გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს. როგორც "ინტერპრესნიუსს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.
გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.
ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე და ამ პროგრამით მინიმუმ 50 000 საქართველოს მოქალაქე თუ არ დასაქმდა,გამოდის რომ დასავლეთი გვეღადავება და აშკარად დაგვცინის.
ყველაფერზე რომ ამბავს ტეხს ოპოზიცია,გაიძახოდნენ 100 ათასი კაცი მიდის გერმანიაშიო და აღმოჩნდა 350. მოკლედ ყველაფერში ხელს უშლიან ქვეყანას. სულ ცილისწამებები მათი ქმედება! გაიძახოდნენ ბიძინა მთელ საქართველოს ასახლებს გერმანიაშიო! დემაგოგები და მეტი არაფერი,უშინაარსოები!