პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა
2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა

გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში სამი ტყუ­პი ვაჟი და­ი­ბა­და. მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის­თვის ეს მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბა იყო, თუმ­ცა ის ხუთი ვა­ჟის დე­დაა. მა­რი­ამ­მა პირ­ვე­ლად 2017 წელს იმ­შო­ბი­ა­რა. გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში მა­შინ 2 ბიჭი და­ი­ბა­და და ბედ­ნი­ერ­მა დე­დამ მა­ლე­ვე და­ტო­ვა სამ­შო­ბი­ა­რო. 4 წლის შემ­დეგ კი მა­რი­ა­მი კვლავ დაბ­რუნ­და კლი­ნი­კა­ში, ამ­ჯე­რად სამი ბი­ჭით.

გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­რი­ა­მის შემ­თხვე­ვა უნი­კა­ლუ­რია, რად­გან პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბაც ტყუ­პი ნა­ყო­ფით იყო. ამ­ჯე­რად და­ბა­დე­ბი­სას ახალ­შო­ბი­ლე­ბი მცი­რე წო­ნის იყ­ვნენ, ამი­ტომ მათ სამ­შო­ბი­ა­რო­ში 3 კვი­რა გა­ა­ტა­რეს. რო­გორც კი პა­ტა­რებ­მა გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს, მა­შინ­ვე ბი­ნა­ზე გა­უშ­ვეს.

ხუთი ვა­ჟის დე­დო­ბა, თან ასე მოკ­ლე ხან­ში, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია დე­დის­თვის, მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძის­თვის.

„პირ­ვე­ლად გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში მოს­ვლი­სას ორ ტყუპ­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად. ახლა კი სამი ტყუ­პით წა­მო­ვე­დი. ეს უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლია ჩემ­თვის და მთე­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. ამ პა­ტა­რა ტყუ­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ცნო­ბი­ლე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბიც კი გავ­ხდით,“ – აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ კე­რე­სე­ლი­ძე.

და­ვით გა­გუა და მთე­ლი კლი­ნი­კა ულო­ცავს ოჯახს ასეთ ბედ­ნი­ე­რე­ბას. მათი გან­მარ­ტე­ბით, რამ­დე­ნი­მე ნა­ყო­ფი­ა­ნი ორ­სუ­ლო­ბა ხში­რი არაა, თუმ­ცა კლი­ნი­კას მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ღმერთმა დალოცოს ეს ოჯახი.იმედი ვიქონიოთ,რომ გარკვეულ დახმარებას გაუწევენ.ხუთი ახალშობილის გაზრდა ძალიან რთულია.

ტუა
2

რა ბედნიერებაა,გილოცავთ

ავტორი:

2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა

2 ორსულობა და 5 ვაჟი – გაგუას კლინიკიდან სამი ტყუპი უკვე სახლში გაეწერა

გაგუას კლინიკაში სამი ტყუპი ვაჟი დაიბადა. მარიამ კერესელიძისთვის ეს მეორე ორსულობა იყო, თუმცა ის ხუთი ვაჟის დედაა. მარიამმა პირველად 2017 წელს იმშობიარა. გაგუას კლინიკაში მაშინ 2 ბიჭი დაიბადა და ბედნიერმა დედამ მალევე დატოვა სამშობიარო. 4 წლის შემდეგ კი მარიამი კვლავ დაბრუნდა კლინიკაში, ამჯერად სამი ბიჭით.

გაგუას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მარიამის შემთხვევა უნიკალურია, რადგან პირველი ორსულობაც ტყუპი ნაყოფით იყო. ამჯერად დაბადებისას ახალშობილები მცირე წონის იყვნენ, ამიტომ მათ სამშობიაროში 3 კვირა გაატარეს. როგორც კი პატარებმა გაწერის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მაშინვე ბინაზე გაუშვეს.

ხუთი ვაჟის დედობა, თან ასე მოკლე ხანში, ძალიან ემოციურია დედისთვის, მარიამ კერესელიძისთვის.

„პირველად გაგუას კლინიკაში მოსვლისას ორ ტყუპზე ვიყავი ორსულად. ახლა კი სამი ტყუპით წამოვედი. ეს უდიდესი ბედნიერება და სიხარულია ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის. ამ პატარა ტყუპების საშუალებით ცნობილები და პოპულარულებიც კი გავხდით,“ – აღნიშნავს მარიამ კერესელიძე.

დავით გაგუა და მთელი კლინიკა ულოცავს ოჯახს ასეთ ბედნიერებას. მათი განმარტებით, რამდენიმე ნაყოფიანი ორსულობა ხშირი არაა, თუმცა კლინიკას მსგავსი შემთხვევების მართვის კარგი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ხარისხი გარანტირებულია: კარფური „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა

სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის