მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?
"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ნინო წი­ლო­სა­ნი სლო­და­რო­ბას უცხა­დებს ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მე­ურ­ლის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა.

ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტა­ტი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია ჯერ ისევ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.. ხში­რად გვეს­მის მო­ძა­ლა­დის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ფრა­ზე­ბი: "ცოლ-ქმარს შო­რის ჩხუ­ბი არა­ფე­რია” ან “კაცს აბ­რა­ლე­ბენ”.

ქა­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და გან­სჯის მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა კვლავ რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად.. ხში­რად იმის ნაც­ვლად, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­როს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქალს, ცდი­ლობს მის გა­ჩუ­მე­ბას და არ ერი­დე­ბა მსხვერ­პლის მი­მართ უსა­ფუძ­ვლო კრი­ტი­კას.

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გახ­ში­რე­ბის ფონ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ისე­თი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამარ­თლებს და იცავს მო­ძა­ლა­დეს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­ხა­რია, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გენ­დერუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რეა და ვუზ­რუნ­ველ­ვყოფთ მსხვერ­პლის სა­მარ­თლებ­რივ დაც­ვას.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს,რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მძი­მეა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტვირ­თი, რო­მე­ლიც და­მა­ტე­ბით სიმ­ძი­მედ ევ­ლი­ნე­ბათ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს და მათ გა­ჩუ­მე­ბის­კენ უბიძ­გებს.

მსურს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო და გა­ვამ­ხნე­ვო ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, ასე­ვე მას­თან ერ­თად ყვე­ლა ის ქალი, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც გა­ნუც­დია ფი­ზი­კუ­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა. სა­მა­გა­ლი­თოა ნი­ნუ­ცას გამ­ბე­და­ო­ბა, ესა­უბ­რა ამ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე,რად­გან ყო­ველ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ას ეწყო­ბა ხელი" - წერს წი­ლო­სა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიუჯერსში გადახვეწილ ეკოს!
0

მართლააა?? კაი ეხლა, არ გინდა რადიკალიზმი! რა დროს პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებაა?? თქვენი "ამომრჩეველი" ამას ვერ გაგიგებს:)))

ნანა
20

სულაც არ არის სამაგალით 5000 ლარის სანაცვლოდ ამის თქმა, სამარცხვინოა ასეთი დეპუტატი რომ გვყავს, ფეხის ხმას აყოლილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სლოდარობას უცხადებს ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი მეურლის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საჯაროდ ისაუბრა.

ამის შესახებ დეპუტატი "ფეისბუქზე" წერს.

"სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების რეაქცია ჯერ ისევ არაერთგვაროვანია.. ხშირად გვესმის მოძალადის გამამართლებელი სტერეოტიპული ფრაზები: "ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი არაფერია” ან “კაცს აბრალებენ”.

ქალის დადანაშაულებისა და განსჯის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად.. ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს. ამ მოცემულობის პარალელურად მიხარია, რომ კანონმდებლობა გენდერულად მგრძნობიარეა და ვუზრუნველვყოფთ მსხვერპლის სამართლებრივ დაცვას.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ ამის მიუხედავად, მძიმეა საზოგადოებრივი ტვირთი, რომელიც დამატებით სიმძიმედ ევლინებათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათ გაჩუმებისკენ უბიძგებს.

მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე,რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი" - წერს წილოსანი.

"აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ჩვენი თანამემამულე, ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, მაგრამ..." - რა ახალ ინფორმაციას ჰყვება ლაშა ჟვანია ისრაელიდან?

"წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია" - ილია მეორე

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ" - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია (ფოტოები)