კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე
"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

ორ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ და შემ­დგომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ი­კე­ტე­ბა გზა - მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ დღეს არ მოხ­და შე­ტა­კე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან.

ის მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ნუ შე­იყ­ვანს პრო­ცესს ჩი­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

“ორ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლია, გა­ვა­ტა­რებთ. აქ ჩვენ მთე­ლი ღამე უნდა გა­ვა­ტა­როთ, აქ არი­ან ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, ამი­ტომ რომ არ მოხ­დეს რამე ინ­ცი­დენ­ტი შემ­თხვე­ვით, ამ ორ მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ და ისევ გა­და­ი­კე­ტე­ბა გზა. რად­გან ამ მან­ქა­ნებ­ზე ქვე­ბი აწყვია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რომ მერე რა­ღაც არ მოხ­დეს და სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ხდე­ბა ყო­ველ­თვის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ან არ გად­მო­ვარ­დეს რამე, ამ ორ მან­ქა­ნას გა­ვა­ტა­რებთ. ეს არ არის “ენ­კას” მან­ქა­ნე­ბი ეს არის კა­რი­ე­რი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ქვე­ბი, ანუ სხვა კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც გრა­ნი­ტის მო­პო­ვე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ო­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­და გზა გა­ეხ­სნათ და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

შე­გახ­სე­ნებთ, შსს-მ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სო­ფელ ნა­მახ­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რედ, რი­ო­ნის წყლის დონე სა­სიგ­ნა­ლო ნიშ­ნულს აღე­მა­ტე­ბა, რის გა­მოც მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ზო­ნი­დან კარ­ვე­ბის გა­ტა­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ.

იმე­რე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კარ­ვე­ბის აღე­ბა მეტ­ნაკ­ლე­ბად მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და. სო­ფელ ნა­მახ­ვან­თან აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შეს­თა­ვა­ზეს, რომ კარ­ვებს პო­ლი­ცია სო­ფელ გუ­მათ­თან ჩა­ი­ტანს.

ამას­თან, სო­ფელ ნა­მახ­ვან­თან, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში გან­ვთა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კარ­ვე­ბის დაშ­ლის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცეთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ად­გილ­ზე შეკ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

“სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აქ­ტი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბა რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ დრომ­დე ხე­ო­ბა­შია, მათ შო­რის იმ ად­გილ­ზეც იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა კარ­ვე­ბი და­შა­ლა და უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და მხა­რე­ებ­თან. კარ­ვე­ბის დაშ­ლის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის.

ქუ­თა­ი­სი­დან ნა­მოხ­ვა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა ერთი მხრი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა გა­და­კე­ტი­ლი აქვს პო­ლი­ცი­ას, ხოლო მე­ო­რე მხრი­დან, კარ­ვე­ბის აღე­ბის შემ­დეგ, პრო­ტეს­ტის მიზ­ნით გა­და­კე­ტეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ ნა­მოხ­ვან­ში შეკ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მას.

კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ჩა­რე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს:

და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცეთ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ად­გილ­ზე შეკ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხოლო თუ აღ­ნიშ­ნულ­ზე არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი უა­რის სა­ფუძ­ვე­ლი, აქ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­ყოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ად­გი­ლი სა­სურ­ველ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ლო­კა­ცი­ა­ზე, რომ­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც არსს არ და­უ­კარ­გავს მო­ქა­ლა­ქე­თა თავ­შეყ­რის მი­ზანს

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ ნა­მოხ­ვან­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბის გა­და­კეტვის მი­ზე­ზე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვო­ბის შე­სა­ხებ

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი აგ­რძე­ლებს ბოლო პე­რი­ოდ­ში და დღეს რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის და შე­საძ­ლო უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვე­ბის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას, რომ­ლის შე­დე­გებ­საც და­მა­ტე­ბით აც­ნო­ბებს მო­სახ­ლე­ო­ბას”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
41
არ შეიძლება წყნარად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში?! დავიღალეთ ამდენი ჯანჯღარით! ამოვიდა ეს თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულაცია!
რატი
41

უსარგებლო და ხალხის მტერმა სახალხო დამცველმა ახლა მაინც ივარგოს და ამ ხალხის ინტერესები დაიცვას.

ავტორი:

"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

"ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა" - ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე

ორ სატვირთო მანქანას გავატარებთ და შემდგომ ჩვეულებრივად გადაიკეტება გზა - მადლობა ღმერთს, რომ დღეს არ მოხდა შეტაკება სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის, - ამის შესახებ რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ნუ შეიყვანს პროცესს ჩიხურ მდგომარეობაში.

“ორ სატვირთო მანქანას, რომელიც დატვირთულია, გავატარებთ. აქ ჩვენ მთელი ღამე უნდა გავატაროთ, აქ არიან ქალები, ბავშვები, ამიტომ რომ არ მოხდეს რამე ინციდენტი შემთხვევით, ამ ორ მანქანას გავატარებთ და ისევ გადაიკეტება გზა. რადგან ამ მანქანებზე ქვები აწყვია უსაფრთხოების მიზნით, რომ მერე რაღაც არ მოხდეს და სპეკულაციები ხდება ყოველთვის ამასთან დაკავშირებით ან არ გადმოვარდეს რამე, ამ ორ მანქანას გავატარებთ. ეს არ არის “ენკას” მანქანები ეს არის კარიერიდან წამოღებული ქვები, ანუ სხვა კომპანიაა, რომელიც გრანიტის მოპოვებას ახორციელებს ხეობაში”, - განაცხადა გოლეთიანმა.

მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა გზა გაეხსნათ და ავტომობილები გაეტარებინათ.

შეგახსენებთ, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, კარვების აღება მეტნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა. სოფელ ნამახვანთან აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს, რომ კარვებს პოლიცია სოფელ გუმათთან ჩაიტანს.

ამასთან, სოფელ ნამახვანთან, რიონის ხეობაში განვთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა.

“სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს

საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?