სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა
"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა

კი­სის­ხე­ველ­მა ავ­ტო­მე­ქა­ნი­კოს­მა თა­მაზ მეტ­რე­ველ­მა ცხოვ­რე­ბის და "ელე­ნეს" აწყო­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო. 30 წლის წინ სა­კუ­თა­რი ხე­ლით "სა­თო­ნე­ში" და­ი­წყო რეტ­რო "კაბ­რი­ო­ლე­ტის" შექ­მნა და ვი­ნა­ი­დან მის დიდ სიყ­ვა­რულს უკავ­შირ­დე­ბო­და, ავ­ტო­მო­ბილს მე­უღ­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა.

"ახლა მე­და­ვე­ბი­ან, რა­ტომ ოთხად­გი­ლი­ა­ნი არ გა­ა­კე­თეო. სხვა მან­ქა­ნა მყავ­და და ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემი მე­უღ­ლის­თვის, ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ავა­წყე, რად მინ­დო­და ოთხი­ა­ნი, ორი კა­ციც საკ­მა­რია", - გვე­უბ­ნე­ბა თა­მაზ მეტ­რე­ვე­ლი და AMBEBI.GE-ს "ელე­ნეს" შე­სა­ხებ მო­უ­თხრობს, რო­მე­ლიც სამი ათე­უ­ლი წე­ლია, მნახ­ვე­ლე­ბის მო­ნუს­ხვას ახერ­ხებს, მას კი ერ­თგულ მეგ­ზუ­რო­ბას უწევს.

"ეს იყო პე­ტერ­ბურ­გში... უჰ, რამ­დე­ნი ხნის წინ იყო, ლა­მის 30 წე­ლია, რაც ეს მან­ქა­ნა ავა­წყე. თე­ლა­ვის ახ­ლოს, სო­ფელ კი­სის­ხევ­ში ვცხოვ­რობ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი და მთე­ლი ქა­ლა­ქი ცნობ­და ჩემს "კაბ­რი­ო­ლეტს”. ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­ი­წყო, რომ 1990 წელს თე­ატ­რში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და, დიდი სი­ყავ­რუ­ლი გვქონ­და და შე­ვუღლდით კი­დეც. ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბი მიყ­ვარს ძა­ლი­ან, სულ მინ­დო­და, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ცოლი რომ მო­ვიყ­ვა­ნე. ვხუმ­რობ ხოლ­მე, ბავ­შვე­ბის და მან­ქა­ნის კე­თე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­ვი­წყე. მე­უღ­ლეც მეხ­მა­რე­ბო­და რა­ღა­ცე­ებ­ში, გვერ­დში მედ­გა, ხან ჩაის მო­მაწ­ვდი­და, ხან რას და მან­ქა­ნაც ნელ-ნელა აე­წყო, 1993 წელს და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა. რეტ­როა, ძვე­ლი დი­ზა­ი­ნით, პა­ტა­რა, ორად­გი­ლი­ა­ნი.

თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი და ამ მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის გარ­და, სხვა მან­ქა­ნაც მყავ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით სულ "კაბ­რი­ო­ლე­ტით" დავ­დი­ვარ. მე­უღ­ლე როცა მეხ­მა­რე­ბო­და მან­ქა­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, მე­უბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, რას და­არ­ქმე­ვო. ვუ­თხა­რი, ამას შენ მო­გი­ძღვნი, რო­გორც ჩემს სიყ­ვა­რულს-თქო და მისი სა­ხე­ლი – ელე­ნე და­ვარ­ქვი. ელე­ნემ სამი ბიჭი მა­ჩუ­ქა... ავ­ტო­მან­ქა­ნა­მაც კარ­გი ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მი­წია. ბენ­ზინ­ზე მუ­შა­ობს, შიგა წვის ძრა­ვა აქვს. მა­შინ ჟი­გუ­ლე­ბი იყო მა­სი­უ­რად და მისი ნა­წი­ლე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე. პრო­ფე­სი­ით ავ­ტო­მე­ქა­ნი­კო­სი ვარ და არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ზოგი ნა­წი­ლი მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე, ზო­გიც - მა­ჩუ­ქეს, ახლა ჭირს ეს თო­რემ... მერე ჩემი სა­თო­ნე­ში აწყო­ბი­ლი “ელე­ნე” თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე გა­სა­ფორ­მებ­ლად, “გაი”-ში, შე­ა­მოწ­მეს ინ­ჟინ­რებ­მა, “გონ­ში­კებ­მა”... მახ­სოვს, ვი­ღაც ბაგ­რა­ტი­ო­ნი იყო... ჩემ­მა მან­ქა­ნამ მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გა­მი­ფორ­მეს.

რამ­დე­ნი­მე წელი ვი­მუ­შა­ვე თბი­ლის­ში, გლ­დან­ში და იქ მო­დი­ო­და ტა­რი­ელ ტრა­პა­ი­ძე - იმ დროს გა­ზე­თი "გლ­და­ნი" გა­მო­დი­ო­და და მისი რე­დაქ­ტო­რი იყო, ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და გა­ზე­თებ­შიც ვი­ბეჭ­დე­ბო­დი, გვი­ღებ­დნენ სუ­რა­თებს... მერე, წე­რე­თელ­ზე იყო გა­მო­ფე­ნა და იქ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თბი­ლი­სო­ბა­ზეც გა­მოვ­დი­ო­დი. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ჩემს მან­ქა­ნას ყვე­ლა ცნობ­და, ყვე­ლა თვალს აყო­ლებ­და.

"ელე­ნე" ტენ­ტი­ა­ნი "კაბ­რი­ო­ლე­ტია", ორად­გი­ლი­ა­ნი. ახლა მე­და­ვე­ბი­ან, რა­ტომ ოთხად­გი­ლი­ა­ნი არ გა­ა­კე­თეო. სხვა მან­ქა­ნა მყავ­და და ეს ჩემი მე­უღ­ლის­თვის გა­ვა­კე­თე, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის და რად მინ­დო­და ოთხი­ა­ნი, ორი კაცი საკ­მა­რია.

სამ­წუ­ხა­როდ, მას მერე აღარ მიც­დია ახ­ლის შექ­მნა, ეს ქვე­ყა­ნა აი­რია-და­ი­რია, ყვე­ლა­ფე­რი უკან წა­ვი­და, მან­ქა­ნის აწყო­ბა კი არა, ადა­მი­ან­მა ოღონდ ლუკ­მა-პური იშო­ვოს. მა­შინ უფრო ად­ვი­ლი იყო, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც იყო, გა­მო­ნაც­ვალ, ძველ ნა­წი­ლებს მჩუქ­ნიდ­ნენ, ოღონდ რამე გა­ა­კე­თე, ძმა­ოო და ახლა კიდე ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლია. თან ოჯა­ხი, სამი ბიჭი, ასაკ­მაც მო­მი­წია.

კი­სის­ხევ­ში ჩემი სახ­ლი ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­სა­ვი­თაა, გზის­პი­რას ვცხოვ­რობ და ხში­რად შე­მო­დი­ან უცხო­ე­ლე­ბი. ჩვენ­თან ახ­ლო­საა გერ­მა­ნე­ლე­ბის სას­ტუმ­რო "შუხ­მა­ნის ღვი­ნის სახ­ლი" და უცხო­ე­ლე­ბი რომ აივ­ლი­ან-ჩა­ივ­ლი­ან, ყვე­ლა­ნი ჩვენ­თან შე­მო­დი­ან, სუ­რა­თებს იღე­ბენ, აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­დი­ან და არის ერთი ამ­ბა­ვი. მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ გა­ა­კე­თეო და ჩა­ქუჩს და ბრტყელ­ტუ­ჩას ვუჩ­ვე­ნებ და უკ­ვირთ, რა თქმა უნდა. იმ­დე­ნად ლა­მა­ზი იყო, ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. “ელე­ნე” ჩემი სი­ა­მა­ყეა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა

"ვხუმრობ, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყეთქო" - "სათონეში" აწყობილი "კაბრიოლეტის" ამბავი, რომელსაც კახელმა მექანიკოსმა ცოლის სახელი დაარქვა

კისისხეველმა ავტომექანიკოსმა თამაზ მეტრეველმა ცხოვრების და "ელენეს" აწყობა ერთდროულად დაიწყო. 30 წლის წინ საკუთარი ხელით "სათონეში" დაიწყო რეტრო "კაბრიოლეტის" შექმნა და ვინაიდან მის დიდ სიყვარულს უკავშირდებოდა, ავტომობილს მეუღლის სახელი დაარქვა.

"ახლა მედავებიან, რატომ ოთხადგილიანი არ გააკეთეო. სხვა მანქანა მყავდა და ეს სპეციალურად ჩემი მეუღლისთვის, ჩემი სიყვარულისთვის ავაწყე, რად მინდოდა ოთხიანი, ორი კაციც საკმარია", - გვეუბნება თამაზ მეტრეველი და AMBEBI.GE-ს "ელენეს" შესახებ მოუთხრობს, რომელიც სამი ათეული წელია, მნახველების მონუსხვას ახერხებს, მას კი ერთგულ მეგზურობას უწევს.

"ეს იყო პეტერბურგში... უჰ, რამდენი ხნის წინ იყო, ლამის 30 წელია, რაც ეს მანქანა ავაწყე. თელავის ახლოს, სოფელ კისისხევში ვცხოვრობ, წლების განმავლობაში თბილისში ვმუშაობდი და მთელი ქალაქი ცნობდა ჩემს "კაბრიოლეტს”. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 1990 წელს თეატრში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე მუშაობდა, დიდი სიყავრული გვქონდა და შევუღლდით კიდეც. ძველი მანქანები მიყვარს ძალიან, სულ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა და ცოლი რომ მოვიყვანე. ვხუმრობ ხოლმე, ბავშვების და მანქანის კეთება ერთდროულად დავიწყე. მეუღლეც მეხმარებოდა რაღაცეებში, გვერდში მედგა, ხან ჩაის მომაწვდიდა, ხან რას და მანქანაც ნელ-ნელა აეწყო, 1993 წელს დავასრულე მუშაობა. რეტროა, ძველი დიზაინით, პატარა, ორადგილიანი.

თბილისში ვმუშაობდი და ამ მანქანით დავდიოდი წლების განმავლობაში. ამის გარდა, სხვა მანქანაც მყავდა, ზაფხულობით სულ "კაბრიოლეტით" დავდივარ. მეუღლე როცა მეხმარებოდა მანქანის მშენებლობაში, მეუბნებოდა ხოლმე, რას დაარქმევო. ვუთხარი, ამას შენ მოგიძღვნი, როგორც ჩემს სიყვარულს-თქო და მისი სახელი – ელენე დავარქვი. ელენემ სამი ბიჭი მაჩუქა... ავტომანქანამაც კარგი ერთგული სამსახური გამიწია. ბენზინზე მუშაობს, შიგა წვის ძრავა აქვს. მაშინ ჟიგულები იყო მასიურად და მისი ნაწილები გამოვიყენე. პროფესიით ავტომექანიკოსი ვარ და არ გამჭირვებია. ზოგი ნაწილი მაღაზიაში შევიძინე, ზოგიც - მაჩუქეს, ახლა ჭირს ეს თორემ... მერე ჩემი სათონეში აწყობილი “ელენე” თბილისში ჩამოვიყვანე გასაფორმებლად, “გაი”-ში, შეამოწმეს ინჟინრებმა, “გონშიკებმა”... მახსოვს, ვიღაც ბაგრატიონი იყო... ჩემმა მანქანამ მოთხოვნები დააკმაყოფილა და გამიფორმეს.

რამდენიმე წელი ვიმუშავე თბილისში, გლდანში და იქ მოდიოდა ტარიელ ტრაპაიძე - იმ დროს გაზეთი "გლდანი" გამოდიოდა და მისი რედაქტორი იყო, ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები და გაზეთებშიც ვიბეჭდებოდი, გვიღებდნენ სურათებს... მერე, წერეთელზე იყო გამოფენა და იქ მივიღე მონაწილეობა, თბილისობაზეც გამოვდიოდი. თბილისის ქუჩებში ჩემს მანქანას ყველა ცნობდა, ყველა თვალს აყოლებდა.

"ელენე" ტენტიანი "კაბრიოლეტია", ორადგილიანი. ახლა მედავებიან, რატომ ოთხადგილიანი არ გააკეთეო. სხვა მანქანა მყავდა და ეს ჩემი მეუღლისთვის გავაკეთე, ჩემი შეყვარებულისთვის და რად მინდოდა ოთხიანი, ორი კაცი საკმარია.

სამწუხაროდ, მას მერე აღარ მიცდია ახლის შექმნა, ეს ქვეყანა აირია-დაირია, ყველაფერი უკან წავიდა, მანქანის აწყობა კი არა, ადამიანმა ოღონდ ლუკმა-პური იშოვოს. მაშინ უფრო ადვილი იყო, ამის საშუალებაც იყო, გამონაცვალ, ძველ ნაწილებს მჩუქნიდნენ, ოღონდ რამე გააკეთე, ძმაოო და ახლა კიდე ყველაფერი ფულია. თან ოჯახი, სამი ბიჭი, ასაკმაც მომიწია.

კისისხევში ჩემი სახლი ფოტოატელიესავითაა, გზისპირას ვცხოვრობ და ხშირად შემოდიან უცხოელები. ჩვენთან ახლოსაა გერმანელების სასტუმრო "შუხმანის ღვინის სახლი" და უცხოელები რომ აივლიან-ჩაივლიან, ყველანი ჩვენთან შემოდიან, სურათებს იღებენ, აღტაცებაში მოდიან და არის ერთი ამბავი. მეკითხებიან, როგორ გააკეთეო და ჩაქუჩს და ბრტყელტუჩას ვუჩვენებ და უკვირთ, რა თქმა უნდა. იმდენად ლამაზი იყო, ყველა გაოგნებული იყო. “ელენე” ჩემი სიამაყეა.

"აუცილებლად უნდა შემოვკრათ "განგაშის ზარებს", რადგან უცბათ შეიძლება, ნახტომისებური ზრდა იყოს ქვეყანაში" - გამყრელიძე

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."