მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი, 20 წლის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­სუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შე­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. სამ თა­მაშ­ში მან ორი გო­ლის გა­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა და გარ­და გო­ლე­ბი­სა, გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გი თა­მა­ში­თაც და­ა­მახ­სოვ­რა თავი.

კვა­რა­ცხე­ლი­ას, რო­მე­ლიც რუ­სულ გუნდ "რუ­ბინ­ში" თა­მა­შობს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა ევ­რო­პულ გუნ­დებს უკავ­ში­რე­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი კლუ­ბე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ყიდ­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, ცნო­ბი­ლი არ არის.

სა­ნაკ­რე­ბო თა­მა­შე­ბის შემ­დეგ კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ UEFA EURO 2020 -ის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე წე­რენ და მის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

  • "ზე­დი­ზედ ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დარ­ტყმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­გან", - ნათ­ქვა­მია პოს­ტში და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ხვი­ჩას მიერ ეს­პა­ნე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის თა­მა­შე­ბის შემ­დეგ, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პრო­ფი­ლი transfermarkt.com-ზე ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ ნა­ხეს და ამ კუ­თხით ის დღემ­დე პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს. კვა­რა­ცხე­ლი­ამ უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა ფეხ­ბურ­თის ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რე­ბიც ერ­ლინ ჰა­ლან­დი, კი­ლი­ან მბა­პე, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ და ლეო მესი არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

წარმატებები!!! წარმატებები!!!წარმატებები!!! წინ და წინ სულ გამარჯვებისკენ!!! ღმერთი შენსკენ!!!

მერაბ გ.
0

რაც მთავარია გოლები ორივე ფეხით გააქვს; გარდა ამისა 3 და 4 კაცის მოტყუება იოლად შეუძლია; იღბალი, მონდომება და სუპერვარსკვლავი გვეყოლება!

ავტორი:

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"ორი შესანიშნავი დარტყმა კვარაცხელიასგან" - რას წერენ UEFA-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია გასული სანაკრებო თამაშების დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. სამ თამაშში მან ორი გოლის გატანა მოახერხა და გარდა გოლებისა, გულშემატკივარს კარგი თამაშითაც დაამახსოვრა თავი.

კვარაცხელიას, რომელიც რუსულ გუნდ "რუბინში" თამაშობს, სპეციალისტები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის შესახებ მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და სხვადასხვა ევროპულ გუნდებს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, თუ რომელი კლუბები არიან ქართველი ფეხბურთელის ყიდვით დაინტერესებულნი, ცნობილი არ არის.

სანაკრებო თამაშების შემდეგ კვარაცხელიას შესახებ UEFA EURO 2020 -ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერენ და მის ფოტოებს აქვეყნებენ.

  • "ზედიზედ ორი შესანიშნავი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიასგან", - ნათქვამია პოსტში და გამოქვეყნებულია ხვიჩას მიერ ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების ამსახველი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი transfermarkt.com-ზე ყველაზე მეტჯერ ნახეს და ამ კუთხით ის დღემდე პირველ ადგილს იკავებს. კვარაცხელიამ უკან ჩამოიტოვა ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ერლინ ჰალანდი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან.

რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

"ეს არ ეხება რელიგიას და არც სიძულვილის გაღვივებისკენ მოგიწოდებთ" -  ბელა ჰადიდმა პალესტინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა