პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს
"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

ბესო ზან­გუ­რი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ნეტ­გა­ზეთ­თან" კო­მენ­ტარს აკე­თებს. მსა­ხი­ო­ბი აცხა­დებს, რომ მისი ყო­ფი­ლი ცოლი სიც­რუ­ეს ამ­ბობს და ძა­ლა­დო­ბას მათ ოჯახ­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ბესო ზან­გუ­რი ფი­ნან­სურ ინ­ტე­რესს უკავ­ში­რებს, რად­გან გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტი სწო­რედ ასე­თია - "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" წე­სე­ბის თა­ნახ­მად, სა­დაც მა­ყაშ­ვილ­მა ზან­გურ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა, რეს­პონ­დენ­ტი კონ­ვერტს ხსნის, რო­მე­ლიც პი­რა­დი ში­ნა­არ­სის კი­თხვას შე­ი­ცავს. თუ ის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას გა­და­წყვეტს, ამის­თვის გარ­კვე­ულ თან­ხას მი­ი­ღებს. თუმ­ცა ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მის და­სა­ყი­წ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხზე არა თან­ხის, არა­მედ იმის გამო სურს სა­უ­ბა­რი, რომ თა­ვის დრო­ზე ამ ამ­ბავს ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა და ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა მის მი­მართ.

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში იჭყლი­ტე­ბა ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლია. რომ გა­დავ­ხე­დოთ ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტმსა და წესს, თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი მამა ვარ და მე­უღ­ლე. რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ვავ­ლენ­დი სხვა­გა­ნაც ამ მო­ძა­ლა­დე სა­ხეს [რომ ვიყო]", - გა­ნუ­ცხა­და "ნეტ­გა­ზეთს" ბესო ზან­გურ­მა და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ სა­უბ­რობ­და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ამ სა­კი­თხზე მა­ნამ­დე. მი­სი­ვე თქმით, თუ მის შვი­ლებ­ზე ამ­გვა­რი "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გაგ­რძელ­და", არ გა­მო­რი­ცხავს, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს სარ­ჩე­ლით.

ამას­თან, ბესო ზან­გუ­რის თქმით, ძა­ლა­დო­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია:

ასევე დაგაინტერესებთ
09:14 / 13-04-2021

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა

14:30 / 13-04-2021

"რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას" - რა განცხადება ვრცელდება ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

16:45 / 13-04-2021

"დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი... უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა" - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

19:41 / 13-04-2021

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

13:20 / 14-04-2021

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული

18:09 / 14-04-2021

"ნინუცა, ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ... უმძიმესი რაღაც აქვს გამოვლილი, შოკში ვარ გუშინდელი პოსტების შემდეგ" - რუსკა მაყაშვილი სტურუას და თეატრის პოზიციას ეხმაურება

22:58 / 14-04-2021

"ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს!" - ქეთი დოლიძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"ვე­მიჯ­ნე­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რად ძა­ლა­დო­ბას და ვე­მიჯ­ნე­ბო­დი ყო­ველ­თვის. ეს ისე­თი ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლია, რო­მელ­საც 5000 ლარ­ზეც კი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ამ­ბობ­დეს", - მსა­ხი­ო­ბის ამ კო­მენ­ტარს "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

ის, ასე­ვე, სიც­რუ­ეს უწო­დებს ყო­ფი­ლი ცო­ლის ბრალ­დე­ბას, რომ მას ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც სცემ­და.

ხოლო კი­თხვა­ზე, რა გახ­და გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი, მსა­ხი­ო­ბი პა­სუ­ხობს: "არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, აი ასე მოხ­და…"

გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლა­დო­ბა იყო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბესო ზან­გუ­რი მას ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბო­და და ამ ყვე­ლა­ფერს თავი გაქ­ცე­ვით და­აღ­წია.

"რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­დე­საც ამ­დე­ნი ხანი ჩუ­მად ხარ. ისე­დაც ამ­დე­ნი დო­ზით არის ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ერთ-ერთი გავ­ხდე­ბო­დი, ვი­საც ასე­თი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევ­და. თუმ­ცა არც ისე­თი ვარ­დის­ფე­რი სამ­ყა­რო იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გო­რიც მე­გო­ნა. პირ­ვე­ლად რა მი­ზე­ზით აღ­მარ­თა ხელი, ეს არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, ძა­ლი­ან შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წინ და მე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად... მცე­მა ძა­ლი­ან. ამ ყვე­ლა­ფერს მოს­დევ­და კო­რი­ან­ტე­ლი ბო­დი­შე­ბის და სა­ჩუქ­რე­ბის, რო­მე­ლიც მე აღარ მჭირ­დე­ბო­და.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ის, რომ ჭა­მის შემ­დეგ თეფ­ში და ჩან­გა­ლი თა­ვის დრო­ზე არ გა­მე­რე­ცხა, ან შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბი­სას მო­წყე­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ან თუნ­დაც მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო, ქუ­ჩა­ში უბ­რა­ლოდ და­ნა­ხუ­ლი ბიჭი.

მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი აქვს და ამის კომ­პენ­სი­რე­ბას ცდი­ლობ­და ჩემ­თან, მარ­ტი­ვია სუს­ტი და­ჩაგ­რო. მე მა­შინ სუს­ტი ვი­ყა­ვი. რა­ტომ ვპა­ტი­ობ­დი? ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, იყო მუ­ქა­რე­ბი. ვერც ოჯა­ხის წევ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი. ყვე­ლა ელო­დე­ბო­და ჩემ­გან, რომ ვი­ტყო­დი, მიშ­ვე­ლეთ-თქო, მაგ­რამ მე ვერ ვამ­ბობ­დი. ბო­ლოს იყო, რომ ვთქვი, მიშ­ვე­ლე­თო.

ბოლო წვე­თი იყო, რო­დე­საც გას­ტრო­ლებ­ზე იყო, ღა­მის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­და, ბე­ბი­ას­თან ვი­ყა­ვი ბავ­შვთან ერ­თად, ვთხო­ვე, რომ იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უარი თქვა. წა­ვე­დით სახ­ლში და რომ და­ი­წყო ღა­მის 4 სა­ათ­ზე, არ გა­ჩერ­და დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შე­მეძ­ლო, იყო, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხე­ლი მეთ­ქვა, რო­მე­ლიც გვერ­დზე ოთახ­ში ღნა­ო­და. მე ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვი უნდა წა­მეყ­ვა­ნა იქი­დან".

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესოს
42

არაკაცი რომ იყავი ყოველთვის ცნობილი იყო.. უკეთეს კომენტარს შენგან არავინ ელოდა

!!!
29

ტყუის სტურუას ლეკვი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს

ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით "ნეტგაზეთთან" კომენტარს აკეთებს. მსახიობი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი სიცრუეს ამბობს და ძალადობას მათ ოჯახში ადგილი არ ჰქონია.

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ბესო ზანგური ფინანსურ ინტერესს უკავშირებს, რადგან გადაცემის ფორმატი სწორედ ასეთია - "ფარული კონვერტის" წესების თანახმად, სადაც მაყაშვილმა ზანგურთან თანაცხოვრების დეტალებზე ისაუბრა, რესპონდენტი კონვერტს ხსნის, რომელიც პირადი შინაარსის კითხვას შეიცავს. თუ ის კითხვაზე პასუხის გაცემას გადაწყვეტს, ამისთვის გარკვეულ თანხას მიიღებს. თუმცა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემის დასაყიწში განაცხადა, რომ ამ საკითხზე არა თანხის, არამედ იმის გამო სურს საუბარი, რომ თავის დროზე ამ ამბავს ბევრი მითქმა-მოთქმა და ნეგატიური რეაქცია მოჰყვა მის მიმართ.

"ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რიტმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს [რომ ვიყო]", - განუცხადა "ნეტგაზეთს" ბესო ზანგურმა და ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობდა მისი ყოფილი მეუღლე ამ საკითხზე მანამდე. მისივე თქმით, თუ მის შვილებზე ამგვარი "ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა", არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით.

ამასთან, ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია:

"ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს", - მსახიობის ამ კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ის, ასევე, სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

ხოლო კითხვაზე, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს: "არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…"

გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.

"რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ისედაც ამდენი დოზით არის ქალზე ძალადობა. არასდროს მიფიქრია, რომ ერთ-ერთი გავხდებოდი, ვისაც ასეთი ცხოვრება მოუწევდა. თუმცა არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორიც მეგონა. პირველად რა მიზეზით აღმართა ხელი, ეს არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ძალიან შოკირებული ვიყავი. მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად... მცემა ძალიან. ამ ყველაფერს მოსდევდა კორიანტელი ბოდიშების და საჩუქრების, რომელიც მე აღარ მჭირდებოდა.

მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი.

მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან".

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, გიაზე ზრუნვა არასდროს შემიწყვეტია" - რას ყვება თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლესთან დაშორებასა და შერიგებაზე?

ფოტოები საცურაო კოსტიუმში და განტვირთვა "იდუმალ მამაკაცთან" ერთად - როგორ აღნიშნა მაია ასათიანმა დაბადების დღე

სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს  - პატარა გოგონა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია