მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე
"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

თბი­ლის­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ტვ პირ­ველს" გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ 26 წლის ყა­ზა­ხი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლის წინ ჩა­მო­ვი­და და ერთ-ერთი ყა­ზა­ხურ-ქარ­თულ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

ის თბი­ლის­ში მისი ნა­თე­სა­ვის მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვი­და და თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ მათ­თან ცხოვ­რობ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო ნა­თე­სა­ვის მე­უღ­ლის მხრი­დან.

ამის შემ­დეგ გო­გო­ნამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ეც­ვა­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას ქი­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, სახ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შეს­თა­ვა­ზა თა­ნამ­შრო­მელ­მა, 50 წლის მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც გო­გო­ნას გუ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მო­ი­პო­ვა ასე­ვე აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც გო­გო­ნამ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ნა­თე­სავს გა­და­უგ­ზავ­ნა. "ტვ პირ­ვე­ლის" ცნო­ბით, ჩა­ნა­წერ­ში ის­მის მუ­ქა­რა 50 წლის მა­მა­კა­ცის მხრი­დან, გო­გო­ნა კი მას უმე­ო­რებს რომ აპი­რებს თვით­მკვლე­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე ბ.თ.-ს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 5 მა­ისს, თბი­ლის­ში, ბ.თ. -მ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით ა.ა. გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. ბ.თ.-ს ქმე­დე­ბის შე­დე­გა­დაც მძი­მე ფსი­ქო-ტრამ­ვულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ა.ა. მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.თ. 6 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, მსხვერ­პლი­სად­მი მუ­ქა­რით მისი პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დამ­ცი­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
13

საწყალი გოგო სიკვდილისთვის ჩამოვიდა? პირველი ძალადობის მერე რატომ არ მიიღო ზომები . ან რა უნდოდა სხვის დაქირავებულ ბინაში?ასეთ სიტუაციაში ყოფნას ისევ თავის ქვეყანაში ყოფილიყო არ ერჩივნა? კი შეეწირა ამ მოძალადეებს. ყველა მოძალადე სათანადოდ უნდა დაისაჯოს

 

Moqalqe
9

Ra 8 da 10 weli, ra qveyanaa tfui. Minimum 18 unda iyos, minimum..

 

ავტორი:

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

თბილისში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობით დასრულდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"ტვ პირველს" გარდაცვლილის ნათესავები უყვებიან, რომ 26 წლის ყაზახი გოგონა საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ერთ-ერთი ყაზახურ-ქართულ სატრანსპორტო კომპანიაში იყო დასაქმებული.

ის თბილისში მისი ნათესავის მოწვევით ჩამოვიდა და თავდაპირველად სწორედ მათთან ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო ნათესავის მეუღლის მხრიდან.

ამის შემდეგ გოგონამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა საცხოვრებელი სახლი. გამომდინარე იქიდან, რომ მას ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, სახლით უზრუნველყოფა შესთავაზა თანამშრომელმა, 50 წლის მამაკაცმა, რომელიც გოგონას გუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზეა დაკავებული.

ტელეკომპანიამ მოიპოვა ასევე აუდიოჩანაწერი, რომელიც გოგონამ თვითმკვლელობამდე ნათესავს გადაუგზავნა. "ტვ პირველის" ცნობით, ჩანაწერში ისმის მუქარა 50 წლის მამაკაცის მხრიდან, გოგონა კი მას უმეორებს რომ აპირებს თვითმკვლელობას.

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა