პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას
"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გის, ჯო ბა­ი­დე­ნის მიერ სო­მეხ­თა გა­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბას "ის­ტო­რი­ულ შეც­დო­მას" უწო­დებს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­თან სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

ალი­ე­ვის თქმით, ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და თა­ნამ­შომ­ლო­ბის­თვის გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს ძირს უთხრის. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­თა გა­დად­გმა­საც მო­მა­ვალ­ში აპი­რე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მიერ სო­მეხ­თა გე­ნო­ცი­დი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა. პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სო­მეხ­თა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის ხსოვ­ნის დღეს გა­ა­კე­თა.

"დღეს ჩვენ ვიხ­სე­ნებთ მათ, ვინც ოს­მა­ლე­თის ეპო­ქა­ში სომ­ხე­ბის გე­ნო­ცი­დის დროს და­ი­ღუ­პა და ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ მსგავს სი­სას­ტი­კის გან­მე­ო­რე­ბას. 1915 წლის 24 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყო სო­მე­ხი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ლი­დე­რე­ბის და­კა­ვე­ბა. ოს­მა­ლე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი სო­მე­ხი გა­ა­დე­პორ­ტა ან მოკ­ლა. ისი­ნი კი, ვინც გა­დარ­ჩა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ახა­ლი სახ­ლი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ეპო­ვათ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­მეხ­მა იმიგ­რან­ტებ­მა მრა­ვალ­გზის გა­ამ­დიდ­რეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, თუმ­ცა ჩვენ არ დაგ­ვი­წყე­ბია ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მათ­მა წი­ნაპ­რებ­მა ჩვენს ნა­პი­რებ­თან მო­ი­ტა­ნეს. პა­ტივს მი­ვა­გებთ მათ ამ­ბავს. ჩვენ ამას არ ვა­კე­თებთ და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, არა­მედ იმის გამო, რომ ეს აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა სომ­ხებს მო­უ­წო­და მო­მავ­ლის­კენ გა­ი­ხე­დონ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
11

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა სომ­ხებს მო­უ­წო­და მო­მავ­ლის­კენ გა­ი­ხე­დონ - მომავლისკენ გაიხედეს და მიიღეს.

გია
27

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!

 

ავტორი:

"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

"ისტორიული შეცდომა" - როგორ აფასებს ილჰამ ალიევი სომეხთა გენოციდის ჯო ბაიდენისგან აღიარებას

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკელი კოლეგის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა განოციდის აღიარებას "ისტორიულ შეცდომას" უწოდებს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალიევმა ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, ბაიდენის განცხადება რეგიონში მშვიდობისა და თანამშომლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ძირს უთხრის. მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მომავალში აპირებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაადეპორტა ან მოკლა. ისინი კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვათ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ ამბავს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სომხებს მოუწოდა მომავლისკენ გაიხედონ.

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?