მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებსა და დეპუტატ მეუღლეზე, რომლის გამოც ბათუმში გადასახლდა
"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებსა და დეპუტატ მეუღლეზე, რომლის გამოც ბათუმში გადასახლდა

მა­რი­კა თხე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ერთი კვი­რის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მა­რი­კა წლე­ბია კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძე აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რია და ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. წლე­ბის წინ გიგა ან­დრი­ა­ძი­სა და მა­რი­კა თხე­ლი­ძის ქორ­წი­ნე­ბა მალე დას­რულ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­კა ჰყვე­ბო­და, რომ შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნა, მე­უღ­ლეს უკვე და­შო­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა...

"უმა­მოდ გაზ­რდი­ლი ვარ და ჩემ­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თემა, ამ სა­კითხს მარ­ტი­ვად ნამ­დვი­ლად არ ვუ­ყუ­რებ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჰქო­ნო­და ჩემს შვილს ის, რაც მე მაკ­ლდა. ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ვარ და ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იყო ოჯა­ხის დან­გრე­ვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მარ­ტი­ვად ან და­უ­ფიქ­რებ­ლად არ მი­მი­ღია. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის…“ - ამ­ბობ­და MSHOBLEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეც. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ხა­ტია კო­მა­ხი­ძე გახ­ლდათ. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.

მა­რი­კა­სა და გი­ორ­გის ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ გა­აც­ნო. სიმ­პა­თია პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაჩ­ნდა, თუმ­ცა და­მე­გობ­რდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი მა­რი­კა მალე მიხ­ვდა, რომ მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და მო­მა­ვალ ქმარს.

"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, გა­და­მა­ლახ­ვი­ნა და მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…" - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფოტო: ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

გი­ორ­გი კი მა­რი­კას, რო­გორც მომ­ღერ­ლის, თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გახ­ლდათ. უს­მენ­და მის სიმ­ღე­რებს, მოს­წონ­და, მაგ­რამ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ვარ­სკვლა­ვი ოდეს­მე მისი მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და. წყვი­ლი უკვე ერ­თად ცხოვ­რობს, ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში... ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცი­ან, სად იცხოვ­რე­ბენ მო­მა­ვალ­ში. მა­რი­კა თხე­ლი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ზე ყო­ველ­თვის თავს იკა­ვებს და ამ­ჯე­რა­დაც არ სურს, კი­დევ ერთხელ თა­ვის გრძნო­ბებ­ზე ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­როს, თუმ­ცა Ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ ეი­ფო­რი­ა­შია და მისი და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლი უკვე იმ ფა­ზამ­დე მი­ვი­და, რომ მალე ამ ურ­თი­ერ­თო­ბას და­ა­კა­ნო­ნე­ბენ. ქორ­წილ­საც გეგ­მა­ვენ, მაგ­რამ რო­დის, ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის...

მა­რი­კა თხე­ლი­ძე:

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ… რო­დე­საც ჩემი და გი­ორ­გის ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და, უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც ძა­ლი­ან დიდი სით­ბო გა­მო­ხა­ტეს ჩვენს მი­მართ. დღემ­დე ამით ვი­მუხ­ტე­ბით და მად­ლო­ბა მინ­და ყვე­ლას გა­და­ვუ­ხა­დო, ვინც კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი არ დაგ­ვაკ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი გა­ი­მე­ტა ჩემ­თვის. სა­ერ­თოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვარ აქ­ტი­უ­რი და არც კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ ხოლ­მე.

არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც არა­ვი­სი არა­ფე­რი მოს­წონს. არ მაქვს პრე­ტენ­ზია ყვე­ლას მოვ­წონ­დე, არა­ვის არა­ფერს ვუ­შა­ვებ, გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლას რო­გორც მოყ­ვა­რეს, ისე მტერს კარ­გს ვუ­სურ­ვებ. ზო­გა­დად სკან­დლურ რეს­პონ­დენ­ტად არ ვით­ვლე­ბი. ჩემი ოჯა­ხი­დან, აღ­ზრდი­დან და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ვარ ქა­ოს­ში ჩარ­თუ­ლი. ერთი-ორი ცოტა ისე­თი კო­მენ­ტა­რი რა­ღაც თუ ეწე­რა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მათ ზნე­ო­ბა­ზე და მო­რალ­ზე მე­ტყვე­ლებს. ამ ადა­მი­ა­ნებ­საც მინ­და, რომ სი­კე­თე და ბედ­ნი­ე­რე­ბა ვუ­სურ­ვო, ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორ­საც ახლა მე და გი­ორ­გი გან­ვიც­დით...

