სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე
"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე

ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის და, ბლო­გე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­ლო­მე ბარ­კე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე საქ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს. ცნო­ბის­თვის, გო­გო­ნას ოჯა­ხი მი­იჩ­ნევს, რომ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლი იყო და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯონ.

"მა­გა­რი ამ­ბე­ბი.

31 მარ­ტია, 2021 წლის. ორი წლის წინ, 26 მა­ისს მოხ­და "ის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა". მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხლა იკი­თხე­ბი­ან, უკვე ამ­ბო­ბენ "ორი წელი გა­ვი­და, რა მახ­სოვს", კიდე ბევ­რი იტყვის. და­ი­ზარ­დნენ სო­ფის კლა­სე­ლე­ბი, სრულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, ზოგი ალ­ბათ მე­ო­რე კურ­სზეა, არ ვიცი, ვე­ღარ ვით­ვლი. მო­სა­მარ­თლე შე­იც­ვა­ლა ამა­სო­ბა­ში, ახა­ლი ცოტა ნორ­მა­ლუ­რი ჩანს, მი­ნი­მუმ საქ­მე აინ­ტე­რე­სებს, მი­ნი­მუმ ამ ინ­ტე­რესს გვაჩ­ვე­ნებს. წინა უბ­რა­ლოდ თა­ვის ად­გი­ლას იდო.

ბრალ­დე­ბუ­ლია ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­თაც თა­ვი­დან ბრა­ლი ედე­ბო­დათ სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და გულ­გრი­ლო­ბის მუხ­ლზე, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს თავი და­იძ­ვრი­ნოს. და ეს ისე­თი გუ­ლი­სამ­რე­ვი სა­ყუ­რე­ბე­ლია, ვფიქ­რობ შემ­დეგ პრო­ცეს­ზე ხომ არ და­გას­წროთ მსურ­ვე­ლე­ბი. (დის­ტან­ცი­უ­რად ტარ­დე­ბა, ონ­ლა­ინ)

დღეს მე­ო­რედ და­ი­კი­თხა რე­ინ­ჯე­რი, რო­მელ­მაც თქვა, რომ რად­გან მა­ის­ში ლა­გო­დეხ­ში სე­ზო­ნი არ არის (თოვ­ლი დნე­ბა და ადი­დე­ბუ­ლია ცივი მდი­ნა­რე) ამი­ტომ არ გა­უფრ­თხი­ლე­ბია შემ­ხვედ­რი ჯგუ­ფი, რომ წყალ­ში არ ება­ნა­ვათ (დე­კემ­ბე­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო ხომ არ გა­ვაფრ­თხი­ლებ­დიო, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ წყალ­ში შე­ვი­დოდ­ნე­ნო, ამ ლო­გი­კით არ გა­ვაფრ­თხი­ლე მა­ის­ში­ცო) მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს უთხრა, რომ ცუდ დროს ჩა­ვიდ­ნენ, წყა­ლი ადი­დე­ბუ­ლია, ჩანჩქე­რის გზა­ზე ნიშ­ნე­ბი არ არის, ხი­დე­ბი არ არის და ას­ვლა გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ.

მას­წავ­ლე­ბელ­მა რე­ინ­ჯერს მა­შინ უპა­სუ­ხა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი იყო, და რომ ათ­ჯერ მა­ინც იყო ნამ­ყო­ფი ამ ჩანჩქერ­ზე. კაი ჩემო ძმა­ოო, რე­ინ­ჯერ­მა, შე­ავ­სო რა­ღაც ფურ­ცე­ლი (ვინ ადი­ო­და ჩანჩქერ­ზე, უბ­რა­ლოდ რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის) და წა­ვი­და თა­ვის გზა­ზე. ესე­ნიც ავიდ­ნენ, ბავ­შვი და­იხ­რჩო წყალ­ში უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო და ეხლა ყვე­ლა­ნი სხე­დან და არ­კვე­ვენ, იმ ფურ­ცელს თუ ავ­სებ­და რე­ინ­ჯე­რი, ესე იგი სე­ზო­ნი უკვე იყო გახ­სნი­ლი თუ არ იყო? თუ არ იყო გახ­სნი­ლი აბა ფურ­ცე­ლი რა­ტომ შე­ივ­სო? და ფურ­ცე­ლი თუ შე­ივ­სო, აბა სე­ზო­ნი არ იყო?

სო­ფის კლა­სე­ლე­ბი ხო ბავ­შვე­ბი არი­ან ჩემ­თვის და მრცხვე­ნია რა­მის თქმა. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი სი­ტყვა-პა­სუ­ხით. ვერ იხ­სე­ნე­ბენ ვე­რა­ფერს, რაც მარ­ტი­ვად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია და თა­ვი­ანთ პირ­ველ ჩვე­ნე­ბებ­ში უწე­რი­ათ. სა­მა­გი­ე­როდ რთუ­ლი თან­წყო­ბი­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით გვიყ­ვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, რაც წარ­მა­ტე­ბით ჯდე­ბა სა­ერ­თო ნა­რა­ტივ­ში. ჯერ სულ რამ­დე­ნი­მეა და­კი­თხუ­ლი და უკვე გული მაქვს გაბ­ზა­რუ­ლი ყვე­ლას სმე­ნით, მრცხვე­ნია მათ მა­გივ­რად და ყვე­ლას მა­გივ­რად, ვინც ასე გა­მოწ­ვრთნა "დაც­ვის ხაზი".

მთე­ლი სკო­ლა ამ­ტკი­ცებს ამ­დე­ნი ხა­ნია, რომ ჯერ კი­დევ ავ­ტო­ბუს­ში ხაზ­გას­მით სოფი გა­აფრ­თხი­ლეს ხაზ­გას­მით არ ება­ნა­ვა (bulshit, ყვე­ლა ბავ­შვი ბა­ნა­ო­ბას აპი­რებ­და და რე­ა­ლუ­რად იბა­ნა­ვა ყვე­ლამ და სოფი რა­ტომ გა­აფრ­თხი­ლეს მა­ინ­ცდა­მა­ინც წი­ნას­წარ, ვერ ხსნის ვე­რა­ვინ. მოხ­და სა­ერ­თოდ მსგავ­სი ამ­ბა­ვი? აბა რა­ვი­ცი) და დღეს რე­ინ­ჯერს უტ­რა­კებ­დნენ, არ იყო იქ ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბი და რა­ტო­მაც არ უნდა გვე­ცუ­რაო, რა გვიკ­რძა­ლავ­დაო, როო. და რას ჩა­ლი­ჩობს ეს ხალ­ხი ყვე­ლა ერ­თად? შეგ­ვე­შა­ლა, აზ­რზე არ ვი­ყა­ვით, აბა რა ვი­ცო­დით, ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, კი გვი­თხრეს, მაგ­რამ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, და­ვა­შა­ვეთ, მაგ­რამ აწი აბა რას ვუშ­ვე­ლით, იდი­ო­ტე­ბი ვართ, გთხოვთ მოგ­ვი­ტე­ვეთ და ა.შ.-ს კი არა, არა­მედ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვას მთე­ლი ძა­ლით და ღო­ნით. თით­ქოს მთე­ლი ექ­სკურ­სია და­გეგ­მეს ბავ­შვებ­მა და დი­რექ­ცია აიყ­ვა­ნეს მძევ­ლად, "ავ­ტო­ბუ­სი იყო გა­მარ­თუ­ლი და ექი­მი ახ­ლდათ" ანუ კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­და, (მერე რა, რომ ექი­მი ჩანჩქე­რის და­სა­წყის­ში დარ­ჩა და მას­თან ერ­თად დამ­რი­გე­ბე­ლიც, და ბავ­შვე­ბი მარ­ტო აბო­დი­ალ­დნენ ზე­ვით, მერე რა, რომ ზე­ვით ასუ­ლი ორი მას­წავ­ლებ­ლი­დან ერთი მა­ლე­ვე უკან გა­მობ­რუნ­და ბავ­შვებ­თან ერ­თად ჰამ­ბურ­გე­რე­ბის მო­სა­ბი­ლი­ზებ­ლად, მერე რა რომ სოფი სრუ­ლი­ად მარ­ტო ავი­და ურ­თუ­ლეს გზა­ზე, ისე რომ არ და­შავ­და, რა­ღაც­ნა­ი­რად მე­ტყვე­ლებს მის ზო­გად სიფრ­თხი­ლე­ზე, არა?)

და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი სე­ზო­ნის, მი­წისძვრის, კარ­მის, ღმერ­თის, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის და ზო­გა­დი გა­ლაქ­ტი­კუ­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და. მაგ­რე­ბი ხართ ხალ­ხო, გა­ი­ქე­ცით და ირ­ბი­ნეთ. სო­ფის აღა­რა­ფე­რი აკ­ლდე­ბა ამ თქვე­ნი სირ­ბი­ლით და თქვენ სად მი­ირ­ბენთ ბო­ლოს ნეტა, რო­გორ არ გე­ში­ნი­ათ ან გრცხვე­ნი­ათ არ ვიცი.

ამა­საც უბ­რა­ლოდ იმი­ტომ ვა­ფაბ­ლი­ქებ, რომ გული არ გა­მის­კდეს და მარ­ტო არ ვიყო ამ უსინ­დი­სო­ბას­თან.

"ჰოდა მიდი და სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლე" - ხო მარ­ტი­ვად ჟღერს, არა­და რთუ­ლია. ურ­თუ­ლე­სი. ხან­და­ხან შე­უძ­ლე­ბე­ლიც. მაგ­რამ მა­ინც, არ ღირს და­ნე­ბე­ბა, არას­დროს. ალ­ბათ", - წერს სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, 2020 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი სკო­ლის ორ პე­და­გოგს წა­რუდ­გი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პე­და­გო­გე­ბი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლა „ალ­ბი­ო­ნის” XI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მზრდე­ლის ნ.ს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა პე­და­გო­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, სკო­ლის კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ე­მარ­თნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში, "ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქე­რის" მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა ნ.ს-ს.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას, პე­და­გო­გე­ბის­თვის, მათ შო­რის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მდი­ნა­რე იყო ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ჩანჩქერ­ზე არ­სე­ბობ­და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მოს­წავ­ლე სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი აპი­რებ­და სა­ბა­ნა­ოდ ჩანჩქერ­ში შეს­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნ.ს. მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს ნება დარ­თო სვლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ "ნი­ნოს­ხე­ვის“ ჩანჩქე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვად კი ჩანჩქერ­ზე არ ავი­და, ხოლო პე­და­გოგ­მა ვ.ქ.-მ ნაკ­რძა­ლის რე­ინ­ჯე­რის უშუ­ა­ლო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, იმ სა­ფუძ­ვლით, რომ კარ­გად იც­ნობ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი, თა­ვად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ძღო­ლო­და მოს­წავ­ლე­თა ჯგუფს და აეყ­ვა­ნა ჩანჩქერ­ზე.

ჩანჩქერ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, პე­და­გო­გე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kote
13

reinjeri ra aris jer eg agvixseni.

gigi
35

დააყენეთ ის საწყალი ბავშვი საფლავში. მორჩა. უბრალოდ იგლოვეთ.

რატომ სპეკულანტობთ და მისი სულით? ძაან სიბინძურეა გარდაცვლილი დით გახდე პოპულარული და ცნობადი სალომე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე

"ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს... ისეთი გულისამრევი საყურებელია! როგორ არ გეშინიათ ან არ გრცხვენიათ" - სალომე ბარკერი გარდაცვლილი დის საქმის ახალ დეტალებზე

ლაგოდეხში ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის და, ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქმის ახალი დეტალების შესახებ წერს. ცნობისთვის, გოგონას ოჯახი მიიჩნევს, რომ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი შემთხვევა გაუფრთხილებლობით სიკვდილი იყო და გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

"მაგარი ამბები.

31 მარტია, 2021 წლის. ორი წლის წინ, 26 მაისს მოხდა "ის უბედური შემთხვევა". მოწმეები, რომლებიც ეხლა იკითხებიან, უკვე ამბობენ "ორი წელი გავიდა, რა მახსოვს", კიდე ბევრი იტყვის. დაიზარდნენ სოფის კლასელები, სრულწლოვნები არიან, ზოგი ალბათ მეორე კურსზეა, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი. მოსამართლე შეიცვალა ამასობაში, ახალი ცოტა ნორმალური ჩანს, მინიმუმ საქმე აინტერესებს, მინიმუმ ამ ინტერესს გვაჩვენებს. წინა უბრალოდ თავის ადგილას იდო.

ბრალდებულია ორი მასწავლებელი, რომელთაც თავიდან ბრალი ედებოდათ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა გულგრილობის მუხლზე, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს. და ეს ისეთი გულისამრევი საყურებელია, ვფიქრობ შემდეგ პროცესზე ხომ არ დაგასწროთ მსურველები. (დისტანციურად ტარდება, ონლაინ)

დღეს მეორედ დაიკითხა რეინჯერი, რომელმაც თქვა, რომ რადგან მაისში ლაგოდეხში სეზონი არ არის (თოვლი დნება და ადიდებულია ცივი მდინარე) ამიტომ არ გაუფრთხილებია შემხვედრი ჯგუფი, რომ წყალში არ ებანავათ (დეკემბერი რომ ყოფილიყო ხომ არ გავაფრთხილებდიო, ვერც წარმოვიდგენდი, რომ წყალში შევიდოდნენო, ამ ლოგიკით არ გავაფრთხილე მაისშიცო) მაგრამ მასწავლებელს უთხრა, რომ ცუდ დროს ჩავიდნენ, წყალი ადიდებულია, ჩანჩქერის გზაზე ნიშნები არ არის, ხიდები არ არის და ასვლა გაუჭირდებოდათ.

მასწავლებელმა რეინჯერს მაშინ უპასუხა, რომ ადგილობრივი იყო, და რომ ათჯერ მაინც იყო ნამყოფი ამ ჩანჩქერზე. კაი ჩემო ძმაოო, რეინჯერმა, შეავსო რაღაც ფურცელი (ვინ ადიოდა ჩანჩქერზე, უბრალოდ რეგისტრაციისთვის) და წავიდა თავის გზაზე. ესენიც ავიდნენ, ბავშვი დაიხრჩო წყალში უყურადღებობის გამო და ეხლა ყველანი სხედან და არკვევენ, იმ ფურცელს თუ ავსებდა რეინჯერი, ესე იგი სეზონი უკვე იყო გახსნილი თუ არ იყო? თუ არ იყო გახსნილი აბა ფურცელი რატომ შეივსო? და ფურცელი თუ შეივსო, აბა სეზონი არ იყო?

სოფის კლასელები ხო ბავშვები არიან ჩემთვის და მრცხვენია რამის თქმა. დამუშავებულები, კარგად გაწვრთნილი სიტყვა-პასუხით. ვერ იხსენებენ ვერაფერს, რაც მარტივად დასამახსოვრებელია და თავიანთ პირველ ჩვენებებში უწერიათ. სამაგიეროდ რთული თანწყობილი წინადადებებით გვიყვებიან ყველაფერს, რაც წარმატებით ჯდება საერთო ნარატივში. ჯერ სულ რამდენიმეა დაკითხული და უკვე გული მაქვს გაბზარული ყველას სმენით, მრცხვენია მათ მაგივრად და ყველას მაგივრად, ვინც ასე გამოწვრთნა "დაცვის ხაზი".

მთელი სკოლა ამტკიცებს ამდენი ხანია, რომ ჯერ კიდევ ავტობუსში ხაზგასმით სოფი გააფრთხილეს ხაზგასმით არ ებანავა (bulshit, ყველა ბავშვი ბანაობას აპირებდა და რეალურად იბანავა ყველამ და სოფი რატომ გააფრთხილეს მაინცდამაინც წინასწარ, ვერ ხსნის ვერავინ. მოხდა საერთოდ მსგავსი ამბავი? აბა რავიცი) და დღეს რეინჯერს უტრაკებდნენ, არ იყო იქ ამკრძალავი ნიშნები და რატომაც არ უნდა გვეცურაო, რა გვიკრძალავდაო, როო. და რას ჩალიჩობს ეს ხალხი ყველა ერთად? შეგვეშალა, აზრზე არ ვიყავით, აბა რა ვიცოდით, ძალიან ვწუხვართ, კი გვითხრეს, მაგრამ არ გავითვალისწინეთ, დავაშავეთ, მაგრამ აწი აბა რას ვუშველით, იდიოტები ვართ, გთხოვთ მოგვიტევეთ და ა.შ.-ს კი არა, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევას მთელი ძალით და ღონით. თითქოს მთელი ექსკურსია დაგეგმეს ბავშვებმა და დირექცია აიყვანეს მძევლად, "ავტობუსი იყო გამართული და ექიმი ახლდათ" ანუ კანონის მოთხოვნები შესრულდა, (მერე რა, რომ ექიმი ჩანჩქერის დასაწყისში დარჩა და მასთან ერთად დამრიგებელიც, და ბავშვები მარტო აბოდიალდნენ ზევით, მერე რა, რომ ზევით ასული ორი მასწავლებლიდან ერთი მალევე უკან გამობრუნდა ბავშვებთან ერთად ჰამბურგერების მოსაბილიზებლად, მერე რა რომ სოფი სრულიად მარტო ავიდა ურთულეს გზაზე, ისე რომ არ დაშავდა, რაღაცნაირად მეტყველებს მის ზოგად სიფრთხილეზე, არა?)

დანარჩენი ყველაფერი სეზონის, მიწისძვრის, კარმის, ღმერთის, უცხოპლანეტელების და ზოგადი გალაქტიკური შემთხვევითობის შედეგად განხორციელდა. მაგრები ხართ ხალხო, გაიქეცით და ირბინეთ. სოფის აღარაფერი აკლდება ამ თქვენი სირბილით და თქვენ სად მიირბენთ ბოლოს ნეტა, როგორ არ გეშინიათ ან გრცხვენიათ არ ვიცი.

ამასაც უბრალოდ იმიტომ ვაფაბლიქებ, რომ გული არ გამისკდეს და მარტო არ ვიყო ამ უსინდისობასთან.

"ჰოდა მიდი და სასამართლოში იჩივლე" - ხო მარტივად ჟღერს, არადა რთულია. ურთულესი. ხანდახან შეუძლებელიც. მაგრამ მაინც, არ ღირს დანებება, არასდროს. ალბათ", - წერს სალომე ბარკერი.

სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ზაფხულში საქართველოს პროკურატურამ ბრალი სკოლის ორ პედაგოგს წარუდგინა. მოგვიანებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და პედაგოგები აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის” XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ "ნინოსხევის“ ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

"თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო" - რას წერს ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ

"თქვენი შვილები ახლა შესაძლოა სკოლაში არიან, ესენი კი "ბოევიკობაზე" ოცნებობენ" - ღაზაში გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი

"სულ მახსენდება ქორწილი... ვირუსით გარდაიცვალა 40 ადამიანიო" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც კოვიდის დამარცხების შემდეგ "ფაიზერით" აიცრა