პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."
ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

"იყო და არა იყო რა“ - ეს არის ფრა­ზა, რო­მე­ლიც გვამ­ზა­დებს ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში მო­სახ­ვედ­რად. შემ­დეგ კი, წარ­მო­სახ­ვით მთლი­ა­ნად შევ­დი­ვართ ამ სამ­ყა­რო­ში... როცა, მხატ­ვარ თამ­თა ელ­ბა­ქი­ძის ნა­მუ­შევ­რებს შე­ავ­ლებ თვალს, წარ­მო­სახ­ვა აღარ გჭირ­დე­ბა, თით­ქოს სამ­ყა­რო, რო­მელ­საც სხვა დროს უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გენ­დი, აქ არის, გამ­ზა­დე­ბუ­ლია შენ­თვის...

- თამ­თა, პირ­ველ რიგ­ში, ვინ არი­ან თი­ლი­ე­ბი, სა­ი­დან მო­ვიდ­ნენ?

- თი­ლი­ე­ბი ზღაპ­რის გმი­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე სა­ხელს და­ვარ­ქმევ­დი, ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში სულ იყ­ვნენ, როცა ფან­ქარს ან ფუნჯს ვი­ღებ­დი ხელ­ში, ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და ადრე, თით­ქოს ყო­ველ­თვის მათი და­ხატ­ვა მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, მა­ნამ­დე ზუს­ტად არ ვი­ცო­დი, ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, ვისი და­ხატ­ვის სურ­ვი­ლიც მქონ­და.

- სა­ხე­ლი - თი­ლია რა­ი­მე მოვ­ლე­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- არა. როცა და­ვი­წყე მათი ხატ­ვა, თა­ვი­დან არც მი­ფიქ­რია, რომ სა­ხელს და­ვარ­ქმევ­დი. ერთხელ მკი­თხეს, რას ხა­ტა­ვო და მა­შინ მივ­ხვდი, რომ პა­სუ­ხი არ მქონ­და, მერე რა რომ ფრთე­ბი აქვთ, ისი­ნი არ არი­ან კლა­სი­კუ­რი ან­გე­ლო­ზე­ბი, ამი­ტომ და­ვი­წყე სა­ხელ­ზე ფიქ­რი, არ ვიცი, ეს სი­ტყვა სა­ი­დან მო­ვი­და, ვუ­ყუ­რებ­დი ნა­ხატს და თა­ვი­სით ამო­ტივ­ტივ­და სი­ტყვა - თი­ლია. მა­შინ­ვე ჩა­ვი­წე­რე, რომ არ დამ­ვი­წყე­ბო­და.

- პან­დე­მი­ის დროს და­ი­წყე ხატ­ვა, ჩა­კე­ტი­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს?

- არა, და­ემ­თხვა... ხატ­ვას­თან ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის გან­ხრით, პე­რი­ო­დუ­ლად ვმუ­შა­ობ­დი კი­დეც სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ამ პრო­ფე­სი­ით. შემ­დეგ ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი, ორი შვი­ლი გავ­ზარ­დე, ის წლე­ბი სრუ­ლი­ად გა­დარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი მათ­ზე, თით­ქოს არც მახ­სენ­დე­ბო­და ხატ­ვა. ახლა უკვე გა­ი­ზარ­დნენ, ერთი 16 წლი­საა, მე­ო­რე -10 წლის, მეტ-ნაკ­ლე­ბად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და თით­ქოს ფიქ­რის დრო დად­გა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ამ ფიქ­რში სწო­რედ ხატ­ვის სურ­ვი­ლი დაბ­რუნ­და ისევ...

- "ფე­ის­ბუ­ქის" და ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დე­ბის შექ­მნის მი­ზა­ნი ნა­ხა­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია იყო?

- არა. როცა თა­ვი­დან დავ­ხა­ტე, ჩემს მე­უღ­ლეს მო­ე­წო­ნა, გა­და­ი­ღო ფოტო და გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვის პი­რად "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე", რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, შემ­დეგ უკვე მე მწერ­დნენ, მირ­ჩევ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ჩე­ნას, რომ უფრო მეტ ადა­მი­ანს ენა­ხა ნა­ხა­ტე­ბი. გვერ­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ კი უკვე იქ მწერ­დნენ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და ასე და­უ­გეგ­მა­ვად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. შემ­დეგ სოცქსე­ლებ­ში ჩემი გვერ­დე­ბის სა­ხელ­ზე მიდ­გა საქ­მე. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ მინ­დო­და, რომ ჩემი სივ­რცე ყო­ფი­ლი­ყო და და­ვარ­ქვი "თამ­თას სივ­რცე", Tamta’s space/თამ­თას სივ­რცე -"ფე­ის­ბუქ­ზე", "ინ­სტაგ­რამ­ზე" კი - Tamtasspace

- გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა არ გი­ფიქ­რია?

- ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ალ­ბათ, - არა. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუდ­გე­ბი ამ სა­კითხს, მინ­და, რომ ამის­თვის კარ­გად მო­ვემ­ზა­დო.

- რი­თია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი?

- სა­ერ­თოდ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­ვა­რე­ლით მუ­შა­ო­ბა მომ­წონ­და. ამი­ტომ ახ­ლაც, ვხა­ტავ ტუ­შით, აკ­ვა­რე­ლით და ზოგ­ჯერ აკ­რი­ლი­თაც. თით­ქოს ამ სა­ღე­ბა­ვებ­ში უფრო ვხე­დავ ჩემს ნა­მუ­შევ­რებს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, შენი ნა­მუ­შევ­რე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი რო­გორ აღიქ­ვა­მენ თი­თო­ე­ულ ნა­ხატს, თუ გი­ზი­ა­რე­ბენ ემო­ცი­ებს?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვე­ლო­დე­ბი სწო­რედ მათ ემო­ცი­ებს და რე­აქ­ცი­ებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" მომ­დის ბევ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ზოგი, ნა­ხატ­ში თა­ვის ცხოვ­რე­ბას ხე­დავს, ბავ­შვო­ბის ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი იღ­ვი­ძებს მათ­ში, ზო­გიც მე­უბ­ნე­ბა, რომ ბედ­ნი­ე­რი აურა აქვს ჩემს ნა­ხა­ტებს და კარგ გან­წყო­ბა­ზე აყე­ნებს. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლია. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მათ.

- როცა ნა­ხატს და­ას­რუ­ლებ და უყუ­რებ მუ­შა­ო­ბის სა­ბო­ლოო შე­დეგს, თა­ვად შენ­ში რა ემო­ცი­ას იწ­ვევს?

- არა­სო­დეს თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის, ბო­ლომ­დე, ვიდ­რე მნახ­ვე­ლის­თვის წარ­ვად­გენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხან რა დე­ტალს ვას­წო­რებ და ხან - რას. ვიდ­რე ჩარ­ჩო­ში მო­ვა­თავ­სებ, ვუ­ღებ ფო­ტოს, კარ­გად ვაკ­ვირ­დე­ბი, ხომ არ არის სად­მე რამე დე­ტა­ლი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ან პი­რი­ქით - რამე ხომ არ და­ვა­კე­ლი.

- ნა­ხა­ტებს თან ერ­თვის მცი­რე ტექ­სტე­ბი, თით­ქოს პა­ტა­რა ზღაპ­რე­ბი, წე­რაც კარ­გად შე­გიძ­ლია, ხომ არ აპი­რებ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზო რამე?

- არ ვიცი, ეს ის­ტო­რი­ე­ბიც თა­ვი­სით მო­ვი­და გო­ნე­ბა­ში, ხატ­ვის დროს მო­დის ფრა­ზე­ბი, ში­ნა­არ­სი, შემ­დეგ ვწერ. თა­ვი­დან არ მომ­წონ­და, მთლად გა­მარ­თუ­ლად ვერ ვწერ. ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია და ის მის­წო­რებს, ამის შემ­დეგ გავ­ბე­დე ტექ­სტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, რა­მაც ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, უმე­ტე­სო­ბა მთხოვს, რომ ნა­ხატს უკან მხა­რეს და­ვა­წე­რო ეს ტექ­სტი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

მართლა ზღაპრული სამყაროა, ბრავო 

ნინა
0

ძალიან ლამაზი ნახეტებია <3

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

"იყო და არა იყო რა“ - ეს არის ფრაზა, რომელიც გვამზადებს ზღაპრულ სამყაროში მოსახვედრად. შემდეგ კი, წარმოსახვით მთლიანად შევდივართ ამ სამყაროში... როცა, მხატვარ თამთა ელბაქიძის ნამუშევრებს შეავლებ თვალს, წარმოსახვა აღარ გჭირდება, თითქოს სამყარო, რომელსაც სხვა დროს უბრალოდ წარმოიდგენდი, აქ არის, გამზადებულია შენთვის...

- თამთა, პირველ რიგში, ვინ არიან თილიები, საიდან მოვიდნენ?

- თილიები ზღაპრის გმირები არიან, ვიდრე სახელს დავარქმევდი, ჩემს წარმოსახვაში სულ იყვნენ, როცა ფანქარს ან ფუნჯს ვიღებდი ხელში, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა ადრე, თითქოს ყოველთვის მათი დახატვა მინდოდა, უბრალოდ, მანამდე ზუსტად არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ისინი, ვისი დახატვის სურვილიც მქონდა.

- სახელი - თილია რაიმე მოვლენასთანაა დაკავშირებული?

- არა. როცა დავიწყე მათი ხატვა, თავიდან არც მიფიქრია, რომ სახელს დავარქმევდი. ერთხელ მკითხეს, რას ხატავო და მაშინ მივხვდი, რომ პასუხი არ მქონდა, მერე რა რომ ფრთები აქვთ, ისინი არ არიან კლასიკური ანგელოზები, ამიტომ დავიწყე სახელზე ფიქრი, არ ვიცი, ეს სიტყვა საიდან მოვიდა, ვუყურებდი ნახატს და თავისით ამოტივტივდა სიტყვა - თილია. მაშინვე ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა.

- პანდემიის დროს დაიწყე ხატვა, ჩაკეტილობამ განაპირობა ეს?

- არა, დაემთხვა... ხატვასთან ყოველთვის ვიყავი დაკავშირებული. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია ტანსაცმლის დიზაინის განხრით, პერიოდულად ვმუშაობდი კიდეც სხვადასხვა ადგილას ამ პროფესიით. შემდეგ ოჯახი შევქმენი, ორი შვილი გავზარდე, ის წლები სრულიად გადართული ვიყავი მათზე, თითქოს არც მახსენდებოდა ხატვა. ახლა უკვე გაიზარდნენ, ერთი 16 წლისაა, მეორე -10 წლის, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანები არიან და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში და ამ ფიქრში სწორედ ხატვის სურვილი დაბრუნდა ისევ...

- "ფეისბუქის" და ინსტაგრამის გვერდების შექმნის მიზანი ნახატების რეალიზაცია იყო?

- არა. როცა თავიდან დავხატე, ჩემს მეუღლეს მოეწონა, გადაიღო ფოტო და გამოაქვეყნა თავის პირად "ფეისბუქგვერდზე", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შემდეგ უკვე მე მწერდნენ, მირჩევდნენ სოციალურ ქსელში გამოჩენას, რომ უფრო მეტ ადამიანს ენახა ნახატები. გვერდების გაკეთების შემდეგ კი უკვე იქ მწერდნენ სრულიად უცხო ადამიანები და ასე დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. შემდეგ სოცქსელებში ჩემი გვერდების სახელზე მიდგა საქმე. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი სივრცე ყოფილიყო და დავარქვი "თამთას სივრცე", Tamta’s space/თამთას სივრცე -"ფეისბუქზე", "ინსტაგრამზე" კი - Tamtasspace

- გამოფენის გაკეთება არ გიფიქრია?

- ზოგადად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თუმცა ჯერჯერობით ალბათ, - არა. დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საკითხს, მინდა, რომ ამისთვის კარგად მოვემზადო.

- რითია შესრულებული შენი ნამუშევრები?

- საერთოდ ყოველთვის ყველაზე მეტად აკვარელით მუშაობა მომწონდა. ამიტომ ახლაც, ვხატავ ტუშით, აკვარელით და ზოგჯერ აკრილითაც. თითქოს ამ საღებავებში უფრო ვხედავ ჩემს ნამუშევრებს.

- საინტერესოა, შენი ნამუშევრების თაყვანისმცემლები როგორ აღიქვამენ თითოეულ ნახატს, თუ გიზიარებენ ემოციებს?

- ყველაზე მეტად ველოდები სწორედ მათ ემოციებს და რეაქციებს. "ფეისბუქზე" მომდის ბევრი შეტყობინება, ზოგი, ნახატში თავის ცხოვრებას ხედავს, ბავშვობის ტკბილი მოგონებები იღვიძებს მათში, ზოგიც მეუბნება, რომ ბედნიერი აურა აქვს ჩემს ნახატებს და კარგ განწყობაზე აყენებს. თითოეული ასეთი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ძალიან დიდი მადლობა მათ.

- როცა ნახატს დაასრულებ და უყურებ მუშაობის საბოლოო შედეგს, თავად შენში რა ემოციას იწვევს?

- არასოდეს თვითკმაყოფილების, ბოლომდე, ვიდრე მნახველისთვის წარვადგენ სოციალურ ქსელში, ხან რა დეტალს ვასწორებ და ხან - რას. ვიდრე ჩარჩოში მოვათავსებ, ვუღებ ფოტოს, კარგად ვაკვირდები, ხომ არ არის სადმე რამე დეტალი გადამეტებული ან პირიქით - რამე ხომ არ დავაკელი.

- ნახატებს თან ერთვის მცირე ტექსტები, თითქოს პატარა ზღაპრები, წერაც კარგად შეგიძლია, ხომ არ აპირებ ამ მიმართულებითაც შემოგვთავაზო რამე?

- არ ვიცი, ეს ისტორიებიც თავისით მოვიდა გონებაში, ხატვის დროს მოდის ფრაზები, შინაარსი, შემდეგ ვწერ. თავიდან არ მომწონდა, მთლად გამართულად ვერ ვწერ. ჩემი მეუღლე პროფესიით ჟურნალისტია და ის მისწორებს, ამის შემდეგ გავბედე ტექსტების გამოქვეყნება, რამაც ასევე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, უმეტესობა მთხოვს, რომ ნახატს უკან მხარეს დავაწერო ეს ტექსტი.