სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­და­ი­დო. სხდო­მა 13 მა­ისს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. პრო­ცე­სის გა­და­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაც­ვის მხა­რემ და­ა­ყე­ნა.

რო­გორც მე­ლი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, ამას­თან, ინი­ცი­რე­ბუ­ლია ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში სა­მარ­თლებ­რივ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნი­ათ.

კონ­და­ხიშ­ვი­ლის თქმით­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის იმი­ტა­ცი­აა და თა­ვის მო­ტყუ­ე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, სა­მარ­თლებ­რივ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.

ად­ვო­კატ­მა პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა იმ ვა­დით ითხო­ვა, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რეს შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა უნდა წარ­მო­ეთ­ქვა. სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა მე­ლია, ვი­ნა­ი­დან ის გა­სულ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის გამო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა.

ცნო­ბის­თვის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 17 თე­ბერ­ვალს შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა 13 აპ­რილს.

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 40 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც. ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი 88 ხმით მო­უხ­სნა.

ნიკა მე­ლია 23 თე­ბერ­ვალს, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა პარ­ტი­ის ოფის­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
3

ანუ მაგ დროუსათვის შეწყალების აქტი მზად იქნება იქნებ მამა გიორგი მამალაძეც შეეწყალებინათ

დეა
0

ეგდოს სადაცაა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

კონდახიშვილის თქმითვე, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი.

ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც. ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

აქტივისტი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა სასულიერო პირი თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ" - შსს-ს განცხადება