მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო" - მდინარაძე გუშინდელ აქციას "ფსევდოპატრიოტიზმით" შეფუთულ ისტერიას" უწოდებს
"ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო" - მდინარაძე გუშინდელ აქციას "ფსევდოპატრიოტიზმით" შეფუთულ ისტერიას" უწოდებს

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­ფუ­თუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ის­ტე­რია. „ნა­ცაქ­ტი­ვის­ტებს", არც პოზ­ნე­რი ადარ­დებთ, არც აფხა­ზე­თი და არც სა­მა­ჩაბ­ლო, მათ სრუ­ლი ის­ტე­რია აქვთ, რად­გან ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც გა­მარ­გი­ნალ­დნენ და ერ­თა­დერ­თი რაც დარ­ჩე­ნი­ათ, არის ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი რყე­ვე­ბის და დესტრუქ­ცი­ის მცდე­ლო­ბა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი­სა და მისი სტუმ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს.

რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რა მო­მენ­ტშიც სტუმ­რე­ბის, თუ მათი მას­პინ­ძლე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­უ­ლი იქნა და­წე­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­შე­ზღუდ­ვე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფომ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რა ყვე­ლას.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტით იყო ჩა­მო­სუ­ლი, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტით და კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტის თან­ხლე­ბით.

მას არ ჰქონ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მას ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ამე­რი­კელ, ევ­რო­პელ და მათ შო­რის რუს ტუ­რისტს, უფ­ლე­ბა ჰქონ­და, კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო.

ამავდრო­უ­ლად, რა მო­მენ­ტშიც სტუმ­რე­ბის, თუ მათი მას­პინ­ძლე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­უ­ლი იქნა და­წე­სე­ბუ­ლი კო­ვიდ­შე­ზღუდ­ვე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფომ მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და ჯა­რი­მა გა­მო­უ­წე­რა ყვე­ლას.

შე­სა­ბა­მი­სად, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” აქ­ტი­ვი მის გან­დევ­ნას არა კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის გამო, არა­მედ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი (პირ­ველ რიგ­ში ჩვენ­თვის უკი­დუ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლი) მო­საზ­რე­ბე­ბის გამო ითხოვს.

ჩვენ, შე­იგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ სა­ერ­თოდ ავ­კრძა­ლოთ თუ არა რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის შე­მოშ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­თაც სა­ა­კაშ­ვილ­მა ომის შემ­დეგ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ცალ­მხრი­ვად გა­უ­უქ­მა.

ოღონდ მა­ნამ­დე უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, მა­გა­ლი­თად „ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე პო­ლი­ტი­კო­სი ჟი­გი­მან­ტა­სი უნდა შე­მო­ვუშ­ვათ თუ არა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვე თქვა რაც თა­ვის დრო­ზე პოზ­ნერ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, უნდა იყ­ვნენ თუ არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხელი მო­ა­წე­რა რე­ზო­ლუ­ცი­ას, სა­დაც შა­ვით-თეთრზე ეწე­რა, რომ ომი სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყო, მათ შო­რის - პრო­ტეს­ტან­ტი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, გოკა გა­ბაშ­ვი­ლი და ა.შ.

და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რა რე­აქ­ცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რის ქმე­დე­ბას, რო­მელ­მაც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც ქარ­თვე­ლი ახლგაზ­რდე­ბის სის­ხლია დაღ­ვრი­ლი, რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რით და­აგ­ვირ­გვი­ნა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია;

უნდა გა­ვა­ჩე­როთ თუ არა ქვე­ყა­ნა­ში, პუ­ტინ­თან ერ­თად „პაკ­ლონ­ნა­ია გა­რა­ზე“ მდგო­მი პო­ლი­ტი­კო­სი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, ვიმ­სჯე­ლოთ, უნდა ჰქონ­დეს თუ არა უფ­ლე­ბა „კა­გე­ბეს“ სამ­ჭედ­ლო­ში, „მგიმო­ში“ გა­მოზ­რდილ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის;

უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, რა ვუქ­ნათ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის’’ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით­ვე, „ფე­ეს­ბეს“ რე­ვო­ლუ­ცი­ი­ის მედ­რო­შე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს;

უნდა მო­ვი­ფიქ­როთ, რა ეშ­ვე­ლე­ბა რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ოლი­გარ­ქის, მინ­დია გუ­ლუ­ას პრო-რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის პრესს­პი­კერ გიგა მა­ქა­რაშ­ვილს;

და სა­ერ­თოდ უნდა და­ვა­ყე­ნოთ სა­კი­თხი ახალ­გო­რის და კო­დო­რის რუ­სე­თის­თვის გა­დამ­ფორ­მე­ბელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აქვს თუ არა არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში!

თუ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არი­ან, კი ბა­ტო­ნო, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­წყოთ ეს პრო­ცე­სი!

ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად თუ მი­ვუდ­გე­ბით სა­კითხს, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­ფუ­თუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ის­ტე­რია. „ნა­ცაქ­ტი­ვის­ტებს", არც პოზ­ნე­რი ადარ­დებთ, არც აფხა­ზე­თი და არც სა­მა­ჩაბ­ლო, მათ სრუ­ლი ის­ტე­რია აქვთ, რად­გან ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც გა­მარ­გი­ნალ­დნენ და ერ­თა­დერ­თი რაც დარ­ჩე­ნი­ათ, არის ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვი რყე­ვე­ბის და დესტრუქ­ცი­ის მცდე­ლო­ბა. ისი­ნი ქვეყ­ნის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა­ში ხე­და­ვენ სა­კუ­თარ შანსს და ამ ნა­წილ­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლად მათი და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი სრულ თან­ხვედ­რა­შია!", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრეი
26

თუ ნაცების და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია პრემიერმინისტრი პოზნერის ამალის ინტერესებს რატომ იცავს?:):):).........ქოცებს ხომ არ გაჟრიალებთ?

გოჩა
18

არა რა, ამათი აზრზე მოსვლა გამორიცხულია. რაც არ მოსწონთ, ყველაფერი ნაცი, ნაცი, ნაცი ... აბოდებთ უკვე!

ავტორი:

"ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო" - მდინარაძე გუშინდელ აქციას "ფსევდოპატრიოტიზმით" შეფუთულ ისტერიას" უწოდებს

"ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო" - მდინარაძე გუშინდელ აქციას "ფსევდოპატრიოტიზმით" შეფუთულ ისტერიას" უწოდებს

ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს", არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში, ტურისტული ვიზიტით იყო ჩამოსული, აშშ-ის მოქალაქის პასპორტით და კოვიდ რეგულაციებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის თანხლებით.

მას არ ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული, შესაბამისად მას ისევე, როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა, კოვიდ რეგულაციების დაცვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში შემოსულიყო.

ამავდროულად, რა მომენტშიც სტუმრების, თუ მათი მასპინძლების მხრიდან დარღვეული იქნა დაწესებული კოვიდშეზღუდვების მოთხოვნები, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ჯარიმა გამოუწერა ყველას.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული (პირველ რიგში ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი) მოსაზრებების გამო ითხოვს.

ჩვენ, შეიგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.

ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად „ნაცმოძრაობის" მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც პრაქტიკულად იგივე თქვა რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის - პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.

დასაფიქრებელია, რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია;

უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში, პუტინთან ერთად „პაკლონნაია გარაზე“ მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება „კაგებეს“ სამჭედლოში, „მგიმოში“ გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის;

უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, „ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების თქმითვე, „ფეესბეს“ რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს;

უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის, მინდია გულუას პრო-რუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს;

და საერთოდ უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში!

თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!

ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. „ნაცაქტივისტებს", არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია!", - განაცხადა მდინარაძემ.

"გომელაური უნდა მოვიდეს პარლამენტში და აღარ მინდა, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი ვიხილო" - ალეკო ელისაშვილი

"ვფიქრობდით, რომ 2012 წელს იქნებოდა ახალი დასაწყისი, თუმცა მას შემდეგ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ" - ჯიმ რიში

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი