პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი
„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

„მიჰ­ყე­ვი ხმას“ - ასე ჰქვია პოდ­კას­ტე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრმა და­ი­წყო. რო­გორც აუ­დი­ო­სივ­რცე გვპირ­დე­ბა, აქ ხმებს არამ­ხო­ლოდ მო­ვის­მენთ, მათ და­ნახ­ვას შევ­ძლებთ კი­დეც.

რო­გორ უნდა და­ი­ნა­ხო ხმა? – ამ­ბა­ვი მა­შინ იძენს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, თუკი ის ხმე­ბი­თაა მდი­და­რი. აბა, სცა­დეთ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ დილა თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, ან სპექ­ტაკ­ლის წინა სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დი­ნი დარ­ბაზ­ში იმ ხმე­ბის გა­რე­შე, რაც ამ ამ­ბებს ასე ახა­სი­ა­თებთ: მე­ზობ­ლე­ბის გა­და­ძა­ხილ-გად­მო­ძა­ხი­ლი და სა­რე­ცხის თო­კე­ბის ჭრი­ა­ლის ხმა ან ორ­კესტრის ორ­მო­დან ამო­მა­ვა­ლი კა­კა­ფო­ნია.

პოდ­კას­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ის კვლე­ვე­ბი­სა და მულ­ტი­მე­დია წარ­მო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მა­გის­ტრან­ტე­ბი უკვე ჩა­ერ­თნენ. ამ ეტაპ­ზე სა­მუ­შაო პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და აუ­დი­ო­გან­ყო­ფი­ლე­ბა მალე სა­ინ­ტე­რე­სო პოდ­კას­ტე­ბით და­იტ­ვირ­თე­ბა.

პოდ­კას­ტებ­ში უსი­ტყვოდ, ხმა­უ­რე­ბით მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი ხაზი. აქ წინა პლან­ზე ადა­მი­ა­ნი, მისი გან­ცდე­ბი, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბია. ეს იქ­ნე­ბა მხატ­ვრუ­ლი, ხა­ნაც რე­პორ­ტა­ჟუ­ლი ამ­ბე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ტენ­ტის შემ­კრე­ბი სივ­რცე. პროგ­რა­მის ყვე­ლა მა­გის­ტრანტს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, შექ­მნას სა­კუ­თა­რი აუ­დი­ო­გან­ყო­ფი­ლე­ბა, გა­ავ­ლოს ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ხაზი და სე­რი­ე­ბად გა­ნა­თავ­სოს თე­მა­ტუ­რი პოდ­კას­ტე­ბი.

რა­ტომ პოდ­კას­ტე­ბი? - იმი­ტომ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთი მხრივ, ინ­ტერ­ნეტ­მა, თით­ქოს ჩაყ­ლა­პა ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დია, მათ შო­რის- რა­დიო, თუმ­ცა, მა­ლე­ვე, თა­ვის თავ­ში, გა­ა­ერ­თი­ა­ნა ამ მე­დი­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შტრი­ხე­ბი. ასე რომ ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბის გად­მო­ცე­მის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძლი­ე­რი ატ­რი­ბუ­ტია, პოდ­კას­ტად და­უბ­რუნ­და მსმე­ნელს.

ახალ პრო­ექ­ტზე უფრო ვრცლად იდე­ის ავ­ტო­რი, კსუ-ს მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი, სო­ფიო კიკ­ვა­ძე გვე­სა­უბ­რა.

„თით­ქოს, ყვე­ლა­ზე მო­ლა­პა­რა­კე მე­დი­ას და­მა­ტე­ბით ჯა­დოს­ნუ­რი ელექ­სი­რი და­ა­ლე­ვი­ნეს და რა­დი­ოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე გა­უჩ­ნდა. პოდ­კას­ტი სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მაა თხრო­ბის­თვის: აიღე, თუნ­დაც, შენი ტე­ლე­ფო­ნი, ჩარ­თე და ილა­პა­რა­კე.ეს, ერ­თგვა­რად, პი­რა­დი სივ­რცის გან­დო­ბა­ცაა. წარ­მო­იდ­გი­ნე, მსმე­ნელს უმ­ხელ სა­კუ­თარ თავს, ენ­დო­ბი, ისიც მი­გიხ­ვდე­ბა და გენ­დო­ბა. შენ რომ მის­თვის ხარ და ის შენ­თვის, ამას კი­დევ უფრო მძაფ­რად იგ­რძნობ“, ამ­ბობს სო­ფიო.

