პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს
"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აშშ-ის მხრი­დან და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბია აღ­წე­რი­ლი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში მყო­ფი ამე­რი­კუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბის თა­ნა­ბარ­ზო­მი­ე­რად გა­ა­ძე­ვე­ბენ, სა­უ­ბა­რია 10 დიპ­ლო­მატ­ზე. ასე­ვე მოს­კო­ვი უპა­სუ­ხებს პო­ლო­ნეთს და ქვეყ­ნი­დან 5 პო­ლო­ნელ დიპ­ლო­მატ­საც გა­ა­ძე­ვებს. შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რუ­სეთ­ში, დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებ­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბე­ბით ული­მი­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბის პრაქ­ტი­კა. მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ვი­ზე­ბის გა­ცე­მა მი­ნი­მუ­მამ­დე- წე­ლი­წად­ში 10 ადა­მი­ა­ნამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. მი­ი­ღე­ბა ზო­მე­ბი, რომ მთლი­ა­ნად დას­რულ­დეს აშშ-ს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი სფე­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ქი­რა­ვე­ბის პრაქ­ტი­კა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან. რუ­სეთ­ში შე­წყდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სხვა ამე­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ მყო­ფი ამე­რი­კუ­ლი ფონ­დე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

"ეს ნა­ბი­ჯე­ბი მხო­ლოდ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ნა­წი­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ამე­რი­კუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბებ­ში ახა­ლი სას­ჯე­ლის შე­მო­ღე­ბის მუ­ქა­რა ცხად­ყოფს, რომ ვა­შინგტონს არ სურს ჩვე­ნი მოს­მე­ნა და არ აფა­სებს იმ თავ­შე­კა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ გა­მო­ვი­ჩი­ნეთ, მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­აქ­ტი­ურ­და ჯერ კი­დევ ბა­რაქ ობა­მას პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა რვა მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და მო­ხე­ლის სა­ხე­ლი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ან­ტი­რუ­სუ­ლი კურ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. მათ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით აეკ­რძა­ლე­ბათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შეს­ვლა.

„ეს არის სარ­კი­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხი რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ სან­ქცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც აშშ-მა გა­სულ თვე­ში შე­ი­ტა­ნა „შავ სი­ა­ში“. ახლა დროა შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნოს წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი კურ­სის შეც­ვლით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ისე­თი მტკივ­ნე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ამე­რი­კუ­ლი მხა­რის­თვის, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ბრძა­ნე­ბა რუ­სეთ­ში აშშ-ს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 300 ადა­მი­ა­ნამ­დე შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. გვსურს თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცია“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამრიგად
0

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

goga
54

ეუჰ, რა ეშველებათ ახლა იმ 10 დიპლომატს რუსეთიდან რომ გააძევეს. ან იმ 10 რუს დიპლომატს ამერიკიდან რომ გააძევეს. კიდევ თამაშით ერთობიან და წირავენ ჩვენნაირ ქვეყნებს ამ თამაშებში. 

ავტორი:

"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს

"...განხორციელდება მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკისთვის, ეს ჩვენი არჩევანი არ არის" - რას პასუხობს რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სანქციებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხო ზომებია აღწერილი.

განცხადების თანახმად, რუსეთში მყოფი ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს ამერიკის სანქციების თანაბარზომიერად გააძევებენ, საუბარია 10 დიპლომატზე. ასევე მოსკოვი უპასუხებს პოლონეთს და ქვეყნიდან 5 პოლონელ დიპლომატსაც გააძევებს. შეიზღუდება სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების რუსეთში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი მივლინებებით ულიმიტო მოგზაურობის პრაქტიკა. მათთვის შესაბამისი ვიზების გაცემა მინიმუმამდე- წელიწადში 10 ადამიანამდე შემცირდება. მიიღება ზომები, რომ მთლიანად დასრულდეს აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადმინისტრაციული და ტექნიკური სფეროს თანამშრომლების დაქირავების პრაქტიკა რუსეთის ფედერაციისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებიდან. რუსეთში შეწყდება სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლის ქვეშ მყოფი ამერიკული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.

"ეს ნაბიჯები მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ნაწილია. სამწუხაროდ, ამერიკული მხარის განცხადებებში ახალი სასჯელის შემოღების მუქარა ცხადყოფს, რომ ვაშინგტონს არ სურს ჩვენი მოსმენა და არ აფასებს იმ თავშეკავებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ, მიუხედავად მაღალი დაძაბულობისა, რომელიც მიზანმიმართულად გააქტიურდა ჯერ კიდევ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროიდან“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე მალე გამოქვეყნდება რვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის და მოხელის სახელი, რომლებიც მონაწილეობენ ანტირუსული კურსის შემუშავებასა და განხორციელებაში. მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა.

„ეს არის სარკისებული პასუხი რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციებზე, რომლებიც აშშ-მა გასულ თვეში შეიტანა „შავ სიაში“. ახლა დროა შეერთებულმა შტატებმა გამოიჩინოს წინდახედულობა კონფრონტაციული კურსის შეცვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხორციელდება ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები ამერიკული მხარისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ბრძანება რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა რაოდენობის 300 ადამიანამდე შემცირების შესახებ. ეს ყველაფერი ჩვენი არჩევანი არ არის. გვსურს თავიდან ავიცილოთ შეერთებულ შტატებთან შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.