პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?
"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კის პრო­ფე­სო­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის (ISAPS) წევ­რი გია გვა­რა­მია კო­ვიდ 19-ის აც­რას და დერ­მა­ლუ­რი ფი­ლე­რე­ბის გარ­თუ­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

კო­ვიდ 19-ს აც­რას და დერ­მა­ლუ­რი ფი­ლე­რე­ბის გარ­თუ­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის შე­სა­ხებ.

"FDA მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­ვიდ-19-ის აც­რას და ფი­ლე­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბებს შო­რის კავ­ში­რი პირ­ვე­ლად იქნა აღ­წე­რი­ლი 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, Moderna COVID-19 გა­მოც­დის პე­რი­ოდ­ში. გა­მოვ­ლინ­და 3 შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ხის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში, ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვის ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნის ად­გილ­ზე გან­ვი­თარ­და შე­შუ­პე­ბა. სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ში შე­შუ­პე­ბამ გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე დღე­ში, და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ. სა­დღე­ი­სოდ, მი­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე მი­ლი­ო­ნო­ბით აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ფი­ლე­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი უაღ­რე­სად იშ­ვი­ა­თია.

გარ­თუ­ლე­ბა ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შე­შუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნის ად­გილ­ზე, აც­რი­დან პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე გა­დის. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია გარ­თუ­ლე­ბა ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნი­დან 1, 1-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მსგავ­სი გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ არის იშ­ვი­ა­თი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დე­გაც. სა­დღე­ი­სოდ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დერ­მა­ლუ­რი ფი­ლე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ით­ვლე­ბა კო­ვიდ-19 ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგჩ­ვე­ნე­ბად და არ მო­აზ­რე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­დე­ბის მი­ზე­ზად.

კო­ვიდ-19 და­ა­ვა­დე­ბის რის­კი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლი ფი­ლე­რის გარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამე­რი­კის ეს­თე­ტი­კუ­რი და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის და სხვა პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­სურ­ვე­ლია თავი შე­ი­კა­ვოთ დერ­მა­ლუ­რი ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან კო­ვიდ-19 აც­რის გა­კე­თე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე და გა­კე­თე­ბის შემ­დეგ 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე, აც­რის დო­ზებს შო­რის შუ­ა­ლედ­ში.

ანა­ლო­გი­უ­რად, სა­დღე­ი­სოდ არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, დერ­მა­ლუ­რი ფი­ლე­რე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნონ უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა, მით უფრო, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­თუ­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არის აღ­წე­რი­ლი. აც­რის გა­კე­თე­ბის წინ აუ­ცი­ლებ­ლად გა­აფრ­თხი­ლეთ მედ­პერ­სო­ნა­ლი, ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ადრე ფი­ლე­რის შეყ­ვა­ნა­ზე გქონ­დათ გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­შუ­პე­ბე­ბი ან სხვა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. ბო­ტუ­ლი­ნის ტოქ­სინ­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­თუ­ლე­ბა არ არის აღ­წე­რი­ლი.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ".

მკითხველი
0

80 პროცენტი ქალების ფილერებით და ბოტოქსებით არის აწყობილი დააა.აცრა არამგონია გაიკეთონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

"აცრის წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი" - რას წერს გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრის გართულებასა და ფილერებს შორის არსებულ კავშირზე?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორი და ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISAPS) წევრი გია გვარამია კოვიდ 19-ის აცრას და დერმალური ფილერების გართულებს შორის არსებული კავშირის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

კოვიდ 19-ს აცრას და დერმალური ფილერების გართულებს შორის არსებული კავშირის შესახებ.

"FDA მონაცემებით, კოვიდ-19-ის აცრას და ფილერების გართულებებს შორის კავშირი პირველად იქნა აღწერილი 2020 წლის დეკემბერში, Moderna COVID-19 გამოცდის პერიოდში. გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც სახის სხვადასხვა მიდამოში, ჰიალურონის მჟავის ფილერის შეყვანის ადგილზე განვითარდა შეშუპება. სამივე შემთხვევაში შეშუპებამ გაიარა რამდენიმე დღეში, დამატებითი მკურნალობის შემდეგ. სადღეისოდ, მიხედავად იმისა, რომ უკვე მილიონობით აცრაა ჩატარებული, ფილერების გართულებების შემთხვევები უაღრესად იშვიათია.

გართულება ძირითადად გამოიხატება შეშუპების განვითარებით ფილერის შეყვანის ადგილზე, აცრიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის გარეშე გადის. ცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ მკურნალობას.

განსაკუთრებით ხშირია გართულება ფილერის შეყვანიდან 1, 1-5 წლის განმავლობაში. მსგავსი გართულებები არ არის იშვიათი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგაც. სადღეისოდ არსებული მონაცემებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დერმალური ფილერების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ითვლება კოვიდ-19 ვაქცინაციის ჩატარების წინააღმდეგჩვენებად და არ მოაზრება ვაქცინაციის გადადების მიზეზად.

კოვიდ-19 დაავადების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული ფილერის გართულების განვითარების რისკი. ამერიკის ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის და სხვა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, სასურველია თავი შეიკავოთ დერმალური ფილერის გამოყენებისგან კოვიდ-19 აცრის გაკეთებამდე 2 კვირით ადრე და გაკეთების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში, ასევე, აცრის დოზებს შორის შუალედში.

ანალოგიურად, სადღეისოდ არ არსებობს მიზეზი, დერმალური ფილერები არ გამოიყენონ უკვე ვაქცინირებულმა პაციენტებმა, მით უფრო, რომ ვაქცინაციის შემდეგ ჩატარებული ფილერის შეყვანის პროცედურების შემდეგ, ჯერჯერობით გართულების არც ერთი შემთხვევა არ არის აღწერილი. აცრის გაკეთების წინ აუცილებლად გააფრთხილეთ მედპერსონალი, ფილერის გამოყენების ეპიზოდის შესახებ, განსაკუთრებით, თუ ადრე ფილერის შეყვანაზე გქონდათ გამოხატული შეშუპებები ან სხვა ალერგიული რეაქცია. ბოტულინის ტოქსინზე, ჯერჯერობით გართულება არ არის აღწერილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ".

"45 641 შემთხვევა გვქონდა გუშინ! აქაც "კარგად" იმუშავეს ხალხის დასაპანიკებლად, როგორც ჩვენთან იმ ვაი-ექსპერტმა!" - რას წერს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

"82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს "ასტრაზენეკას" ვაქცინას" - თეონა ჩარკვიანი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს

"მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას" - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს