მოზაიკა
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო
გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ნი­კო­ლოზ ბირ­კა­ძე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

"მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. 2021 წელს, ისე­ვე რო­გორც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში MIT სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა QS World University Rankings-ში. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი რომ შე­იკ­რი­ბოს, ის სიმ­დიდ­რით მსოფ­ლი­ო­ში მე­თერ­თმე­ტე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბო­და.

MIT - ის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ჯამ­ში 300 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლი­დან MIT - ში ყო­ველ­წლი­უ­რად კო­მა­რო­ვის სკო­ლის ერთი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებს სწავ­ლას, 2021 წელს კი უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა, 2 მოს­წავ­ლე გა­აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. ნიკა MIT - ში ჩა­რი­ცხუ­ლი სკო­ლის მერ­ვე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია" - ნათ­ქვა­მია სკო­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ.

სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ნიკა ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის ყვე­ლა დრო­ის შე­დე­გე­ბით სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რია!

ნი­კას წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და ტურ­ნი­რებ­ზე:

  • ინ­ფორ­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 3 და ვერ­ცხლის 1 მე­და­ლი. მას­ზე მეტი ოქ­როს მე­და­ლი მხო­ლოდ 5 მოს­წავ­ლეს აქვს აღე­ბუ­ლი.
  • მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 1, ვერ­ცხლის 2 და ბრინ­ჯა­ოს 1 მე­და­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­კა­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი მა­თე­მა­ტი­კის 61-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და­ზე, 2020 წელს მხო­ლოდ სამ­მა მოს­წავ­ლემ აჩ­ვე­ნა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ჩი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია.
  • ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და: ოქ­როს 1 მე­და­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში, ოქ­როს 1 მე­და­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში.
  • სრუ­ლი­ად ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდუ­ლი (junior) ოლიმ­პი­ა­და ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში: ოქ­როს 1 მე­და­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი.
  • ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ოლიმ­პი­ა­და ინ­ფორ­მა­ტი­კა­ში: ოქ­როს 1 მე­და­ლი.
  • რუ­მი­ნე­თის მას­ტერ­სი მა­თე­მა­ტი­კა­ში: ვერ­ცხლის 1 მე­და­ლი, ბრინ­ჯა­ოს 1 მე­და­ლი.
  • პე­და­გოგ­თა და ოლიმ­პი­ელ რე­ზერვთა მწვრთნე­ლე­ბის მე-3 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მო­ი­პო­ვა ვერ­ცხლის მე­და­ლი.
  • ნიკა ამ­ჟა­მად კო­მა­რო­ვის სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის წრის მას­წავ­ლე­ბე­ლია და თა­ვის უზარ­მა­ზარ გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ თა­ო­ბას უზი­ა­რებს.
  • კო­მა­რო­ვის სკო­ლა ულო­ცავს ნი­კას ამ წარ­მა­ტე­ბას და მო­მა­ვალ­შიც მრა­ვალს უსურ­ვებს!

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sofo
3

წარმატებებიიი

???
3

გაიზარდე, გაიხარე და ბედნიერ მომავალს გისურვებ!

ავტორი:

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.

MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT - ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT - ში ჩარიცხული სკოლის მერვე კურსდამთავრებულია" - ნათქვამია სკოლის განცხადებაში, სადაც ასევე ინფორმაცია ვრცელდება ნიჭიერი მოსწავლის შესახებ.

სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია!

ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:

  • ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.
  • მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.
  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს 1 მედალი მათემატიკაში.
  • სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
  • ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
  • რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი.
  • პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი.
  • ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.
  • კომაროვის სკოლა ულოცავს ნიკას ამ წარმატებას და მომავალშიც მრავალს უსურვებს!

გაიცანით ოქროს მედალოსანი გოგონა წალენჯიხიდან, რომელმაც KIU-ში უფასოდ სწავლებისა და ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

როგორი იქნებოდა სამყარო ვაქცინების გარეშე?

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"