პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?
ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

„რუს­თა­ვი 2“-ზე გა­და­ცე­მა „მენ­ტა­ლუ­რი ომე­ბი“ და­ი­ხუ­რა. არხი რო­გორც გა­და­ცე­მას, ასე­ვე წამ­ყვანს და­ემ­შვი­დო­ბა. გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ეთერ­ში 21 თე­ბერ­ვალს უნდა გა­სუ­ლი­ყო, 14 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის თე­მას ეხე­ბო­და და წამ­ყვანს ერთ-ერთ სტუმ­რად „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ერთ-ერთი წევ­რი გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთი თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში 14 წლის გო­გო­ნამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ვი­და ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ი­ზი­ის ეთერ­ში. თვით­მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს 24 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც 14 წლის გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდა გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუ­აც, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა მუ­ქა­რა­სა და ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბა.

გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის სტუმ­რო­ბა ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს და „რუს­თა­ვი 2“-ს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი­თაც მი­მარ­თეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­ცე­მის ანონ­სი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და ეთერ­ში, 21 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა ეთე­რი­დან მო­იხ­სნა, ხოლო მოგ­ვი­ან­მე­ბით გა­და­ცე­მა სა­ერ­თოდ მო­იხ­სნა სა­ე­თე­რო ბა­დი­დან.

გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის ეთერ­ში პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა კი 14 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის თე­მა­ზე და­წე­რილ სტა­ტუსს მოჰ­ყვა. იგი წერ­და, რომ არ თვლი­და ამ საქ­მე­ში 24 წლის ბიჭს დამ­ნა­შა­ვედ რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო. პირ­ვე­ლი ის, რომ 14 წლის გო­გო­ნა უკვე ბი­ო­ლო­გი­უ­რად სრულ­წლო­ვა­ნი გახ­ლდათ და სქე­სობ­რი­ვი აქ­ტიც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო.

გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძეს გა­და­ცე­მა და­უ­ხუ­რეს „გირ­ჩი TV“-ზეც და ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბის თხოვ­ნით, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­დაც ის ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და.

ირი­ნა ტო­რონ­ჯა­ძეს ჯერ კი­დევ გა­და­ცე­მის დაბ­ლოკ­ვის დროს მი­აჩ­ნდა, რომ გა­და­ცე­მა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყო და არა­ფერს აშა­ვებ­და იმით, რომ გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე ეთერ­ში ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტო­რონ­ჯა­ძემ სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­შა­ლა... გა­და­ცე­მა მა­ინც და­ი­ხუ­რა და დღეს ტო­რონ­ჯა­ძე ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ სურს.

- ირი­ნა, „რუს­თა­ვი 2“ და­ტო­ვეთ და გა­და­ცე­მა „მენ­ტა­ლუ­რი ომე­ბი“ და­ი­ხუ­რა. ეს მხო­ლოდ გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის სტუმ­რო­ბის სკან­დალს ეხე­ბო­და თუ კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბიც გქონ­დათ?

- ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, ეს რჩე­ვა ჩემი იუ­რის­ტის­გან მი­ვი­ღე. არ ვიცი, რას ვი­ზამ, რას ვა­პი­რებ ამ თე­მა­ზე მო­მა­ვალ­ში. გი­დას­ტუ­რებთ, რომ წა­მო­ვე­დი გა­და­ცე­მი­დან და და­ი­ხუ­რა „მენ­ტა­ლუ­რი ომე­ბი“. შე­მიძ­ლია ამა­ზე ვრცლად ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არ შე­დის ეს ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში. თუ ამი­სი დრო მოვა, ვი­სა­უბ­რებ.

- რო­გორც მივ­ხვდი, ლო­მი­ნა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ აკე­თებთ კო­მენ­ტარს...

- დიახ, არ ვსა­უბ­რობ მა­გა­ზე.

- სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ით ხომ არ გა­მოჩ­ნდე­ბით?

- აუ­ცი­ლებ­ლად, მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თუმ­ცა ამა­საც ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ეტაპ­ზე ვარ...

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/
0

თუ ესეთი რამე მოხდა მე ამ საკითხს არ ვეხები მაგრამ როცა ეკრანიდან ლანძღვა და გინება ისმის და ისეთი საკითხები რაც ხალხს აღიზიანებს მაშინ აც ეს კანონი გამოიყენონ და დახურონ? ხომ მოგვარდება საკიტხები კანონიტ?

eka
5

ორი ავადმყოფი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

ირინა ტორონჯაძეს "რუსთავი 2"-ზე გადაცემა დაუხურეს - შეეწირა თუ არა "მენტალური ომები" გიორგი ლომინაძის სტუმრობას?

„რუსთავი 2“-ზე გადაცემა „მენტალური ომები“ დაიხურა. არხი როგორც გადაცემას, ასევე წამყვანს დაემშვიდობა. გადაცემა, რომელიც ეთერში 21 თებერვალს უნდა გასულიყო, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემას ეხებოდა და წამყვანს ერთ-ერთ სტუმრად „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრი გიორგი ლომინაძე ჰყავდა მიწვეული.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გახმაურებული შემთხვევის შესახებ სიუჟეტები გავიდა ყველა ტელევიიზიის ეთერში. თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა გარდაცვლილის ბაბუაც, რომელსაც გამოძიება მუქარასა და ძალადობას ედავება.

გადაცემაში გიორგი ლომინაძის სტუმრობა ქალთა მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს და „რუსთავი 2“-ს სოციალური ქსელის საშუალებით სპეციალური წერილითაც მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ანონსი მთელი კვირის განმავლობაში ტრიალებდა ეთერში, 21 თებერვალს აღნიშნული გადაცემა ეთერიდან მოიხსნა, ხოლო მოგვიანმებით გადაცემა საერთოდ მოიხსნა საეთერო ბადიდან.

გიორგი ლომინაძის ეთერში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება კი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის თემაზე დაწერილ სტატუსს მოჰყვა. იგი წერდა, რომ არ თვლიდა ამ საქმეში 24 წლის ბიჭს დამნაშავედ რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ 14 წლის გოგონა უკვე ბიოლოგიურად სრულწლოვანი გახლდათ და სქესობრივი აქტიც ნებაყოფლობითი იყო.

გიორგი ლომინაძეს გადაცემა დაუხურეს „გირჩი TV“-ზეც და ასევე სტუდენტების თხოვნით, გაათავისუფლეს ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, სადაც ის ლექციებს კითხულობდა.

ირინა ტორონჯაძეს ჯერ კიდევ გადაცემის დაბლოკვის დროს მიაჩნდა, რომ გადაცემა დაბალანსებული იყო და არაფერს აშავებდა იმით, რომ გიორგი ლომინაძე ეთერში ჰყავდა მიწვეული... მოგვიანებით ტორონჯაძემ სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა... გადაცემა მაინც დაიხურა და დღეს ტორონჯაძე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

- ირინა, „რუსთავი 2“ დატოვეთ და გადაცემა „მენტალური ომები“ დაიხურა. ეს მხოლოდ გიორგი ლომინაძის სტუმრობის სკანდალს ეხებოდა თუ კიდევ სხვა მიზეზებიც გქონდათ?

- ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს რჩევა ჩემი იურისტისგან მივიღე. არ ვიცი, რას ვიზამ, რას ვაპირებ ამ თემაზე მომავალში. გიდასტურებთ, რომ წამოვედი გადაცემიდან და დაიხურა „მენტალური ომები“. შემიძლია ამაზე ვრცლად ვისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე არ შედის ეს ჩემს ინტერესებში. თუ ამისი დრო მოვა, ვისაუბრებ.

- როგორც მივხვდი, ლომინაძესთან დაკავშირებით არ აკეთებთ კომენტარს...

- დიახ, არ ვსაუბრობ მაგაზე.

- სხვა ტელევიზიით ხომ არ გამოჩნდებით?

- აუცილებლად, მაქვს მოლაპარაკებები, თუმცა ამასაც ვერ გავამჟღავნებ, მოლაპარაკებების ეტაპზე ვარ...

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს