ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ მასაც ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რაც სისუსტეში გამოიხატა, თუმცა საგანგაშო არაფერია.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აცრის შემდეგ, მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინას ყოველთვის არ აქვს გართულებები.
"თავს კარგად ვგრძნობ, მეც მქონდა გვერდითი მოვლენები, ეს იყო გამოხატული სისუსტეში, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. სხვა საგანგაშო არანაირი სიმპტომი არ მქონია. ალბათ აკვირდებით რომ მთელი კვირა აქტიურად განვაგრძნობთ მუშაობას.
ეს ადასტურებს იმას, რომ "ასტრაზენეკას" ყველა შემთხვევაში არ აქვს საკმაოდ რთული გამოსავლები. აქედან გამომდინარე, ალბათ კარგი იქნება რომ ვენდოთ მასაც, ისევე როგორც "ფაიზერს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ 23 მარტს აიცრა.
ვიტამინზეც გვერდითი მოვლენები გააქვს? :)))
ტყუილად გიხარია,თუ შეგხვდა ბრიტანული ვარიანტი ბ.1.1.7 ან აფრიკული ვარიანტი ბ.1.351 მაშინ ეგ ასტრა ზენეკა ვერ დაგიცავს. ფაიზერი კი იცავს მაგ ვირუსებისაგან.ბრიტანული დომინანტია ყველგან და შეიძლება უკვე ჩვენთანაც.