ის იმა­საც გვიმ­ხელს, რომ რამ­დე­ნი­მე პოდ­კასტს მსმე­ნე­ლი სულ მალე მო­უს­მენს. მათ შო­რის, ერთ-ერთი მისი ფა­ვო­რი­ტი „წუთი_სო­ფელ­შია“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ხმა­უ­რე­ბით გვიყ­ვე­ბა ამ­ბავს.

„პოდ­კას­ტიმ­ხო­ლოდ ხმა­უ­რე­ბით გვიყ­ვე­ბა ამ­ბავს. შენ მას, თუნ­დაც, მა­ღა­ლი კორ­პუ­სის რო­მე­ლი­ღაც სარ­თულ­ზე მო­უს­მენ და, მო­მენ­ტა­ლუ­რად, მას­თან წა­გიყ­ვანს სო­ფელ­ში. ასე­ვე, უკვე შე­იქ­მნა­პოდ­კას­ტი - „მიას კვა­ტე­ბი“. მია, რო­მე­ლიც ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, ვერც ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, თქვენ ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებთ“, გვიყ­ვე­ბა სო­ფიო.

აქვს თა­ვი­სი ხმა გა­ნათ­ლე­ბას, გან­ტვირ­თვას, გარ­თო­ბას, სპორ­ტს, პან­დე­მი­ა­საც კი?! – CIU-ს მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრში გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ აქვს.

„რა­ტომ უნდა „მიჰ­ყვე ხმას“? - ასე მგო­ნია, თუ ხმებს მივ­ყვე­ბით, ერ­თმა­ნეთს ვი­პო­ვით და უფრო ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. ჰოდა, გა­მოჰ­ყე­ვით ხმას, გა­ავ­ლეთ უხი­ლა­ვი ტრა­ექ­ტო­რია და მო­დით თქვენს აუ­დი­ო­სივ­რცე­ში, ჩვენ აქ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გე­ლო­დე­ბით!“ - გვე­უბ­ნე­ბა სო­ფიო კიკ­ვა­ძე.

სა­მუ­შაო-მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­სი მალე დას­რულ­დე­ბა და კსუ მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი პოდ­კას­ტე­ბის ფარ­თო „ასორ­ტი­მენ­ტით“ ერ­თგულ მსმე­ნე­ლებს თა­ვის აუ­დი­ო­სივ­რცე­ში უმას­პინ­ძლებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

„მიჰყევი ხმას“ - ასე ჰქვია პოდკასტების სერიას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა დაიწყო. როგორც აუდიოსივრცე გვპირდება, აქ ხმებს არამხოლოდ მოვისმენთ, მათ დანახვას შევძლებთ კიდეც.

როგორ უნდა დაინახო ხმა? – ამბავი მაშინ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუკი ის ხმებითაა მდიდარი. აბა, სცადეთ და წარმოიდგინეთ დილა თბილისის ძველ უბანში, ან სპექტაკლის წინა სასიამოვნო მოლოდინი დარბაზში იმ ხმების გარეშე, რაც ამ ამბებს ასე ახასიათებთ: მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი და სარეცხის თოკების ჭრიალის ხმა ან ორკესტრის ორმოდან ამომავალი კაკაფონია.

პოდკასტების წარმოებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტები უკვე ჩაერთნენ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და აუდიოგანყოფილება მალე საინტერესო პოდკასტებით დაიტვირთება.

