პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად
ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

საყ­ვა­რე­ლი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის თან­ხლე­ბით ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ. ზო­გის­თვის ეს პი­ა­რის ნა­წი­ლია - ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, ბევ­რი მო­წო­ნე­ბით, გა­ზი­ა­რე­ბი­თა და კო­მენ­ტა­რით სარ­გებ­ლობს.

ცხა­დია, ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მსგავს სუ­რა­თებს ყო­ველ­გვა­რი ქვე­ტექ­სტე­ბის გა­რე­შე აქ­ვეყ­ნე­ბენ.

გა­დავ­ხე­დოთ სხვა­დას­ხვა დროს გა­და­ღე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს.

კახა კა­ლა­ძე

დე­და­ქა­ლა­ქის მერი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ. ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გორ მი­იყ­ვა­ნა კა­ლა­ძემ ლეკ­ვი ტი­ფა­ნი მე­რი­ა­ში და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­საც კი მერ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კა­ლა­ძის და ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ფოტო მო­ი­პო­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, დე­და­ქა­ლა­ქის მერს სახ­ლში 5 ძაღ­ლი ჰყავს.

გი­ორ­გი გა­ხა­რია

ექ­სპერ­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყო­ველ­თვის პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სა­მუ­შაო გა­რე­მო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთ-ერთ ასეთ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ეფე­რე­ბა გა­ხა­რია თა­ვის ოთხფე­ხა მე­გო­ბარს.

გარ­და ამი­სა, პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო კად­რე­ბი ლი­სის ტბი­დან, სა­დაც პრე­მი­ე­რის ყუ­რა­დღე­ბა ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის ძაღ­ლმა მი­ი­პყრო. გა­ხა­რია შე­ჩერ­და და ძაღლს მი­ე­ფე­რა. გა­ხა­რია და ძაღ­ლი იმ დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი იყ­ვნენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზა­ტად მყოფ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს წმინ­და კავ­კა­სი­უ­რი ჯი­შის მე­ცხვა­რე ძაღ­ლი აჩუ­ქა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი

2014 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ თეთ­რი ცხე­ნი აჩუ­ქა. სწო­რედ ამ ცხენ­თან ერ­თად ხე­დავთ ფო­ტო­ზე ღა­რი­ბაშ­ვილს.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ის ხში­რად აღუ­ბეჭ­დავთ, თუ რო­გორ ასე­ირ­ნებს საყ­ვა­რელ ოთხფე­ხა მე­გო­ბარს. მის ძაღლს გომ­ბო­რა ჰქვია, რად­გა­ნაც პრე­ზი­დენ­ტმა ის გომ­ბო­რის გზა­ზე იპო­ვა და შინ წა­იყ­ვა­ნა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ირ­ჩე­ვა ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილს ხში­რად ქუ­ჩი­დან მიჰ­ყავს ძაღ­ლე­ბი დუ­შეთ­ში. ერთ-ერთი ასე­თი ფაქ­ტის შემ­სწრე AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტიც გახ­და. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ქუ­ჩი­დან ძაღ­ლი ჯერ ვე­ტე­რი­ნარ­თან წა­იყ­ვა­ნა, სტე­რი­ლი­ზა­ცია გა­უ­კე­თა, შემ­დეგ კი, კვლავ ქუ­ჩა­ში გა­საშ­ვე­ბად შე­ე­ცო­და და სახ­ლში წა­იყ­ვა­ნა.

გარ­და ამი­სა, მარ­გვე­ლაშ­ვილს სახ­ლში შვე­ლიც ჰყავ­და. 2015 წელს, მა­შინ­დელ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ, მაკა ჩი­ჩუ­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, თუ რო­გორ ზრუ­ნავ­და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შვლის ნუკრზე. ნუკ­რი ტყე­ში იპო­ვეს და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და მაკა ჩი­ჩუ­ას პა­ტა­რა შვილს, თე­მოს მი­უყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც ოჯა­ხი მას­ზე ზრუ­ნავ­და.

ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლიც გვი­ნა­ხავს. 2014 წელს თურ­ქმე­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს მის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ცხე­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნას და­ეს­წრო და მხედ­რის ამ­პლუ­ა­ში თა­ვა­დაც მო­სინ­ჯა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია

2014 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ფოტო, რო­მელ­ზეც ჩან­და, თუ რო­გორ სე­ირ­ნობ­დნენ ცხე­ნე­ბით თავ­დაც­ვის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია და მისი მე­უღ­ლე, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ეს კი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია მთის კუ­რორტზე ძაღ­ლთან ერ­თად.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე

ამ ფო­ტო­ზე ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ "ლე­ლოს“ ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ხე­დავთ. ხა­ზა­რა­ძეს ცხე­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს. "ცხე­ნი ბა­ბუ­ა­ჩემ­მა, კა­ვა­ლე­რის­ტმა ჟაკო ხუნ­და­ძემ შე­მაყ­ვა­რა. ათი წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად წა­მიყ­ვა­ნა იპოდ­რომ­ზე და ცხენ­ზე დამ­სვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რჯერ გად­მო­ვუგ­დი­ვარ, მხედ­რო­ბა იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და, რომ დღემ­დე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. მიყ­ვარს დინ­ჯი ცხე­ნე­ბი, მხე­დარს რომ გრძნო­ბენ“, - ამ­ბობ­და ხა­ზა­რა­ძე წლე­ბის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გიგი უგუ­ლა­ვა

ეს კი დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ახა­ლი ფო­ტოა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზესტაფდონი
6

დობერმანი ყველას ჯობია..

რობერტი
79

ძაღლს საოცარი უნარი აქვს ადამიანების ცნობის, ყოველთვის ცნობს კეთილ და ბოროტ ადამიანს, აი სააკაშვილის ფოტოზე ძაღლის გამომეტყველებას დააკვირდით, აშკარად ეტყობა რომ არ უნდა ამ არსებასთან ერთად ყოფნა და თავს არიდებს, ეს კიდევ იღრიჭება და პოზირებს კამერებისთვის იქნებ კარგ ტიპად გამოვჩნდე ძაღლთან ერთად თუ მექნება ფოტოო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

ცხენები, ძაღლები, კატები და შვლის ნუკრი - პოლიტიკოსების ფოტოები საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

საყვარელი ოთხფეხა მეგობრების თანხლებით ფოტოების გადაღება პოლიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ. ზოგისთვის ეს პიარის ნაწილია - ცხოველებთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში უფრო პოპულარული ხდება, ბევრი მოწონებით, გაზიარებითა და კომენტარით სარგებლობს.

ცხადია, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა პოლიტიკოსები მსგავს სურათებს ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე აქვეყნებენ.

გადავხედოთ სხვადასხვა დროს გადაღებულ პოლიტიკოსებისა და ცხოველების ერთობლივ ფოტოებს.

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ძაღლების მიმართ. ყველას გვახსოვს, როგორ მიიყვანა კალაძემ ლეკვი ტიფანი მერიაში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ოფიციალურ შეხვედრებსაც კი მერთან ერთად ესწრებოდა. სოციალურ ქსელში კალაძის და ოთხფეხა მეგობრების თბილი ურთიერთობის ამსახველი არაერთი ფოტო მოიპოვება. გარდა ამისა, დედაქალაქის მერს სახლში 5 ძაღლი ჰყავს.

გიორგი გახარია

ექსპერმიერ გიორგი გახარიას ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ის ფოტოები, რომლებიც არასამუშაო გარემოშია გადაღებული. ერთ-ერთ ასეთ ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ ეფერება გახარია თავის ოთხფეხა მეგობარს.

გარდა ამისა, პოპულარული იყო კადრები ლისის ტბიდან, სადაც პრემიერის ყურადღება ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლმა მიიპყრო. გახარია შეჩერდა და ძაღლს მიეფერა. გახარია და ძაღლი იმ დღეს სოციალური ქსელის მთავარი გმირები იყვნენ.

პრემიერ-მინისტრობის დროს გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატად მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა.

ირაკლი ღარიბაშვილი

2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქმა ილია მეორემ თეთრი ცხენი აჩუქა. სწორედ ამ ცხენთან ერთად ხედავთ ფოტოზე ღარიბაშვილს.

სალომე ზურაბიშვილი

ძაღლები ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ხშირად აღუბეჭდავთ, თუ როგორ ასეირნებს საყვარელ ოთხფეხა მეგობარს. მის ძაღლს გომბორა ჰქვია, რადგანაც პრეზიდენტმა ის გომბორის გზაზე იპოვა და შინ წაიყვანა.

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოირჩევა ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით. ცნობილი ფაქტია, რომ მარგველაშვილს ხშირად ქუჩიდან მიჰყავს ძაღლები დუშეთში. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შემსწრე AMBEBI.GE-ს ჟურნალისტიც გახდა. მარგველაშვილმა ქუჩიდან ძაღლი ჯერ ვეტერინართან წაიყვანა, სტერილიზაცია გაუკეთა, შემდეგ კი, კვლავ ქუჩაში გასაშვებად შეეცოდა და სახლში წაიყვანა.

გარდა ამისა, მარგველაშვილს სახლში შველიც ჰყავდა. 2015 წელს, მაშინდელმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორ ზრუნავდა მარგველაშვილი შვლის ნუკრზე. ნუკრი ტყეში იპოვეს და გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პატარა შვილს, თემოს მიუყვანეს, რის შემდეგაც ოჯახი მასზე ზრუნავდა.

ამასთანავე, ექსპრეზიდენტი ცხენზე ამხედრებულიც გვინახავს. 2014 წელს თურქმენეთში ვიზიტის დროს მის პატივსაცემად გამართულ ცხენების წარმოდგენას დაესწრო და მხედრის ამპლუაში თავადაც მოსინჯა შესაძლებლობები.

ირაკლი ალასანია

2014 წელს სოციალურ ქსელში პოპულარული იყო ფოტო, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ სეირნობდნენ ცხენებით თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე.

მიხეილ სააკაშვილი

ეს კი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მთის კურორტზე ძაღლთან ერთად.

მამუკა ხაზარაძე

ამ ფოტოზე ცხენზე ამხედრებულ "ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ხედავთ. ხაზარაძეს ცხენები განსაკუთრებით უყვარს. "ცხენი ბაბუაჩემმა, კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ შემაყვარა. ათი წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს დინჯი ცხენები, მხედარს რომ გრძნობენ“, - ამბობდა ხაზარაძე წლების წინ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გიგი უგულავა

ეს კი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ახალი ფოტოა.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