პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა
მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 9-12 თვის ვა­დით მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ა­ცხა­და.

ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, კაშ­ხა­ლი არ აშენ­დე­ბა, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, გე­ო­ლო­გი­უ­რი და სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის რე­ვი­ზია და ხე­ლა­ხა­ლი და­სა­ბუ­თე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, კომ­პა­ნია „ენ­კას­თან" და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა და­ე­ვა­ლა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო იქი­რა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვით, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტის შეს­წავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­აგ­რძე­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბას კომ­პა­ნია „ენ­კას­თან". პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფის მიზ­ნით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მთავ­რო­ბა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს.

კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­მო­ცხად­და მო­რა­ტო­რი­უ­მი 9-12 თვის ვა­დით, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, გე­ო­ლო­გი­უ­რი და სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის რე­ვი­ზია და ხე­ლა­ხა­ლი და­სა­ბუ­თე­ბა.

კომ­პა­ნია ამ ეტაპ­ზე გა­აგ­რძე­ლებს მხო­ლოდ პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოქ­მე­დი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის ფარ­გლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცებს და არა ნაცებს!
37

უნდა შეწყდეს კომპანიის მიერ წარმოებული ყველანაირი სამუშაო, რა მოსამზადებელი სამუშაოები, ჯერ კვლევები არ ჩატარებულა და დასკვნა არ დადებულა. ვის აბოლებთ?

მ ი მ ი ნ ო
44

უცხოელები რომ არ ჩამოიყვანონ, საქართველოში სპეციალისტები არ გვყვავს? მე მგონი არიან და საკმაოდ ბევრიც, მაგრამ ეს "პაკაზუხობა" ჩვევად გვაქვს, შინაური მღდვლის ამბავში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - "ნამახვანჰესის" კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.

ამავე განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

„საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა