პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მას არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან" - "ნამახვანჰესის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს
"თუ მას არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან" - "ნამახვანჰესის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს

თუ ვარ­ლამს არ აქვს ჩემ­თან კი­თხვე­ბი, მე მაქვს მას­თან, - „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მე­რაბ ლო­მი­ნა­ძე ვარ­ლამ გო­ლე­თი­ანს სა­ჯა­როდ დი­ა­ლოგ­ზე იწ­ვევს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნია „ენ­კა­დან“ აც­ნო­ბეს.

რო­გორც ლო­მი­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, თუ მათ დღის წეს­რიგ­შია პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რის შე­მო­ტა­ნა ამ პრო­ცე­სებ­ში, მა­შინ ვე­რა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ.

„თუ ეს არის კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა გა­რე­მოს დაც­ვას, სე­ის­მო­ლო­გი­ას, სო­ცი­ა­ლურ პა­კეტს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, რომ ეს არის კი­თხვე­ბი ჩვენ­თან და არა სა­ხელ­მწი­ფოს­თან, მაგ­რამ თუ მათ დღის წეს­რიგ­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რის შე­მო­ტა­ნა ამ პრო­ცე­სებ­ში, მა­შინ ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­ზამთ. ეს ხსნის იმ გა­რე­მო­ე­ბას, თუ რა­ტომ არ უნდა ვარ­ლამ­სა და მის გა­რე­მოც­ვას დაგ­ვისხნ­დნენ ჩვენ და გა­ვი­ა­როთ ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ.

„ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რის თქმით, ამ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშნ­ვე­ლო­ბა აქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და დი­ა­ლოგს.

„კა­მა­თი შობს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მე ვარ­ლამ­სა და მის სა­მე­გობ­როს მო­ვუ­წო­დებ, რომ ჩვენ შევ­ხვდეთ, დავ­სხდეთ, გნე­ბავთ კა­მე­რე­ბით, გნე­ბავთ კა­მე­რე­ბის გა­რე­შე. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­მა უარი თქვას სა­კუ­თა­რი სი­ტყვი­სა და აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა­ზე, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის პრო­ტესტს წყვეტს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მხა­რე­ე­ბის მოს­მე­ნა. აქვე ვი­ტყვი, თუ ვარ­ლამს არ აქვს ჩემ­თან კი­თხვე­ბი, მე მაქვს მას­თან კი­თხვე­ბი და რო­გორც ერთ-ერ­თმა რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ამი­სათ­ვის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო“, - აცხა­დებს მე­რაბ ლო­მი­ნა­ძე.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მე­რაბ ლო­მი­ნა­ძემ „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა დი­ა­ლო­გის სურ­ვი­ლი, რა­ზეც ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ მას კი­თხვე­ბი არა კომ­პა­ნი­ას­თან, არა­მედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან აქვს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
2

დოქსოპული დიდ გულზეა?

gabo
41

გაიძახიან მშვიდობიანი აქციები გვაქვსო და გზის გადაკეტვა მშვიდობიანია? ან სამუშაო პროცეზე ხელის შეშლა მშვიდობიანია? მიტინგებით და გადაკეტვებით გვინდა ქვეყნის შენება? იცით რომ აზერბაიჯანში,პირველი ნავთობის წარმოება, მამა ალიევის დროს, ინგლისემა ინვესტორებმა დაიწყეს? ისინი ხალიჩებს უფენდნენ ინვესტორებს და თავს ევლებოდნენ. ჩვენ პირიქით, ვაგინებთ და ხელს ვუშლით. იცით რომ ამ ჰესზე 300 ქართველის დასაქმებაა დაგემილი? იცით ეს თვეში რამდენი ლარია მინიმუმ?(მარტო ხელფასი) რომელიც აქ დაიხარჯება / ნახევარი მილიონი ლარი თავის საშემოსავლოთი! ასე რომ ცოტა დავფიქრდეთ და ქვეყანას ნუ ვექაჩაბით 90 იან წლებში! გვეყო რაც ვიხელკეტეთ და ერთმანეთი ვჭამეთ,დროა რაღაც ვისწავლოთ გავლილი წლებიდან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თუ მას არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან" - "ნამახვანჰესის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს

"თუ მას არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან" - "ნამახვანჰესის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს

თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან, - „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯაროდ დიალოგზე იწვევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკადან“ აცნობეს.

როგორც ლომინაძე აღნიშნავს, თუ მათ დღის წესრიგშია პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ვერაფერს მოიმოქმედებენ.

„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან, მაგრამ თუ მათ დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამსა და მის გარემოცვას დაგვისხნდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

„ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორის თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს კომუნიკაციასა და დიალოგს.

„კამათი შობს ჭეშმარიტებას, მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროტესტს წყვეტს, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია, მხარეების მოსმენა. აქვე ვიტყვი, თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან კითხვები და როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ დიდი სურვილი მაქვს, რომ ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერაბ ლომინაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ გამოთქვა დიალოგის სურვილი, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა, რომ მას კითხვები არა კომპანიასთან, არამედ პრემიერ-მინისტრთან აქვს.

ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები - მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა

მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ეთერ ხაზარაძემ  ,,ლოტო 6/42-ში’’  282 402 ლარი მოიგო!