პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე
"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ მე­დი­ა­ტორ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­დი­ა­ცი­ით გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი­სა და „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთი მე­წი­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე ულ­ტი­მა­ტუ­მი და­ა­ყე­ნა. რო­გორც მან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლას მიერ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რად­გან გა­ყალ­ბე­ბის ვერც ერთი პუნ­ქტი ვერ დამ­ტკიც­და.

„ოპო­ზი­ცი­ამ და­ა­ყე­ნა ულ­ტი­მა­ტუ­მი ორ მთა­ვარ სა­კი­თხზე, ერთი ეხე­ბო­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის თე­მას, მათი ულ­ტი­მა­ტუ­მი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ორი­დან ერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, ეს იყო რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ყო­ველ­გვა­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბა და პლე­ბის­ცი­ტი. ეს იყო ულ­ტი­მა­ტუ­მი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც შე­გახ­სე­ნებთ, და­ნი­ელ­სო­ნის დო­კუ­მენ­ტი სა­ერ­თოდ არ ეხე­ბო­და არ­ჩევ­ნებს, რაც იმის დას­ტუ­რია, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არის ყვე­ლას მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ვერც ერთი პუნ­ქტი ვერ დამ­ტკიც­და და ვერც დამ­ტკიც­დე­ბა იმი­ტომ, რომ ასე­თი რამ ბუ­ნე­ბა­ში არ მომ­ხდა­რა. მე­ო­რე ულ­ტი­მა­ტუ­მი ეხე­ბო­და რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ამას­თან დაკ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბიც კი დავ­სვით. მა­გა­ლი­თად, თქვენ გაქვთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა კავ­ში­რი აქვს რუ­რუ­ას პო­ლი­ტი­კას­თან? თუ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ვი­ღაც არა­ლე­გა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბით აფი­ნან­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კას, ეს სა­ერ­თოდ სხვა და­ნა­შა­უ­ლია, უფრო მძი­მე, ვიდ­რე ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რომ „მან სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად და­ი­ჭი­რა“.

„ნიკა მე­ლი­ამ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი თქვა, უფრო მე­ტიც გა­მო­ვი­და მძი­მედ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბით, „არ გა­და­ვიხ­დი, ვერ და­მი­ჭერთ“ და ერ­თა­დერ­თი შან­სი და­უ­ტო­ვა სა­ხელ­მწი­ფოს, რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ემოქ­მე­და. მის ნა­ბი­ჯებს მოჰ­ყვა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა. მან სა­კუ­თა­რი თავი თვი­თონ და­ი­პა­ტიმ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მე­ლია ვი­ღა­ცამ და­ა­პა­ტიმ­რა და შემ­დეგ ამით ვაჭ­რობს, ეს წმინ­და წყლის სპე­კუ­ლა­ცი­აა. მე­ლი­ამ თვი­თონ და­ი­ჭი­რა სა­კუ­თა­რი თავი“,-გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. შეხ­ვედ­რა­ზე მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე მათ მი­ერ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­აც­ნეს. მხა­რე­ე­ბი დო­კუ­მენტზე 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­დნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მე­დი­ა­ცი­ის მე­ო­რე რა­უნ­დიც უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gc
13

vin gdia rurua? nakhes aq prisionera!!!!)))))) mogalateebiiii!!!!!

gio
8

რას თამაშობს ეს სექტა? ხალხის მოთმინებას ცდის, თუ რა უნდათ? სანამ ბოკერია და უგულავა და კიდევ სხვა " პატრიოტი პოლიტიკოსი" ხელისუფლებაში არ წამოსკუპდება, სულ არჩევნები უნდა ტარდებოდეს??

ავტორი:

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ მედიატორ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების დროს რიგგარეშე არჩევნებისა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე ულტიმატუმი დააყენა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არჩევნები ყველას მიერ არის აღიარებული, რადგან გაყალბების ვერც ერთი პუნქტი ვერ დამტკიცდა.

„ოპოზიციამ დააყენა ულტიმატუმი ორ მთავარ საკითხზე, ერთი ეხებოდა რიგგარეშე არჩევნების თემას, მათი ულტიმატუმი ითვალისწინებდა ორიდან ერთ ალტერნატივას, ეს იყო რიგგარეშე არჩევნების ყოველგვარი პირობების გარეშე ჩატარება და პლებისციტი. ეს იყო ულტიმატუმი, რომელიც არჩევნებს უკავშირდებოდა მაშინ, როდესაც შეგახსენებთ, დანიელსონის დოკუმენტი საერთოდ არ ეხებოდა არჩევნებს, რაც იმის დასტურია, რომ ეს არჩევნები არის ყველას მიერ აღიარებული, რადგან არჩევნების გაყალბების ვერც ერთი პუნქტი ვერ დამტკიცდა და ვერც დამტკიცდება იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა. მეორე ულტიმატუმი ეხებოდა რურუას გათავისუფლებას, ამასთან დაკშირებით კითხვებიც კი დავსვით. მაგალითად, თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? თუ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს საქართველოში პოლიტიკას, ეს საერთოდ სხვა დანაშაულია, უფრო მძიმე, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „მან საკუთარი თავი თავად დაიჭირა“.

„ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, უფრო მეტიც გამოვიდა მძიმედ შეურაცხმყოფელი განცხადებით, „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“ და ერთადერთი შანსი დაუტოვა სახელმწიფოს, რომ კანონის შესაბამისად ემოქმედა. მის ნაბიჯებს მოჰყვა მელიას დაპატიმრება. მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მელია ვიღაცამ დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა. მელიამ თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი“,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

"...ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე გახარიას გუნდზე?

"...ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია!" - რა მიმართვას უგზავნის ანდრიუს კუბილიუსი "ნაციონალურ მოძრაობას"?

"მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება" - ფოთის და მარტვილის მერების მოადგილეები თანამდებობას ტოვებენ და გახარიას გუნდს უერთდებიან