დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები ჯერჯერობით მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა თუ რეალური საფრთხე გაჩნდება, მერიას შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა უკვე აქვს.
როგორც ბენდელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, მეწყერი ჯერ დასტაბილურებული არ არის და მერია ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის.
"ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას, მათ სიჩქარეს. რამდენიმე ექსპერტის მიერ შედგენილია რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტი, ასევე მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და გადაწყვეტილია, რომ ამ ეტაპზე იქ საფრთხე არ არის, მაგრამ თუ პროცესები გაუარესდება და რეალური საფრთხე იარსებებს მოსახლეობასთან მიმართებით, მზად ვართ, შესაბამისი სამსახურებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად.
დაგეგმილი გვაქვს, რომ უშუალოდ ფერდს ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დავუბრუნოთ. ეს შექმნის წინაღობას თვითონ ამ მეწყერის გადაადგილებასთან მიმართებით. ამის შემდეგ ეს გადაადგილება იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო და შემდგომ შეგვეძლება უშუალოდ მეწყერულ არეალში სამუშაოების დაწყება. შესაბამისი სამსახურების მიერ შედგენილია ევაკუაციის გეგმა. ამის გამოყენების აუცილებლობა დღეს არ არსებობს, თუმცა ბოლომდე მართვად სისტემასთან არ გვაქვს საქმე. მეწყერი ჯერ არ არის დასტაბილურებული და პროგრესირებს შესაბამისად, ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ.
გვაქვს კონკრეტული მონაცემი, რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეწყრულმა პროცესებმა მიიღოს მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა. შესაბამისად თუ ამის აუცილებლობა არ დადგა, წინასწარ მოსახლეობის გაყვანა და მათთვის მინიმალური მოცულობის დისკომფორტის შექმნა, ჩვენი მიზანი არ არის. მაგრამ თუ დადგა ეტაპი, რომ აუცილებელი იქნება მოსახლეობის გაყვანა, გვაქვს ევაკუაციის კონკრეტული გეგმა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“,- განაცხადა ბენდელიანმა.
ბოლო წლებში ისეთი მასშტაბები მიიღო ჩინოვნიკების დაუსჯელობის განცდამ, სრულად დაკარგეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა "ჩაფლავებული საქმის" ასახსნელად მაგიური სიტყვები "9 წელი" აღარ კმარა. :-(((. აი ნახეთ რას ამბობს ეს ახალგაზრდა კაცი... ნეტავ თუ შესაძლებელია ჩინოვნიკის მხრიდან მეტი ცინიზმი და აბუჩად აგდება?! ---"დაგეგმილი გვაქვს, რომ უშუალოდ ფერდს ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დავუბრუნოთ"--- ჯერ მაგ ფერდს მთელი აღმოსავლეთის საყრდენი მოაჭრეს გზისთვის, მერე ორი თვის წინ, კიდევ ერთი 3-4 მეტრი ჩამოაჭრეს მთას (გზაა გააფართოვეს), მერე ძირში უზარმაზარი ტრანშე გაჭრეს, მინ 4 მეტრის სირღმის და 4 მეტრი სიგანის, წყლის და კანალიზაციის მილებისთვის და ამის მერე მერიას თურმე გეგმაში აქვს, მთას ბუნებრივი მდგომარეობა დაუბრუნოს!!! :-(( მერის მოადგილეა თუ მუჰამედი :-)))
ზუსტად ეგეთი გეგმა მოუმწიფდა თავში პიპინია ერისთავს ქალაქგარეთ ეკალას კრეფის დროს და ერთადერთი გარემოება, რომელმაც მეტ-ნაკლებად დააეჭვა კავალერიის ყოფილი პოლკოვნიკი, - მითხარით, გეთაყვა, ეკალა გემრიელია?!...