პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში" - ექსპერტი
"ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში" - ექსპერტი

ნიკა მე­ლია, რო­გორც მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ხურ­დავ­დე­ბა სამ პო­ლი­ცი­ელ­ზე, რო­მელ­თაც ბრა­ლი მი­უ­ძღვით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ფორ­მით და­ზი­ა­ნე­ბა­ში და დარ­ბე­ვა­ში, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ლა­მის და­ა­კა­ნო­ნა მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნის ტრა­დი­ცია და ახლა, ახალ ტრა­დი­ცი­ას უყ­რის სა­თა­ვეს, რაც არის „პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლა“.

"ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ლი­ას პო­ზი­ცია სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად ნიშ­ნავს იმას, ოპო­ზი­ცი­ას ერ­თგვა­რი ტყვე­თა გაც­ვლის პრო­ცესს სთა­ვა­ზო­ბენ. მე­ლია უნდა გაც­ვა­ლონ სამ პო­ლი­ცი­ელ­ზე, რომ­ლებ­მაც იძა­ლა­დეს აქ­ცი­ა­ზე, თვა­ლე­ბი და­თხა­რეს და სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. ის, რო­გორც მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, ხურ­დავ­დე­ბა სამ პო­ლი­ცი­ელ­ზე, რო­მელ­თაც ბრა­ლი მი­უ­ძღვით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ფორ­მით და­ზი­ა­ნე­ბა­ში და დარ­ბე­ვა­ში.

ის არ არის მომ­ხრე მო­რა­ლით და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ივაჭ­როს. პო­ლი­ტი­კუ­რი მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნის ტრა­დი­ცია ლა­მის და­ა­კა­ნო­ნა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ახლა ახალ ტრა­დი­ცი­ას უყ­რის სა­თა­ვეს - ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლა. ერ­თია მისი პო­ზი­ცია და მე­ო­რე პარ­ლა­მენ­ტი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ის იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლოს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ მის პარ­ტი­ას ამა­ზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე მზად იყ­ვნენ მო­რა­ლუ­რი კომ­პრო­მი­სის­თვის, ან იმ­დე­ნად ეჩ­ქა­რე­ბო­დათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, რომ დო­კუ­მენ­ტის სიღ­რმე­ში არ ჩა­ი­ხე­დეს.

"ოპო­ზი­ცი­ას და­სავ­ლეთ­ზე ზე­წო­ლის რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლი ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­ნა­პი­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ ხე­ლის მო­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცია თვე­ე­ბი მი­დი­ო­და ამის­კენ, მა­ინც დარ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ დო­კუ­მენტზე ხელი ისე მო­ა­წე­რეს, ან თა­ვი­დან­ვე მზად იყ­ვნენ მო­რა­ლუ­რი კომ­პრო­მი­სის­თვის, ან სიღ­რმე­ში არ ჩა­ი­ხე­დეს იმ­დე­ნად ეჩ­ქა­რე­ბო­დათ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა.

რო­გო­რია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ დო­კუ­მენ­ტის მი­მართ ცალ­სა­ხაა. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რამ ოპო­ზი­ცი­ას პრობ­ლე­მე­ბი შე­უმ­ცი­რა, შე­საძ­ლოა, გა­უ­ზარ­და კი­დეც. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი წი­თე­ლი ხაზი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ა­ჩენს, რო­მე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი შეძ­ლე­ბენ გა­და­ლა­ხონ და გა­აგ­რძე­ლონ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­სე­ბო­ბა. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რა გა­მოწ­ვე­ვაც არის ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის და შე­იძ­ლე­ბა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის და­სას­რუ­ლა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს. ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ტეს­ტი - ვინ გა­დარ­ჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად და ვინ გა­აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

არცერთი იყო პარტია, არც მეორე ლიდერი და არც მესამე ექსპერტი ! პოლიციელები ?! არც ეგენი პოლიციელები ! არც ისაა ოცნება კიდევ, ჩავარდნაა !

ალექს
0

ილიას ჭკუით არ იარეთ და ლაგაზიძის, ძაბირაძის და ხუხაშვილ საყვარელიძის ნაბჟუტურევით აპირებთ გაბრწყინებას ! რა გეშველებათ კი არა, არ გეშველებათ ! ან თქვენ მიეცემით დავიწყებას , ან ეს "ექსპერტები " და წამყვანმთავარი ხროვა დაივიწყეთ, პარტია რომ დაირქვა , ქუჩის შპანამ ! მიაყოლეთ ქოცებიც , ან მიყევით თან , არც ეგაა პარტია-კლანია ნაძმოსავით !

ავტორი:

"ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში" - ექსპერტი

"ოპოზიციას ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ - ნიკა მელია ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით დარბევაში" - ექსპერტი

ნიკა მელია, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით მშვიდობიანი მოქალაქეების ჯანმრთელობის მძიმე ფორმით დაზიანებაში და დარბევაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ლამის დააკანონა მძევლების აყვანის ტრადიცია და ახლა, ახალ ტრადიციას უყრის სათავეს, რაც არის „პოლიტიკური პატიმრების გაცვლა“.

"ამნისტიასთან დაკავშირებით მელიას პოზიცია სრულიად გასაგებია. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, ოპოზიციას ერთგვარი ტყვეთა გაცვლის პროცესს სთავაზობენ. მელია უნდა გაცვალონ სამ პოლიციელზე, რომლებმაც იძალადეს აქციაზე, თვალები დათხარეს და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხურდავდება სამ პოლიციელზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით მშვიდობიანი მოქალაქეების ჯანმრთელობის მძიმე ფორმით დაზიანებაში და დარბევაში.

ის არ არის მომხრე მორალით და ღირებულებებით ივაჭროს. პოლიტიკური მძევლების აყვანის ტრადიცია ლამის დააკანონა „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ახალ ტრადიციას უყრის სათავეს - ეს არის პოლიტიკური პატიმრების გაცვლა. ერთია მისი პოზიცია და მეორე პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის იძულებული იქნება ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის პარტიას ამაზე აქვს ხელი მოწერილი“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები თავიდანვე მზად იყვნენ მორალური კომპრომისისთვის, ან იმდენად ეჩქარებოდათ პარლამენტში შესვლა, რომ დოკუმენტის სიღრმეში არ ჩაიხედეს.

"ოპოზიციას დასავლეთზე ზეწოლის რესურსი ამოწურული ჰქონდა. შესაბამისად, ამან განაპირობა პოლიტიკური პარტიების მიერ ხელის მოწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია თვეები მიდიოდა ამისკენ, მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ დოკუმენტზე ხელი ისე მოაწერეს, ან თავიდანვე მზად იყვნენ მორალური კომპრომისისთვის, ან სიღრმეში არ ჩაიხედეს იმდენად ეჩქარებოდათ პარლამენტში შესვლა.

როგორია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამ დოკუმენტის მიმართ ცალსახაა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერამ ოპოზიციას პრობლემები შეუმცირა, შესაძლოა, გაუზარდა კიდეც. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომელიც საბოლოოდ გამოაჩენს, რომელი ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გადალახონ და გააგრძელონ პოლიტიკური არსებობა. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გამოწვევაც არის ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის და შეიძლება მათი პოლიტიკური არსებობის დასასრულადაც ჩაითვალოს. ადგილობრივი არჩევნები იქნება ტესტი - ვინ გადარჩება პოლიტიკურად და ვინ გააგრძელებს არსებობას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"