პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი
"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის, "სი­ნო­ფარ­მის" მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­ეძ­ლო 18 წელს ზე­მოთ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. თბი­ლის­ში ჯავ­შნე­ბი 2 სა­ათ­ში შე­ივ­სო. "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ არის. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ჯან­მო სხდო­მას 29 აპ­რილს გა­მარ­თავს.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის მე­სა­მე ფა­ზის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი კი მა­ღა­ლია და ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებს მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­უ­ზი­ა­რონ.

ვნა­ხოთ რას წერს "ფე­ის­ბუქ­ში" აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი:

"ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე და არა მარ­ტო..

პრე­სა­ში (ვა­შინგტონ პოს­ტი, რო­ი­ტე­რი) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­ფარ­მის მწარ­მო­ებ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრეს­რი­ლი­ზის თა­ნახ­მად, ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა 79%-ს აღ­წევს. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა. კვლე­ვის ორი­გი­ნა­ლი, რა­საც პრეს­რი­ლი­ზი ემ­ყა­რე­ბა, არ­სად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. სი­ნო­ფარმს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბი. კვლე­ვის სწო­რედ ეს ფაზა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე.

ჩი­ნე­თის კო­ვი­დის სტა­ტის­ტი­კა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს ვაქ­ცი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან ჩი­ნეთს, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 200 მი­ლი­ო­ნი დოზა აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს არ ნიშ­ნავს 200 მი­ლი­ონ სრუ­ლად აც­რილ ადა­მი­ანს, რად­გან ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ორ­დო­ზი­ა­ნია. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩი­ნე­თის მი­ლი­არ­დი­ან პო­პუ­ლა­ცი­ას, აც­რი­ლე­ბის წილი არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­დის.

აც­რი­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნით მიღ­წე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე­ნიც ემა­ტე­ბი­ან. არც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა ასე სა­ჯა­როდ და ზუს­ტად არ ვიცი, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტის წილი ჩი­ნურ კო­ვიდ სტა­ტის­ტი­კა­ში. ორი­ვე მრუ­დი, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.სა­პი­რის­პი­რო მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ ჩი­ლეს და სა­უ­დის არა­ბეთს. ორი­ვე უმე­ტე­სად ჩი­ნუ­რი სი­ნო­ფარ­მით აიც­რა. ორი­ვე­გან მზარ­დია ინ­ფი­ცი­რე­ბაც და სიკ­ვდი­ლო­ბაც. აქაც გა­ურ­კვე­ვე­ლია რა­ი­მე სხვა ფაქ­ტო­რე­ბი ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს კო­ვიდ ტენ­დენ­ცი­ებს.

მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ბრი­ტა­ნე­თი და ის­რა­ე­ლი. ფა­ი­ზე­რით და ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რი­ლი. ორი­ვე­გან სა­ი­მე­დოა კო­ვიდ-მრუ­დე­ბი. ორი­ვე ქვე­ყა­ნა უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს.

იმე­დია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­ცხა­დეს შე­ი­ტანს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა უმ­ცი­რეს ნი­უ­ან­სებ­ზე წვდო­მაც. ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მი­ნი­მუმ 50%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა. ალ­ბათ, გა­ა­ზი­ა­რე­ბენ სა­ჯა­როდ, რას მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცია. ამე­რი­კუ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტო ამ მხრივ სა­ოც­რად გა­ბე­დუ­ლად და პა­ტი­ოს­ნად მო­იქ­ცა. პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. მთე­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ასე­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ჯა­რო იყო.

უამ­რა­ვი ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა და ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი და ღია გზავ­ნი­ლე­ბით ესა­უბრნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა, ამე­რი­კულ ვაქ­ცი­ნებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბა აქვთ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე გა­რეთ. კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის სა­ჯა­რო­ო­ბამ ხელი შე­უ­წყო ვაქ­ცი­ნე­ბის სკეპ­ტი­ციზ­მის დაძ­ლე­ვას.მთე­ლი პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გულ­წრფე­ლად ვცდი­ლობ, არა­ე­ქი­მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე მო­გა­წო­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვეც­ნო­ბი.

