სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, გამოძიებას და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა" - თამარ გაბუნია
"საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, გამოძიებას და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა" - თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტროს­თვის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ის, რომ გუნ­დმა, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბას მარ­თავ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ექ­სპერ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა დად­გინ­დეს, იყო თუ არა მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ე­ქი­მო შეც­დო­მა.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა ის, რომ გუნ­დმა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კო­ლე­გა ექთ­ნის მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტოს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რაც არ ასა­ხავ­და იმ სუ­რათს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში იყო. ცრუ ჩვე­ნე­ბა, რო­გორც სა­მარ­თლებ­რი­ვი, ასე­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ვის მხრივ, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ დად­გინ­დეს რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი და ამის მი­ხედ­ვით, ექ­სპერ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვით, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი ვიმ­სჯე­ლოთ სა­ე­ქი­მო შეც­დო­მა მოხ­და თუ არა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე, გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე „ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა იმე­დის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრა­ლი გუ­შინ წა­რუდ­გი­ნა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს აღი­ა­რე­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, მეგი ბაქ­რა­ძის მი­მართ რა­ი­მე მე­დი­კა­მენ­ტი არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა და იმ დროს, როცა გარ­თუ­ლე­ბის შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, ექი­მი ვ.ი. და­ყოვ­ნე­ბის ოთახ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 მარტს, ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ექთა­ნი მეგი ბაქ­რა­ძე კო­მა­ში ჩა­ვარ­და, რის გა­მოც, გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
9

თქვენ მიაწოდებინეთ, თქვენ!!!!

nene
9

თქვენ ყველანი ხართ გასაშვები დაკავებული თანამდებობებიდან ....

ავტორი:

"საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, გამოძიებას და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა" - თამარ გაბუნია

"საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, გამოძიებას და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.

„ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ სურათს, რომელიც კლინიკაში იყო. ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევით, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, გავაგრძელოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მუშაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმს და ერთ ექთანს ბრალი გუშინ წარუდგინა. ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

პროკურატურის ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოყენებულა და იმ დროს, როცა გართულების შემდგომი გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდეგ ექთანი მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა, რის გამოც, გარდაიცვალა.

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში გადავიდნენ - ასოებით ცდილობენ ებრძოლონ ღმერთს" - მეუფე სტეფანე

კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?