კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა
საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

ასე­უ­ლო­ბით ყალ­ბი პრო­ფი­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს facebook გვერ­დზე მო­რი­გი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მარ­ტო აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500 ყალ­ბი, ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის "პრო­ფი­ლი" გა­მო­იკ­ვე­თა.

„და­ნა­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში დიდი ხა­ნია გა­მო­იკ­ვე­თა ოპო­ნენ­ტთა მე­ტად აშ­კა­რა და თვალ­ში­სა­ცე­მი მე­თო­დით - ე.წ. „ბო­ტე­ბი­თა“ და „ტრო­ლე­ბით“, ანუ არარ­სე­ბუ­ლი Facebook პრო­ფი­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ვფიქ­რობთ, ინ­ფორ­მა­ცი­ულ სამ­ყა­რო­ში ეს მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ხერ­ხია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­ის - ეკ­ლე­სი­ის მი­მართ მსგავ­სი ან­ტი­პი­ა­რი სულ მცი­რე უხერ­ხუ­ლი უნდა იყოს.

ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბით ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა (მო­წო­ნე­ბა, სი­ცი­ლი და სხვ.), ასე­ვე არარ­სე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის გვერ­დზე უცენ­ზუ­რო და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად იქცა.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის სიმ­რავ­ლის გამო, ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლია მხო­ლოდ ორი შემ­თხვე­ვი­დან აღე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მხარ­და­სა­ჭე­რად მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ­სახ­ველ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლა­ზე მომ­ხდარ ფაქ­ტებს ეხე­ბა.

სა­კი­თხის მეტი სი­ზუს­ტი­სათ­ვის დავ­ძენთ, რომ მარ­ტო აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 500 ყალ­ბი, ინ­დუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის "პრო­ფი­ლი" გა­მო­იკ­ვე­თა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ გა­უ­ყალ­ბე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და სი­ნამ­დვი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია უფრო მეტ სი­კე­თეს მო­უ­ტანს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­დი­ა­სა და ეკ­ლე­სი­ას, ვიდ­რე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გი და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გოგ
1
ნაციონალები ეკლესიასთან მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდნენ პოლიტიკა აღარ გამოსდით და
ავტორი:

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

საპატრიარქო - ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ" გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა

ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს facebook გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის "პროფილი" გამოიკვეთა.

„დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით - ე.წ. „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული Facebook პროფილებით მანიპულირება.

ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის - ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი სულ მცირე უხერხული უნდა იყოს.

ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გამო, ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ორი შემთხვევიდან აღებული ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი სულ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან მხარდასაჭერად მოსული მოსახლეობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაზე მომხდარ ფაქტებს ეხება.

საკითხის მეტი სიზუსტისათვის დავძენთ, რომ მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის ,,პროფილი" გამოიკვეთა.

მიგვაჩნია, რომ გაუყალბებელი, ობიექტური და სინამდვილის ამსახველი ინფორმაცია უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს, საზოგადოებას, მედიასა და ეკლესიას, ვიდრე გაყალბებული რეიტინგი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება”, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს