავი, 

ავტორი:

"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია

"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია

რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაიწყება კონსულტაციები და მიიღებენ ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შეუთანხმებს სხვა პარტიების თავმჯდომარეებს.

„იქნება პირველი მოთელვითი კონსულტაციები. არც ერთი წუთის დაკარგვა აღარ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ვართ შეზღუდულები „კომენდანტის საათიდან“ გამომდინარე, ერთი წუთის დაკარგვაც არ მინდა.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. შეუძლებელია მე რაიმე სახით დაზუსტებული საბოლოო პასუხი გაგცეთ, მაშინ როდესაც კონსულტაციები დღეს იწყება და რამდენიმე დღე დაჭირდება. არავის არ უნდა გაუკვირდეს და ნურავის ნუ ექნება ისეთი მოსაზრება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მსხვილი პარტია ვართ. შიგნით არის არერთი საჭირო კონსულტაცია. საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. მაღალი ალბათობით ჩატარდება კენჭისყრა და ეს გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც ვემხრობით.

რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან, მათ შორის უკვე ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდანაც კი, რომელმაც უკვე მოაწერეს ხელს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკი მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც შევუთანხმებთ სხვა კოლეგა პარტიების თავმჯდომარეებს. ეს ერთიანი ბრძოლა ნიშნავს, რომ ჩვენ მნიშვენელოვანი გადაწყვეტილების დროს კოორდინაცია უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მელიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"