პოდკასტებში უსიტყვოდ, ხმაურებით მოყოლილი ამბები იქნება ერთ-ერთი მთავარი ხაზი. აქ წინა პლანზე ადამიანი, მისი განცდები, ემოციები და გრძნობებია. ეს იქნება მხატვრული, ხანაც რეპორტაჟული ამბებისა და საგანმანათლებლო კონტენტის შემკრები სივრცე. პროგრამის ყველა მაგისტრანტს, საშუალება მიეცემა, შექმნას საკუთარი აუდიოგანყოფილება, გაავლოს შინაარსობრივი ხაზი და სერიებად განათავსოს თემატური პოდკასტები.

რატომ პოდკასტები? - იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ერთი მხრივ, ინტერნეტმა, თითქოს ჩაყლაპა ყველა სხვა დანარჩენი ტრადიციული მედია, მათ შორის- რადიო, თუმცა, მალევე, თავის თავში, გააერთიანა ამ მედიებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი შტრიხები. ასე რომ ხმა, რომელიც ამბის გადმოცემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ატრიბუტია, პოდკასტად დაუბრუნდა მსმენელს.

ახალ პროექტზე უფრო ვრცლად იდეის ავტორი, კსუ-ს მოწვეული ლექტორი, სოფიო კიკვაძე გვესაუბრა.

„თითქოს, ყველაზე მოლაპარაკე მედიას დამატებით ჯადოსნური ელექსირი დაალევინეს და რადიოს ახალი სიცოცხლე გაუჩნდა. პოდკასტი საუკეთესო პლატფორმაა თხრობისთვის: აიღე, თუნდაც, შენი ტელეფონი, ჩართე და ილაპარაკე.ეს, ერთგვარად, პირადი სივრცის განდობაცაა. წარმოიდგინე, მსმენელს უმხელ საკუთარ თავს, ენდობი, ისიც მიგიხვდება და გენდობა. შენ რომ მისთვის ხარ და ის შენთვის, ამას კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობ“, ამბობს სოფიო.

ის იმასაც გვიმხელს, რომ რამდენიმე პოდკასტს მსმენელი სულ მალე მოუსმენს. მათ შორის, ერთ-ერთი მისი ფავორიტი „წუთი_სოფელშია“, რომელიც მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს.

„პოდკასტიმხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს. შენ მას, თუნდაც, მაღალი კორპუსის რომელიღაც სართულზე მოუსმენ და, მომენტალურად, მასთან წაგიყვანს სოფელში. ასევე, უკვე შეიქმნაპოდკასტი - „მიას კვატები“. მია, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, ვერც ლაპარაკობს, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, გვიყვება სოფიო.

აქვს თავისი ხმა განათლებას, განტვირთვას, გართობას, სპორტს, პანდემიასაც კი?! – CIU-ს მულტიმედია ცენტრში გვარწმუნებენ, რომ აქვს.

„რატომ უნდა „მიჰყვე ხმას“? - ასე მგონია, თუ ხმებს მივყვებით, ერთმანეთს ვიპოვით და უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჰოდა, გამოჰყევით ხმას, გაავლეთ უხილავი ტრაექტორია და მოდით თქვენს აუდიოსივრცეში, ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით გელოდებით!“ - გვეუბნება სოფიო კიკვაძე.

სამუშაო-მოსამზადებელი პროცესი მალე დასრულდება და კსუ მულტიმედია ცენტრი პოდკასტების ფართო „ასორტიმენტით“ ერთგულ მსმენელებს თავის აუდიოსივრცეში უმასპინძლებს.

NS

ქოუჩინგის სკოლა სამი წლისაა

"მწვანე პასპორტები" და შეღავათები მათთვის, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარებული ექნება - რა გეგმაზე მუშაობს საკოორდინაციო საბჭო

"საქართველოში "ინდური შტამი" არ დაფიქსირებულა...ბატონ ლადოს შეიძლება აქვს სხვა მონაცემები " - ამირან გამყრელიძე ლადო კახაძეს პასუხობს