მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"
მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის ქმრის, პრინც ფი­ლი­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, არა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში აინ­ტე­რე­სებთ, და­ეს­წრე­ბა თუ არა პრინც ჰა­რის ცოლი, მე­გან მარ­კლი დაკ­რძალ­ვას.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­მე­ფო ოჯახ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ პრინ­ცი გეგ­მავს დაბ­რუნ­დეს სამ­შობ­ლო­ში აშშ-დან ბა­ბუ­ის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად, თუმ­ცა, მე­გა­ნი მის გვერ­დით არ იქ­ნე­ბა.

სა­მე­ფო ოჯახ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა

"მე­გა­ნი დაკ­რძალ­ვა­ზე არ იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ქმრის გვერ­დით, რად­გა­ნაც ექიმ­მა ურ­ჩია, რომ ორ­სუ­ლო­ბის გამო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნა“, - ნათ­ქვა­მია ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, პრინცმა ჰა­რიმ და მე­გან მარ­კლმა ოპრა უინფრის­თვის მი­ცე­მულ სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვეს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის ზო­გი­ერ­თი წევ­რი რა­სის­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა კი მე­გა­ნის­თვის იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ფიქ­რობ­და. ტაბ­ლო­ი­დე­ბის ცნო­ბით, ჰარი თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მე­გა­ნის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს. ამას­თან, წყვი­ლი მე­ო­რე შვი­ლის, გო­გოს მო­ლო­დინ­ში არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა პრინც ფი­ლიპს, ის 9 აპ­რილს, 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ედუნ­ბურ­გის ჰერ­ცოგს 17 აპ­რილს დაკ­რძა­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
19

მოკვეთილია და იმიტომ,როგორ ქმრის ბაბუის დასაფლავებაზე არ ეკადრება მისვლააა

zz
21

ვითომ 21 საუკუნეა და ეს პარაზიტები როდემდე იქნებიან ნეტა, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"

მეგან მარკლი პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ქმრის გვერდით არ იქნება - "ორსულობის გამო ექიმმა ურჩია, რომ არ იმოგზაუროს"

ედინბურგის ჰერცოგის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედის ქმრის, პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში აინტერესებთ, დაესწრება თუ არა პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლი დაკრძალვას.

აღნიშნულ საკითხზე სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრინცი გეგმავს დაბრუნდეს სამშობლოში აშშ-დან ბაბუის დაკრძალვაზე დასასწრებად, თუმცა, მეგანი მის გვერდით არ იქნება.

სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა

"მეგანი დაკრძალვაზე არ იქნება თავისი ქმრის გვერდით, რადგანაც ექიმმა ურჩია, რომ ორსულობის გამო მოგზაურობისთვის თავი აერიდებინა“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში თქვეს, რომ სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრი რასისტული განცხადებებით გამოირჩეოდა. სასახლეში ცხოვრება კი მეგანისთვის იმდენად რთული იყო, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ტაბლოიდების ცნობით, ჰარი თავისი ოჯახის წევრებისგან მეგანისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამასთან, წყვილი მეორე შვილის, გოგოს მოლოდინში არიან.

რაც შეეხება პრინც ფილიპს, ის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ედუნბურგის ჰერცოგს 17 აპრილს დაკრძალავენ.

რა გავლენას მოახდენს 12 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე და რას უნდა ველოდოთ პოლიტიკური ცხოვრების ჭრილში - ასტროლოგ რამაზ გიგაურის განმარტება

"ჩემ თავთანაც ძალიან დიდი ცინიკოსი ვარ... რწმენა მეხმარება...ამ ყველაფერს ეს ერთი ქათმის წონა ქალი ვერ შევძლებდი" - თეა წულუკიანი

რა ღირს მწვანე ქურთუკი, რომელიც ანუკი არეშიძემ პარიზში მოირგო - სამოსი "ინსტაგრამზე", დიზაინერის გამომწერთა ფავორიტია