სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ ფო­ნი­ჭა­ლა­ში 3 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვა - და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი ჰყავ­დათ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

შსს-ს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. ა., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. გ. და 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. კ. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათ ბრა­ლად ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და გა­სა­ღე­ბა.

მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ნა­წი­ლეს რო­ლე­ბი და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სის­ტე­მა­ტუ­რად ასა­ღებ­დნენ.

გეგ­მის მი­ხედ­ვით, ა.ა. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძენ პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებ­და, ხოლო ერთი ოჯა­ხის ორი წევ­რი - ნ. გ. და ნ. კ. დათ­ქმულ ად­გილ­ზე მყიდ­ვე­ლის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­წო­დე­ბას და ფუ­ლის მი­ღე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. მათ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ჰყავ­დათ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მოხ­და საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და ყვე­ლა სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის ჩარ­თვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ფონიჭალაში ნარკორეალიზატორებს მძიმე დანაშაულში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა - დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს მძიმე დანაშაულში ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

მისი თქმით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - არსებული ინფორმაციით, ყოველივე ნარკოდანაშაულს უკავშირდება

ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები თბილისსა და მის შემოგარენში - დაჯარიმებულია 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი

ზუგდიდში ქალი მამაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს