მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ
შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ

სტამ­ბოლ­ში, ბა­შაქ­შე­ქი­რის რა­ი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სრო­ლის შე­დე­გად, ჩეჩ­ნე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რი­საც ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ორი­ვე მათ­გა­ნი კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მე­დი­ის ცნო­ბით, პო­ლი­ცია იძი­ებს მომ­ხდარს და ამ დრო­ის­თვის ამო­ღე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლი უნდა იყოს ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლე­ბი.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 31 მარტს, 17:30 სა­ათ­ზე, რეს­ტორ­ნის წინ მოხ­და. მხა­რე­ე­ბი ჯერ ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რა­საც სრო­ლა მოჰ­ყვა. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ია­რა­ღის ხმა გა­ი­გო­ნეს, გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო.

მე­დი­ის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვით და­ად­გი­ნა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ორი ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის სა­ვა­რა­უ­დოდ უკავ­შირ­დე­ბა სეს­ხის გა­დახ­დის სა­კითხს. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, გაქ­ცე­უ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი და ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლებს, ისი­ნი ჩეჩ­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რა­ჰიმ რა­ჰიმ­ლი და ხა­სან იუ­სუ­ფო არი­ან.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში 7 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ava
4

Chechnetis ara rusetis moqakaqeebi .

50 თეთრი
4

მაგარი ლიბერალკები ხართ ამბები.გე. რუსეთის მოქალაქეები არიან ეგენი. 

ავტორი:

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ

სტამბოლში, ბაშაქშექირის რაიონში, საქართველოსა და ჩეჩნეთის მოქალაქეთა ჯგუფებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სროლის შედეგად, ჩეჩნეთის ორი მოქალაქე გარდაიცვალა. დაშავებული კიდევ ორი ადამიანი, რომელთა შორისაც ერთის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.

მედიის ცნობით, პოლიცია იძიებს მომხდარს და ამ დროისთვის ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელზეც აღბეჭდილი უნდა იყოს ინციდენტის დეტალები.

შემთხვევა გუშინ, 31 მარტს, 17:30 საათზე, რესტორნის წინ მოხდა. მხარეები ჯერ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც სროლა მოჰყვა. მოქალაქეებმა იარაღის ხმა გაიგონეს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო.

მედიის ცნობით, პოლიციამ წინასწარი მოკვლევით დაადგინა, რომ დაპირისპირება საქართველოსა და ჩეჩნეთის მოქალაქეების ორი ჯგუფის წევრებს შორის სავარაუდოდ უკავშირდება სესხის გადახდის საკითხს. სამართალდამცველთა ცნობით, გაქცეულია სამი ადამიანი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირებისა და ძებნის სამუშაოები.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ისინი ჩეჩნეთის მოქალაქეები, რაჰიმ რაჰიმლი და ხასან იუსუფო არიან.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა.

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც  ყოფილი შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და მისი მკვლელობა სცადა

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"