მოზაიკა
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?
ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 18 წლის გო­გოს ეძე­ბენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გარ­და, ნარ­მინ ისა­ი­ე­ვას საქმროც ეძებს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა 6 თვეა და­ნიშ­ნუ­ლია და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. უფრო მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ყიდ­ლებ­ზე იყ­ვნენ, მზით­ვიც იყი­დეს და ქორ­წი­ლი და­გეგ­მეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ნარ­მინ ისა­ი­ე­ვას მუს­ლი­მუ­რი წე­სით და­ნიშ­ნულ მა­მა­კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა არ სურ­და, რის გა­მოც სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მცხოვ­რებ ბიჭს გაყ­ვა, რო­მელ­თა­ნაც სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და.

წას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი დე­ი­დას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც წე­რია, რომ იმ ბიჭს გაყ­ვა, ვინც უყ­ვარ­და და ოჯახს ამის გამო ბო­დიშს უხ­დის.

ამ ვერ­სი­ას არ იზი­ა­რებს ოჯა­ხი, ისი­ნი სხვა ბიჭ­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­თხო­ვე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და ში­შო­ბენ, რომ მათი შვი­ლი იძუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

"ამ­დე­ნი ხა­ნია ჩვე­ნი გოგო და­ნიშ­ნუ­ლია. ამ­ბობ­და მიყ­ვარს ეგ ბი­ჭიო. ერ­თად და­დი­ოდ­ნენ ყველ­გან. ნიშ­ნო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. სა­ყიდ­ლებ­ზეც სულ ერ­თად იყ­ვნენ. გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა­ზე გა­თხო­ვი­ლი­ყო, ეს არის ტყუ­ი­ლი. ალ­ბათ ვინ­მემ მო­ი­ტა­ცა. მე­სი­ჯიც ვფიქ­რობ, ძა­ლად და­ა­წე­რი­ნეს. თუ გა­თხოვ­და, მო­ვი­დეს და გაგ­ვაც­ნოს ის ბიჭი.

პო­ლი­ცი­ა­მაც იცის. ვი­თხოვ პო­ლი­ცი­ამ მოგ­ვხე­დოს, იქ­ნებ მოკ­ლეს, იქ­ნებ გა­ი­ტა­ცეს. დი­ლით საჭ­მე­ლად და­ვუ­ძა­ხეთ, - ხე­ლებს და­ვი­ბან და მო­ვა­ლო, იმის მერე გაქ­რა. ამ­ბო­ბენ მან­ქა­ნაც იდ­გაო, მაგ­რამ ასე რო­გორ გაქ­რე­ბოდ­ნენ", - აცხა­დე­ბენ და­კარ­გუ­ლი გო­გოს ოჯახ­ში.

ბიჭი რო­მელ­ზეც იყო გო­გო­ნა და­ნიშ­ნუ­ლი, თუ­რალ ჯა­ფა­რო­ვია. მის ოჯახ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მო­მა­ვა­ლი სარ­ძლოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე ვერ­სი­ე­ბი არ აქვთ, რად­გან გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი ნე­ბით მიყ­ვე­ბო­და მათ ბიჭს. თუმ­ცა დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გო­გო­ნას უკან მი­ღე­ბას აღარ აპი­რე­ბენ და სა­ჩუქ­რად მი­ტა­ნი­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეგრელი
6

 ეხლა იძახეთ 21 საუკუნეაო

 ხო დაამშვენებდა ეს ისტორია შუა საუკუნეების მონათზრობებს )))

ნიკოოო
1

დეიდამ რა მიწერა ვერ გადავთარგმნე გუგლით? ჟიზნ ვორამ წავიკითხე და დეიდამისი ქურდია?

ავტორი:

ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?

ერთი ვერსიით, გოგონას დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა - რას ამბობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ 18 წლის გოგონაზე ახლობლები?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 18 წლის გოგოს ეძებენ. ოჯახის წევრების გარდა, ნარმინ ისაიევას საქმროც ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა 6 თვეა დანიშნულია და ქორწილისთვის ემზადებოდა. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ საყიდლებზე იყვნენ, მზითვიც იყიდეს და ქორწილი დაგეგმეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნარმინ ისაიევას მუსლიმური წესით დანიშნულ მამაკაცზე გათხოვება არ სურდა, რის გამოც სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიჭს გაყვა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

წასვლიდან რამდენიმე წუთში კი დეიდას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ იმ ბიჭს გაყვა, ვინც უყვარდა და ოჯახს ამის გამო ბოდიშს უხდის.

ამ ვერსიას არ იზიარებს ოჯახი, ისინი სხვა ბიჭზე საკუთარი ნებით გათხოვებას გამორიცხავენ და შიშობენ, რომ მათი შვილი იძულებით წაიყვანეს.

"ამდენი ხანია ჩვენი გოგო დანიშნულია. ამბობდა მიყვარს ეგ ბიჭიო. ერთად დადიოდნენ ყველგან. ნიშნობაში ბედნიერები იყვნენ. საყიდლებზეც სულ ერთად იყვნენ. გამორიცხულია სხვაზე გათხოვილიყო, ეს არის ტყუილი. ალბათ ვინმემ მოიტაცა. მესიჯიც ვფიქრობ, ძალად დააწერინეს. თუ გათხოვდა, მოვიდეს და გაგვაცნოს ის ბიჭი.

პოლიციამაც იცის. ვითხოვ პოლიციამ მოგვხედოს, იქნებ მოკლეს, იქნებ გაიტაცეს. დილით საჭმელად დავუძახეთ, - ხელებს დავიბან და მოვალო, იმის მერე გაქრა. ამბობენ მანქანაც იდგაო, მაგრამ ასე როგორ გაქრებოდნენ", - აცხადებენ დაკარგული გოგოს ოჯახში.

ბიჭი რომელზეც იყო გოგონა დანიშნული, თურალ ჯაფაროვია. მის ოჯახში ამბობენ, რომ მომავალი სარძლოს გაუჩინარებაზე ვერსიები არ აქვთ, რადგან გოგონა საკუთარი ნებით მიყვებოდა მათ ბიჭს. თუმცა დაბრუნების შემთხვევაში გოგონას უკან მიღებას აღარ აპირებენ და საჩუქრად მიტანილი ძვირფასეულობის დაბრუნებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

სოფელ ლამბალოდან დაკარგული 18 წლის გოგო პოლიციამ იპოვა - არსებული ინფორმაციით, მან უარი თქვა არასასურველ ნიშნობაზე და სხვას გაჰყვა ცოლად

"არარაობა მოსამართლე - თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა!" - გიგი უგულავა

რა წერია ბრალდებაში, რომელიც დავით კოდუას ოფიციალურად წარედგინა?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"