ვდი­ლობ გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამ ჭრი­ლი­დან აგიხ­სნათ ამა თუ იმ სამ­კურ­ნა­ლო/დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბის რის­კე­ბი და სარ­გე­ბე­ლი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. პა­ტი­ოს­ნად და გულ­წრფე­ლად გაწ­ვდით ყვე­ლა­ფერს რაც ვიცი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს და დე­ტა­ლებ­ში ვსა­უბ­რობ ვაქ­ცი­ნა­ცის რის­კებ­ზეც, რად­გან ვთვლი, რომ ამის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი და უსაფრ­თხო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვთვლი, ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად. უსას­რუ­ლოდ პირ­ბა­დე­ში და კა­რან­ტინ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით.

დიახ, ჩვენ არ ვი­ცით ვაქ­ცი­ნე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტე­ბი, რად­გან დრო არ გა­სუ­ლა საკ­მა­რი­სი. ხუთი წლის შემ­დგომ შე­დე­გებ­ზე მხო­ლოდ ხუ­თწ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, აქვე უნდა გვახ­სოვ­დეს, იგი­ვე პრობ­ლე­მაა კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. არა­ფე­რი ვი­ცით რა გა­მოვ­ლი­ნე­ბა ექ­ნე­ბა ხუთი წლის მერე დღეს გა­და­ტა­ნილ და­ა­ვა­დე­ბას. სა­ნაც­ვლოდ ვი­ცით, რომ კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის ერ­თად აღე­ბულ რის­კებ­თან შე­და­რე­ბით.

და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად აღე­მა­ტე­ბა იმ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს ახ­ლდა თან. ნამ­დვი­ლად ვი­ცით, კო­ვი­დი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კლავს, ვაქ­ცი­ნე­ბი კი სიკ­ვდი­ლის­გან იცავს.

  • ავიც­რათ თუ არა? - პა­სუ­ხი, ჩემ­თვის ცალ­სა­ხაა, დიახ, უნდა ავიც­რათ.
  • რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნაა სა­უ­კე­თე­სო? - ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.
  • რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? - იდე­ა­ლუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი და თუ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­დეს ვაქ­ცი­ნე­ბი.

რას ვგუ­ლის­ხმობ ამა­ში. მე რომ მე­კი­თხე­ბო­დეს, ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე და­წე­სე­ბულ ასა­კობ­რივ შე­ზღუდ­ვას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი, მაგ­რამ და­ვუშ­ვებ­დი გა­მო­ნაკ­ლისს, როცა ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმ ვაქ­ცი­ნით აიც­რას, რო­მე­ლიც მის ასაკ­ში მო­მე­ტე­ბულ რისკს შე­ი­ცავს. მეტი სი­მარ­ტი­ვის­თვის სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე ავ­ხსნი. მე რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიყო ექი­მი... ექი­მის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი იდე­ა­ლუ­რი დაც­ვის პი­რო­ბებ­შიც კი მა­ღა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აც­რით მი­ღე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი გა­დამ­წყვე­ტი ხდე­ბა უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბის­თვის.

ასა­კით და სქე­სით ვე­კუთ­ვნი ას­ტრა­ზე­ნე­კას თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკ-ჯგუფს. თუმ­ცა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვიცი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, არ მაქვს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ გე­ნე­ტი­კუ­რი რისკ ფაქ­ტო­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად იყოს წი­ნა­პი­რო­ბა ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ტი­პის თრომ­ბო­ზუ­ლი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემ­თვის უიშ­ვი­ა­თე­სი თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უმ­ცი­რე­სი იქ­ნე­ბა. დახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე რო­გო­რიც, ფრე­ნი­სას ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის რის­კია, ან მან­ქა­ნის ტა­რე­ბი­სას ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­სა. მან­ქა­ნას ამ რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ყო­ველ დღე ვა­ტა­რებ და ფრე­ნი­თაც ძა­ლი­ან ხში­რად დავფრი­ნავ.

სწო­რედ ამა­ვე პრინ­ცი­პით, ამ რის­კე­ბის ცოდ­ნით ავიც­რე­ბო­დი ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი. ამ­გვა­რად მო­ფიქ­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მე­გუ­ლე­ბა და მათ­თვის ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ღია უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია თავი და­ი­ზღვი­ოს და ამ ადა­მი­ა­ნებს შეს­თა­ვა­ზოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. აც­რამ­დე ხელი მო­ა­წე­რი­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ თან­ხმო­ბა­ზე და პი­რო­ბებ­ში ჩა­მოთ­ვა­ლოს რის­კე­ბი, რაც ას­ტრა­ზე­ნე­კას გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში.

ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად სპო­რა­დუ­ლია, მარ­თლა მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა აცრა რომ ერთი გა­მოვ­ლინ­დეს. ამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი ჩვენ არც ვართ. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ უნა­რი თა­ვად იკის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ ბედ­ზე, უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ასე­თი ძალა არ აქვს და მათ სა­ხელ­მწი­ფო, ან ექი­მი სჭირ­დე­ბათ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ. მათ­თვის იყოს შე­ზღუდ­ვე­ბი რა­საც სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აწე­სებს.

როცა სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს უნა­რი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს ცხა­დია თა­ვის და­ზღვე­ვა სჯობს რათა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გან­მე­ორ­დეს.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას:

  • ავიც­რე­ბო­დი თუ არა რო­მე­ლი­მე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით? - ჯერ­ჯე­რო­ბით და­ვე­ლო­დე­ბი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს დას­კვნას. თუ საბ­ჭო აღი­ა­რებს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, თუნ­დაც ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი, ცხა­დია, სხვა არ­ჩე­ვა­ნის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, არა­ფერს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი. თუ ვაქ­ცი­ნა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, ალ­ბათ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რის­კე­ბის ჯგუ­ფებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, რად­გან მათ ისე­დაც მცი­რე აქვთ სა­სიკ­ვდი­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის საფრ­თხე. ოდ­ნა­ვი დაც­ვის პი­რო­ბებ­ში კი ეს რის­კე­ბი, წე­სით, უმ­ნიშ­ვნე­ლომ­დე უნდა შემ­ცირ­დეს.

მთა­ვა­რი დას­კვნა ამ ყვე­ლაფ­რი­დან:

  • ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.
  • სა­უ­კე­თე­სო ის ვაქ­ცი­ნაა, რა­ზეც ხელი მი­გიწ­ვდე­ბათ.
  • გა­ი­აზ­რეთ თქვე­ნი რის­კე­ბი და ვაქ­ცი­ნით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი და ისე მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა
  • ეცა­დეთ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს.

P.S. იმ­დე­ნად მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი წნე­ხი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის და აც­რის პრო­ცეს­ზე, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ად­ვი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, უნდა ვენ­დოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს", - წერს გე­გეჭ­კო­რი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "სი­ნო­ფარ­მის" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც აც­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
42

მაგას რად უნდა აცრა ნაცებს კორონა არ ემართებათ, ეგენი მიშას ყავს აცრილები.

bv
21

Dokhtor!!!!))

ავტორი:

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა შეეძლო 18 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს. საზოგადოების აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. თბილისში ჯავშნები 2 საათში შეივსო. "სინოფარმის" ვაქცინა ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის. აღნიშნულ საკითხზე ჯანმო სხდომას 29 აპრილს გამართავს.

ჯერჯერობით ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ არის. საზოგადოების ინტერესი კი მაღალია და ქართველი ექიმები ცდილობენ, რომ ადამიანებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარონ.

ვნახოთ რას წერს "ფეისბუქში" აღნიშნული ვაქცინის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი:

"ჩინურ ვაქცინაზე და არა მარტო..

პრესაში (ვაშინგტონ პოსტი, როიტერი) გამოქვეყნებული ინფორმაციით, სინოფარმის მწარმოებლის მიერ გავრცელებული პრესრილიზის თანახმად, ამ ვაქცინის ეფექტურობა 79%-ს აღწევს. იქვე აღნიშნულია, რომ მწარმოებელი ირწმუნება, ვაქცინა უსაფრთხოა. კვლევის ორიგინალი, რასაც პრესრილიზი ემყარება, არსად გამოქვეყნებულა. სინოფარმს არ გამოუქვეყნებია კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემები. კვლევის სწორედ ეს ფაზა იძლევა ინფორმაციას ეფექტურობაზე.

ჩინეთის კოვიდის სტატისტიკა შთამბეჭდავად გამოიყურება. რამდენად შეიძლება ეს ვაქცინის დამსახურებად ჩაითვალოს, რთული სათქმელია, რადგან ჩინეთს, ჯერჯერობით მხოლოდ 200 მილიონი დოზა აქვს გამოყენებული. ეს არ ნიშნავს 200 მილიონ სრულად აცრილ ადამიანს, რადგან ჩინური ვაქცინა ორდოზიანია. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მილიარდიან პოპულაციას, აცრილების წილი არც ისე მნიშვნელოვანი გამოდის.

აცრილებს, სავარაუდოდ, დაავადების გადატანით მიღწეული იმუნიტეტის მქონენიც ემატებიან. არც ეს ინფორმაცია მოიპოვება ასე საჯაროდ და ზუსტად არ ვიცი, რამდენად სერიოზულია კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტის წილი ჩინურ კოვიდ სტატისტიკაში. ორივე მრუდი, დაავადების გავრცელების და სიკვდილობის მაჩვენებლის, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.საპირისპირო მონაცემები აქვთ ჩილეს და საუდის არაბეთს. ორივე უმეტესად ჩინური სინოფარმით აიცრა. ორივეგან მზარდია ინფიცირებაც და სიკვდილობაც. აქაც გაურკვეველია რაიმე სხვა ფაქტორები ხომ არ განაპირობებს კოვიდ ტენდენციებს.

მეორე მხრივ, არსებობს ბრიტანეთი და ისრაელი. ფაიზერით და ასტრაზენეკათი აცრილი. ორივეგან საიმედოა კოვიდ-მრუდები. ორივე ქვეყანა უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

იმედია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიცხადეს შეიტანს ჩინური ვაქცინების ისტორიაში. ავტორიზაციის პროცესში აუცილებელი პირობაა უმცირეს ნიუანსებზე წვდომაც. ასევე, ავტორიზაციის აუცილებელი პირობაა მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა. ალბათ, გააზიარებენ საჯაროდ, რას მისცეს ავტორიზაცია. ამერიკული წამლის სააგენტო ამ მხრივ საოცრად გაბედულად და პატიოსნად მოიქცა. პირდაპირ ეთერში გადასცა ავტორიზაციის პროცესი. მთელი სამუშაო პროცესი ასევე, პრაქტიკულად საჯარო იყო.

უამრავი ინტერვიუ მისცეს ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და ძალიან გახსნილი და ღია გზავნილებით ესაუბრნენ საზოგადოებას. შედეგიც სახეზეა, ამერიკულ ვაქცინებს ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. კვლევებიც აჩვენებენ, ავტორიზაციის პროცესის საჯაროობამ ხელი შეუწყო ვაქცინების სკეპტიციზმის დაძლევას.მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში, გულწრფელად ვცდილობ, არაექიმისთვის გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ პროფესიული ინფორმაცია, რასაც მე ყოველდღიურად ვეცნობი.

ვდილობ გაგიზიაროთ ჩემი კლინიკური გამოცდილება და ამ ჭრილიდან აგიხსნათ ამა თუ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური მიდგომების რისკები და სარგებელი და ვაქცინაციის თავისებურებები. პატიოსნად და გულწრფელად გაწვდით ყველაფერს რაც ვიცი, მათ შორის განსაკუთრებით ბევრს და დეტალებში ვსაუბრობ ვაქცინაცის რისკებზეც, რადგან ვთვლი, რომ ამის ცოდნა აუცილებელია სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილების მისაღებად. ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასასრულებლად. უსასრულოდ პირბადეში და კარანტინში გამომწყვდეულები ვერ ვიქნებით.

დიახ, ჩვენ არ ვიცით ვაქცინების გრძელვადიანი ეფექტები, რადგან დრო არ გასულა საკმარისი. ხუთი წლის შემდგომ შედეგებზე მხოლოდ ხუთწლიანი დაკვირვების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, იგივე პრობლემაა კოვიდთან მიმართებაშიც. არაფერი ვიცით რა გამოვლინება ექნება ხუთი წლის მერე დღეს გადატანილ დაავადებას. სანაცვლოდ ვიცით, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული თრომბოზული გართულებები შეუდარებლად მაღალია ყველა ვაქცინის ერთად აღებულ რისკებთან შედარებით.

დანამდვილებით ვიცით, კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილობა წარმოუდგენლად აღემატება იმ ერთეულ შემთხვევებს, რაც ვაქცინაციის პროცესს ახლდა თან. ნამდვილად ვიცით, კოვიდი ხშირ შემთხვევაში კლავს, ვაქცინები კი სიკვდილისგან იცავს.

  • ავიცრათ თუ არა? - პასუხი, ჩემთვის ცალსახაა, დიახ, უნდა ავიცრათ.
  • რომელი ვაქცინაა საუკეთესო? - ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია.
  • რა შეიძლება გაკეთდეს ვაქცინაციის რისკების თავიდან ასაცილებლად? - იდეალურად უნდა შეირჩეს სამიზნე ჯგუფები და თუ არჩევანი არსებობს უსაფრთხოების მიხედვით გადანაწილდეს ვაქცინები.

რას ვგულისხმობ ამაში. მე რომ მეკითხებოდეს, ასტრაზენეკაზე დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას შევინარჩუნებდი, მაგრამ დავუშვებდი გამონაკლისს, როცა ადამიანი თვითონ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, იმ ვაქცინით აიცრას, რომელიც მის ასაკში მომეტებულ რისკს შეიცავს. მეტი სიმარტივისთვის საკუთარ მაგალითზე ავხსნი. მე რომ საქართველოში ვიყო ექიმი... ექიმის ინფიცირების რისკი იდეალური დაცვის პირობებშიც კი მაღალია. აქედან გამომდინარე, აცრით მიღებული იმუნიტეტი გადამწყვეტი ხდება უსაფრთხო მუშაობისთვის.

ასაკით და სქესით ვეკუთვნი ასტრაზენეკას თრომბოზული გართულებების რისკ-ჯგუფს. თუმცა, არაჩვეულებრივად ვიცი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დანამდვილებით ვიცი, არ მაქვს არანაირი პირადი თუ გენეტიკური რისკ ფაქტორი, რაც შეიძლება თეორიულად იყოს წინაპირობა ავტოიმუნური ტიპის თრომბოზული პროცესის განვითარებისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემთვის უიშვიათესი თრომბოზების განვითარების რისკი უმცირესი იქნება. დახლოებით ისეთივე როგორიც, ფრენისას ავიაკატასტროფის რისკია, ან მანქანის ტარებისას ავტოკატასტროფისა. მანქანას ამ რისკის გათვალისწინებით ყოველ დღე ვატარებ და ფრენითაც ძალიან ხშირად დავფრინავ.

სწორედ ამავე პრინციპით, ამ რისკების ცოდნით ავიცრებოდი ასტრაზენეკათი. ამგვარად მოფიქრალი საქართველოში ბევრი მეგულება და მათთვის ასტრაზენეკათი აცრის შესაძლებლობა აუცილებლად ღია უნდა იყოს. სახელმწიფოს შეუძლია თავი დაიზღვიოს და ამ ადამიანებს შესთავაზოს სპეციალური პირობები. აცრამდე ხელი მოაწერინოს ინფორმირებულ თანხმობაზე და პირობებში ჩამოთვალოს რისკები, რაც ასტრაზენეკას გამოყენებას შეიძლება ახლდეს თან, ახალგაზრდა ასაკში.

ეს გართულებები იმდენად სპორადულია, მართლა მილიონები უნდა აცრა რომ ერთი გამოვლინდეს. ამდენი მილიონი ჩვენ არც ვართ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ უნარი თავად იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ ბედზე, უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება. ადამიანების უმრავლესობას ასეთი ძალა არ აქვს და მათ სახელმწიფო, ან ექიმი სჭირდებათ, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ. მათთვის იყოს შეზღუდვები რასაც სახელმწიფო თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე აწესებს.

როცა სახელმწიფოს არ აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს ცხადია თავის დაზღვევა სჯობს რათა ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს.

დავუბრუნდები ისევ ჩინურ ვაქცინას:

  • ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით? - ჯერჯერობით დაველოდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას. თუ საბჭო აღიარებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, თუნდაც ნაკლებად ეფექტური, ცხადია, სხვა არჩევანის არ არსებობის პირობებში, არაფერს ვამჯობინებდი. თუ ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია, ალბათ შედარებით ნაკლები რისკების ჯგუფებში გამოვიყენებდი, რადგან მათ ისედაც მცირე აქვთ სასიკვდილო გართულებების საფრთხე. ოდნავი დაცვის პირობებში კი ეს რისკები, წესით, უმნიშვნელომდე უნდა შემცირდეს.

მთავარი დასკვნა ამ ყველაფრიდან:

  • ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
  • საუკეთესო ის ვაქცინაა, რაზეც ხელი მიგიწვდებათ.
  • გაიაზრეთ თქვენი რისკები და ვაქცინით მიღებული სარგებელი და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება
  • ეცადეთ თქვენი გადაწყვეტილება იდეალურად ინფორმირებული იყოს.

P.S. იმდენად მაღალია საზოგადოებრივი და პროფესიული წნეხი ვაქცინების შექმნის და აცრის პროცესზე, მონაცემების გაყალბება ადვილი ვერ იქნება. ვფიქრობ, უნდა ვენდოთ ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს", - წერს გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ვიცით კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ, რომლითაც აცრები საქართველოში 4 მაისიდან დაიწყება

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა