პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ ირგებ იმას, რის გაგებაშიც არ ხარ?!... კულტურაში რა დიპლომს გვაჩვენებს? მაგრამ ისეთი კალიბრის ადამიანია, დიპლომი არ უშველის უნამუსობას" - მხატვარი თეა წულუკიანზე
"როგორ ირგებ იმას, რის გაგებაშიც არ ხარ?!... კულტურაში რა დიპლომს გვაჩვენებს? მაგრამ ისეთი კალიბრის ადამიანია, დიპლომი არ უშველის უნამუსობას" - მხატვარი თეა წულუკიანზე

"სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­ფი­ნან­სოს ისე­თი ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხელს უწყობს და აქ გა­მოვ­ყოფ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებს, მათ უნერ­გავს სამ­შობ­ლო­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს", - კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან "იმედ­ზე" გა­ა­კე­თა, მხატ­ვა­რი გია ეძგვე­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ეს ძველ­მა­ნი ფსი­ქი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კულ­ტუ­რის სა­თა­ვე­ში! კლი­ნი­კაა ნამ­დვი­ლი - წი­ნას რო­ლინგსტო­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა ეგო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კულ­ტუ­რის უზე­ნა­ე­სი აქტი, ეს კი პირ­და­პირ იდე­ო­ლო­გი­ურ ლო­ზუნ­გებს აყე­ნებს, პირ­და­პირ მიგ­ვი­თი­თებს ფსი­ქი­კა რითი უნდა იყოს ამოვ­სე­ბუ­ლი. იუს­ტი­ცი­ი­დან კულ­ტუ­რა­ში რომ გად­მო­სახ­ლდე­ბი უნა­მუ­სოდ და ასე შე­ი­ფე­რებ, ვი­თომც არა­ფე­რი - ეს ნო­მენკლა­ტუ­რის მე­ტას­ტა­ზე­ბია! რო­გორ ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნი ასე ვე­რა­ფე­რი შე­იგ­ნოს, ვერ და­ი­ნა­ხოს, რომ რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ნა­მუს­შე­ლა­ხუ­ლი სის­ტე­მის ნა­წი­ლია და ასეთ სის­ტე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ნა­მუ­სი ილა­ხე­ბა ბო­ლომ­დე! რო­გორ ირ­გებ იმას, რის გა­გე­ბა­შიც არა ხარ - ასეთ ადა­მი­ნებს, სამ­ყა­რო ერთი დიდი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოფი­სი ჰგო­ნი­ათ, სა­დაც ოთა­ხი­დან ოთახ­ში შე­გიძ­ლია სინ­დის­გან გა­მონ­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა იყი­ა­ლო ალა­ლად! იუს­ტი­ცი­ა­ში რომ და­ნიშ­ნეს და მერე დიპ­ლო­მე­ბი აჩ­ვე­ნე­ბი­ნეს, რომ სპე­ცი­ა­ლი­ტია დარ­გის, აქ კულ­ტუ­რა­ში რა დიპ­ლომს გვაჩ­ვე­ნებს? მაგ­რამ ისე­თი პირი უჩანს და ეს ისე­თი კა­ლიბ­რის ადა­მი­ა­ნია, რომ დიპ­ლო­მი არ უშ­ვე­ლის უნა­მუ­სო­ბას - მი­ნის­ტრო­ბა ეტყო­ბა ნათ­ლო­ბი­სას ნათ­ლი­ამ და­ა­ნათ­ლა და იშ­ნობს გა­ნუ­წყვეტ­ლივ! სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ნე­ბი რომ არ­სე­ბობს სამ­ყა­როს ნორ­მაა, მაგ­რამ თავ­ზე რომ მო­გა­ჯე­ნენ ეს კი დრა­მაა, თუ ტრა­გე­დია არა!!! და­თა­გეთ, მი­აწ­ვდი­ნეთ - ეგებ გამ­ცეს პა­სუ­ხი თა­ვი­სი, სკო­ლის ენაკ­ვი­მა­ტი გო­გო­ჭი­ნას სტილ­ში!" - წერს გია ეძგვე­რა­ძე.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის იმა­ვე გან­ცხა­დე­ბას ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა კი­დევ ერთი მხატ­ვა­რი თედო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი:

"მო­რი­გი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და მა­სა­ზე გათ­ვლი­ლი გან­ცხა­დე­ბა, ჩემ­თვის რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის­თვის დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა. სა­ში­ნე­ლე­ბა ისაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის­თვის ეს სა­სი­კე­თო ინი­ცი­ა­ტი­ვად აღიქ­მე­ბა. ამ ქვეყ­ნის ყვე­ლა დრო­ის ხე­ლი­სუ­ფალ­თა 99 მა პრო­ცენ­ტმა უკან ამო­ის­ვა რიგი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და არც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როა გა­მო­ნაკ­ლი­სი, ოღონ­დაც ხმე­ბი და­ი­წე­რონ! სიყ­ვა­რულს და თა­ვი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სუ­ფა­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სუ­ლის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი იძ­ლე­ვა და არა გან­ზრახ და­ვა­ლე­ბუ­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და", - წერს თედო რეხ­ვი­აშ­ვი­ლი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "იმე­დის დი­ლა­ში" აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კულ­ტუ­რის სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"ჩემი აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­ა­ფი­ნან­სოს ისე­თი ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხელს უწყობს და აქ გა­მოვ­ყოფ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებს, მათ უნერ­გავს სამ­შობ­ლო­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს... ეს ფილ­მე­ბი აძ­ლევს სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რა არის დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო. ამ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბებ­ში, კი­დევ უფრო ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცევ ჯგუ­ფად უნდა გა­მოვ­ყოთ ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ოკუ­პა­ცი­ის გამო დევ­ნილ­თა მე­სა­მე, მე­ო­თხე თა­ო­ბაა. მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლია აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი. ეს მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია და ჩემი აზ­რით, ხე­ლოვ­ნე­ბა ამა­საც უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 19 მარტს და­ი­ნიშ­ნა. მას შემ­დეგ, წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­სა­მარ­თით სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა სფე­როს არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ა­კე­თა და პოსტზე მისი და­ნიშ­ვნა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
0

გია სტაფილო ისევ გიყვარს?

გია
65

დიდ-დიდი ზეპურნო მხატვარნო, რეხვიაშვილო და ეძგვერაძე! თქვენი ცნობილობის რა მოგახსენოთ, დავბერდი კაცი და თქვენი ჩანახატიც კი არ არის სადმე ცნობილი. რა გეტაკათ ამ "მხატვრებს", უცბად რო სულის თავისუფლების დათრგუნა იგრძენით ამ პატარა ქალისაგან. აა, მიშა მოგენატრათ ხო? აი, მის დროს იყო თავისუფლება, თუ იყო. ვაი, თქვენს პატრონს....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როგორ ირგებ იმას, რის გაგებაშიც არ ხარ?!... კულტურაში რა დიპლომს გვაჩვენებს? მაგრამ ისეთი კალიბრის ადამიანია, დიპლომი არ უშველის უნამუსობას" - მხატვარი თეა წულუკიანზე

"როგორ ირგებ იმას, რის გაგებაშიც არ ხარ?!... კულტურაში რა დიპლომს გვაჩვენებს? მაგრამ ისეთი კალიბრის ადამიანია, დიპლომი არ უშველის უნამუსობას" - მხატვარი თეა წულუკიანზე

"სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს", - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ამ განცხადებას, რომელიც მან "იმედზე" გააკეთა, მხატვარი გია ეძგვერაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ეს ძველმანი ფსიქიკის მატარებელი ადამიანები კულტურის სათავეში! კლინიკაა ნამდვილი - წინას როლინგსტონების ჩამოყვანა ეგონა საქართველოში კულტურის უზენაესი აქტი, ეს კი პირდაპირ იდეოლოგიურ ლოზუნგებს აყენებს, პირდაპირ მიგვითითებს ფსიქიკა რითი უნდა იყოს ამოვსებული. იუსტიციიდან კულტურაში რომ გადმოსახლდები უნამუსოდ და ასე შეიფერებ, ვითომც არაფერი - ეს ნომენკლატურის მეტასტაზებია! როგორ ახერხებს ადამიანი ასე ვერაფერი შეიგნოს, ვერ დაინახოს, რომ რაღაც წარმოუდგენელი, ნამუსშელახული სისტემის ნაწილია და ასეთ სისტემაში მონაწილეობით ადამიანის პირადი ნამუსი ილახება ბოლომდე! როგორ ირგებ იმას, რის გაგებაშიც არა ხარ - ასეთ ადამინებს, სამყარო ერთი დიდი ადმინისტრაციული ოფისი ჰგონიათ, სადაც ოთახიდან ოთახში შეგიძლია სინდისგან გამონთავისუფლებულმა იყიალო ალალად! იუსტიციაში რომ დანიშნეს და მერე დიპლომები აჩვენებინეს, რომ სპეციალიტია დარგის, აქ კულტურაში რა დიპლომს გვაჩვენებს? მაგრამ ისეთი პირი უჩანს და ეს ისეთი კალიბრის ადამიანია, რომ დიპლომი არ უშველის უნამუსობას - მინისტრობა ეტყობა ნათლობისას ნათლიამ დაანათლა და იშნობს განუწყვეტლივ! სამარცხვინო ადამინები რომ არსებობს სამყაროს ნორმაა, მაგრამ თავზე რომ მოგაჯენენ ეს კი დრამაა, თუ ტრაგედია არა!!! დათაგეთ, მიაწვდინეთ - ეგებ გამცეს პასუხი თავისი, სკოლის ენაკვიმატი გოგოჭინას სტილში!" - წერს გია ეძგვერაძე.

თეა წულუკიანის იმავე განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში ეხმაურება კიდევ ერთი მხატვარი თედო რეხვიაშვილი:

"მორიგი პროპაგანდისტული და მასაზე გათვლილი განცხადება, ჩემთვის როგორც ხელოვანისთვის დიდი შეურაცხყოფა. საშინელება ისაა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ეს სასიკეთო ინიციატივად აღიქმება. ამ ქვეყნის ყველა დროის ხელისუფალთა 99 მა პროცენტმა უკან ამოისვა რიგი მთავარი ფასეულობებისა და არც ხელოვნების სფეროა გამონაკლისი, ოღონდაც ხმები დაიწერონ! სიყვარულს და თავისუფლებას თავისუფალი და სიყვარულით სავსე სულისმიერი პროდუქტი იძლევა და არა განზრახ დავალებული და წახალისებული პროპაგანდა", - წერს თედო რეხვიაშვილი.

თეა წულუკიანმა "იმედის დილაში" აღნიშნული განცხადება კულტურის სფეროს დაფინანსების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

"ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ისეთი ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ხელს უწყობს და აქ გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს, მათ უნერგავს სამშობლოსა და თავისუფლების სიყვარულს... ეს ფილმები აძლევს სწორ ინფორმაციას, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო. ამ ახალგაზრდა თაობებში, კიდევ უფრო ყურადღებამისაქცევ ჯგუფად უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე, მეოთხე თაობაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ მშობლიური ადგილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს მტკივნეული საკითხია და ჩემი აზრით, ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, 19 მარტს დაინიშნა. მას შემდეგ, წულუკიანის მისამართით სკანდალური განცხადება სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა და პოსტზე მისი დანიშვნა გააპროტესტა.