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გენა
20

es txelidze vinaa? tumc ra mnishvneli aqvs, monacemebit, male unda wavides mesame krugze!!!!!!!!!!! sxvanairad am qveyanashi, qali ver iqneba bednieri da amayi !!!!!!!!!!!!!!!

Ng
17

რავა ბებიაჩემის ძროხასავით გამოგიყვია ენა :) არადა გონია მაგარი სექსი ფოტოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებსა და დეპუტატ მეუღლეზე, რომლის გამოც ბათუმში გადასახლდა

"გიორგიმ შიში დამაძლევინა... ძალიან ბედნიერი ვარ" - მარიკა თხელიძე მეორედ ქორწინებსა და დეპუტატ მეუღლეზე, რომლის გამოც ბათუმში გადასახლდა

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს. გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.

მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. წლების წინ გიგა ანდრიაძისა და მარიკა თხელიძის ქორწინება მალე დასრულდა. მოგვიანებით, Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში მარიკა ჰყვებოდა, რომ შვილი რომ შეეძინა, მეუღლეს უკვე დაშორებული იყო, თუმცა ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა...

"უმამოდ გაზრდილი ვარ და ჩემთვის ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად არ ვუყურებ. ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ჩემს შვილს ის, რაც მე მაკლდა. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა, გადაწყვეტილებაც მარტივად ან დაუფიქრებლად არ მიმიღია. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არის…“ - ამბობდა MSHOBLEBI.GE-სთან ინტერვიუში.

პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.

მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.

"გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…" - იხსენებდა მოგვიანებით ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში.

ფოტო: ჟურნალი "თბილისელები"

გიორგი კი მარიკას, როგორც მომღერლის, თაყვანისმცემელი გახლდათ. უსმენდა მის სიმღერებს, მოსწონდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ვარსკვლავი ოდესმე მისი მეუღლე გახდებოდა. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ამჟამად ბათუმში... ჯერჯერობით არ იციან, სად იცხოვრებენ მომავალში. მარიკა თხელიძე ინტერვიუზე ყოველთვის თავს იკავებს და ამჯერადაც არ სურს, კიდევ ერთხელ თავის გრძნობებზე ხმამაღლა ისაუბროს, თუმცა Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეიფორიაშია და მისი და გიორგის სიყვარული უკვე იმ ფაზამდე მივიდა, რომ მალე ამ ურთიერთობას დააკანონებენ. ქორწილსაც გეგმავენ, მაგრამ როდის, ჯერჯერობით არ იცის...

მარიკა თხელიძე:

- ძალიან ბედნიერი ვარ… როდესაც ჩემი და გიორგის ამბავი ჟურნალის საშუალებით გავრცელდა, უცნობმა ადამიანებმაც ძალიან დიდი სითბო გამოხატეს ჩვენს მიმართ. დღემდე ამით ვიმუხტებით და მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ვინც კეთილი სურვილები არ დაგვაკლო და ყველაფერი კარგი გაიმეტა ჩემთვის. საერთოდ სოციალურ ქსელში არ ვარ აქტიური და არც კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე.

არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არავისი არაფერი მოსწონს. არ მაქვს პრეტენზია ყველას მოვწონდე, არავის არაფერს ვუშავებ, გარდა იმისა, რომ ყველას როგორც მოყვარეს, ისე მტერს კარგს ვუსურვებ. ზოგადად სკანდლურ რესპონდენტად არ ვითვლები. ჩემი ოჯახიდან, აღზრდიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარე არ ვარ ქაოსში ჩართული. ერთი-ორი ცოტა ისეთი კომენტარი რაღაც თუ ეწერა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს მათ ზნეობაზე და მორალზე მეტყველებს. ამ ადამიანებსაც მინდა, რომ სიკეთე და ბედნიერება ვუსურვო, ისეთი ბედნიერება, როგორსაც ახლა მე და გიორგი განვიცდით...

"ფაიზერით“ აცრის რიგში 9 000 ადამიანია, მათგან 20 % სამედიცინო პერსონალია" - ამირან გამყრელიძე

"ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც, გარკვეულწილად, მესამე ტალღის დასაწყისია" - ეკატერინე ტიკარაძე

27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი