მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს და ორგანიზაცია "ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შეკითხვას უსვამს.
"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა... ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე... ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი "სამოსელი პირველის” მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მიერ წარმოებული ქართული ჩოხა.. .კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?! რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ... ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!..." - წერს მამა პეტრე.
მართლა მაგარი კითხვაა. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე პასუხი არ იქნება ან იქნება ოღონდ სულ სხვა კითხვის პასუხი😁😁😁
შენ რომ მოძღვრავ ხალხს და თან არ იკლებ არანაირ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ეს დაშვებულია, როგორ ფიქრობ? თუ შენც ბიზნესმენი უფრო ხარ, ვიდრე ეკლესიის მსახური?