მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი
"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

პროგ­რე­სი ნამ­დვი­ლად გვაქვს გან­ხილ­ვებ­ში, მაგ­რამ ეს ჯერ არ არის ის ნიშ­ნუ­ლი, რა­ზეც შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს 6 - პუნ­ქტი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის ყვე­ლა პუნ­ქტი, მათ შო­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი­სა და წი­ნა­პი­რო­ბის სამი ვა­რი­ა­ცია და­ა­სა­ხე­ლეს, თუმ­ცა, ამ სა­კი­თხებ­ზე პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.

ვა­შა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ დღის ბო­ლომ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" ახალ პო­ზი­ცი­ებს მო­ის­მე­ნენ.

"ში­ნა­არ­სობ­რივ დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს, რაც მე პო­ზი­ტი­უ­რად გან­მა­წყობს, რომ დღეს დღის ბო­ლომ­დე, სა­დამ­დეც კი­დევ ერთი ან ორი შეხ­ვედ­რა გვექ­ნე­ბა, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი კი­დევ და­ზუს­ტდე­ბა და კი­დევ შე­იძ­ლე­ბა და­ახ­ლოვ­დეს მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცია. იმე­დი მაქვს, რომ დღის ბო­ლომ­დე, რაც დარ­ჩა იმ სა­კი­თხებ­ზე, ჩვენ ვი­ხი­ლავთ რა­ღაც ახალ პო­ზი­ცი­ებს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხრი­დან.

ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ დო­კუ­მენტზე, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობ­დით, ეს არის არა მხა­რე­ე­ბის დო­კუ­მენ­ტი, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის და აშშ- ის მიერ და­დე­ბუ­ლი სა­ბა­ზი­სო დო­კუ­მენ­ტი, რის გარ­შე­მოც მი­დის მუ­შა­ო­ბა. გა­ნი­ხი­ლე­ბა 6- ვე პუნ­ქტი, რო­გორც პა­ტიმ­რე­ბის და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხი და გა­ნი­ხი­ლე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის თე­მა­ტი­კაც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ჩვენ სამი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც კი ვთქვით, სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცი­ე­ბი თა­რი­ღე­ბის და წი­ნა­პი­რო­ბე­ბის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის, მაგ­რამ ვე­ლო­დე­ბით ამ სა­კი­თხებ­ზე პა­სუხს," - აცხა­დებს ვა­შა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღს, ვა­შა­ძის თქმით, გა­ნიხ­ლე­ბა 2022 წელი.

"თუ ვსა­უბ­რობთ პლე­ბის­ციტ­ზე, ოქ­ტომ­ბერ­ში რომ პლე­ბის­ცი­ტი იქ­ნე­ბა, რიგ­გა­რე­შე თქვე­ნი აზ­რით , რო­დის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­ნიშ­ნოს? მო­მა­ვალ წელს, რო­მე­ლიც არის 2022 წელი", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მსვლე­ლო­ბა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­კენ გრძელ­დე­ბა, იმე­დი მაქვს მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს და ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. გა­მომ­დი­ნა­რე დრო­ში შე­ზღუდ­ვე­ბი­დან ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა დღეს, დღის ბო­ლომ­დე მოხ­დეს სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი ჯერ არ არის.

"დღეს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში გვქონ­და პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, მაგ­რამ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი ჯერ არ არის. სა­ერ­თო დო­კუ­მენ­ტი, ევ­ქსპუნ­ქტი­ა­ნი ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ არის. დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო, შეხ­ვედ­რე­ბი დღეს გაგ­რძელ­დე­ბა, და­ნი­ელ­სო­ნის წას­ვლამ­დე კი­დევ გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა ამ ოფის­ში და იმე­დი მაქვს, ყვე­ლა ერ­თად მო­ვა­ხერ­ხებთ ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნოთ პრო­ცე­სი და გა­მო­სა­ვა­ლი მოვ­ძებ­ნოთ. პროგ­რე­სი იყო, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პო­ზი­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რა, მსვლე­ლო­ბა შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის­კენ გრძელ­დე­ბა და იმე­დი მაქვს მო­ვა­ხერ­ხებთ შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს და ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ. გა­მომ­დი­ნა­რე დრო­ში შე­ზღუდ­ვე­ბი­დან ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა დღეს, დღის ბო­ლომ­დე მოხ­დეს სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა. შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ლო­გი­კუ­რად ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თა­დაც გა­ი­მარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ამას წყვეტს ბა­ტო­ნი და­ნი­ელ­სო­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით მას ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და სწო­რად მი­ყავს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ის გა­და­წყვეტს ჩვენ მივ­ყვე­ბით მის დად­გე­ნილ პრო­ცე­დუ­რას. ლო­გი­კუ­რად ვვა­რა­უ­დობ, რომ ალ­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბაქ­რა­ძემ.

ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რა იყო - ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლის 6 - პუნ­ქტი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი, ბა­ტონ­მა და­ნი­ელ­სონ­მა უფრო ღრმა დო­კუ­მენ­ტად გა­და­აქ­ცია, - ამის შე­სა­ხებ “ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფორ­მუ­ლა­ზე, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა ახალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„მე მინ­და გი­თხრათ, რომ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ჩვენ კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის­კენ მივ­დი­ვართ. ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რა იყო. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ბა­ტონ და­ნი­ელ­სონს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. მე იმე­დი მაქვს, რომ შემ­დე­გი სა­ა­თე­ბი უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფორ­მუ­ლა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა ახალ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არ იქ­ნე­ბა ჩემი მხრი­დან შიდა სა­უბ­რის გა­მო­ტა­ნა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ დო­კუ­მენ­ტად გა­და­იქ­ცა, ეს 6 - პუნ­ქტი­ა­ნი ბა­ტო­ნი შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტი უფრო ღრმა დო­კუ­მენ­ტად გა­და­აქ­ცია ბა­ტონ­მა და­ნი­ელ­სონ­მა, რაც ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იყო, ბევ­რად უფრო ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი ვიდ­რე აქამ­დე ყო­ფი­ლა, ბევ­რად უფრო წა­ვე­დით დე­ტა­ლებ­ში სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის დროს და გვეს­მის, რომ დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა. ორი­ვე მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს კომ­პრო­მი­სე­ბი, მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლოა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­დეთ შე­თან­ხმე­ბამ­დე, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნი­ხი­ლა­ვენ წი­ნა­და­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ეფუძ­ნე­ბა ყვე­ლას პო­ზი­ცი­ას და მე­დი­ა­ტო­რე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს.

"გვაქვს გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რომ კომ­პრო­მი­სე­ბი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორი­ვე მხა­რის მხრი­დან და გვაქვს ძა­ლი­ან ცოტა დრო, ვიდ­რე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი მი­ვაღ­წი­ოთ შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც გან­მუხ­ტავს ამ ძა­ლი­ან მძი­მე კრი­ზისს ქვე­ყა­ნა­ში. ეს არ იყო ბოლო შეხ­ვედ­რა, შეხ­ვედ­რე­ბი დღეს კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ შევ­ძლებთ შე­თან­ხმე­ბით და­ვას­რუ­ლოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ წუ­თებ­ში ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ რა­ზეა თა­ნახ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ წი­ნა­და­დე­ბებს, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ყვე­ლას პო­ზი­ცი­ებს, თუმ­ცა ეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი მო­დის თვი­თონ მე­დი­ა­ტო­რის­გან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა იყო, ბევ­რად უფრო ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი, ვიდ­რე აქამ­დე ყო­ფი­ლა, ბევ­რად უფრო წა­ვე­დით დე­ტა­ლებ­ში სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის დროს და გვეს­მის, რომ დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა. ორი­ვე მხრი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს კომ­პრო­მი­სე­ბი, მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლოა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­დეთ შე­თან­ხმე­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი მი­დის - იმე­დი მაქვს და ჩემი ამო­ცა­ნაა, ეს პრო­ცე­სი ახლა, მალე დას­რულ­დეს, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე ისა­უბ­რეს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მიერ იყო მო­ხა­ზუ­ლი.

„ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი მი­დის, მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მიერ იყო მო­ხა­ზუ­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რაც ყვე­ლამ იცის მი­ვაღ­წი­ოთ იმ კომ­პრო­მისს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­იყ­ვანს. ეს პრო­ცე­სი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. იმე­დი მაქვს და ჩემი ამო­ცა­ნაა ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დეს, ახლა, მალე, რომ ჩვენ შევ­ძლოთ გი­თხრათ, ამ კრი­ზი­სი­დან რო­გორ გა­მოვ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

გაჩ­ნდა შან­სი - თუ ჩვენ ყვე­ლა­ნი გარ­კვე­ულ კომ­პრო­მის­ზე წა­ვალთ, ანუ ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით გა­მარ­ჯვე­ბას ვე­რა­ვინ იზე­ი­მებს, შე­თან­ხმე­ბას წარ­მა­ტე­ბის შან­სი აქვს, - ეს გან­ცხა­დე­ბა “გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ დის­კუ­სი­ი­სას მე­დი­ა­ტო­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ “არა რო­გორც უბ­რა­ლოდ ამ­ბის მიმ­ტან-მომ­ტა­ნე­ბი, არა­მედ სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­საც აფიქ­სი­რე­ბენ, რაც მათ სტა­ტუს­ზე კარ­გად მე­ტყვე­ლებს“.

“მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ პრო­ცე­სი წინ მი­დის. თი­თო­ე­ულ სა­კი­თხზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლუ­რად შე­თან­ხმე­ბა. დღე­ვან­დელ­მა შეხ­ვედ­რამ იმე­დი მო­მი­მა­ტა. დღეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ხვა­ლი­სათ­ვის რა­ღაც შე­დე­გი უნდა გვქონ­დეს. კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა მოგ­ვი­წევს ყვე­ლას, თუ გვინ­და, რომ შე­თან­ხე­ბა შედ­გეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთლი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა და არა რო­მე­ლი­ღა­ცა სა­კი­თხე­ბი, რაც რო­მე­ლი­მე მხა­რის­თვის არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს. შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ეს­წრე­ბი­ან. ​

შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მარტს ეს­ტუმ­რა. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ჩა­ერ­თოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის მიერ 1-ელ მარტს ინი­ცი­რე­ბულ, გა­ნახ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგ­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამინი.
186

ჩვენ უბრალოდ წლებია შევეჩვიეთ ამათ ყურებას და ესეთ ყოფას.

ამათ ქვეყნისთვის არც არაფერი გაუკეთებიათ და არც მომავალში რამეს გააკეთებენ, ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. ამათი საქმეა რაც შეიძლება ბევრი ფული გაუცოცხლონ უცხოურ ინვესტორებს ასევე მსოფლიო ბანკებს და საქართველო რაც შეიძლება მეტი და მეტი საგარეო ვალის ქვეშ ამყოფონ.

რეზი
203

ოპოზიცია ჯერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას და ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს დაელოდოს და მერე მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები. ჯერ დარწმუნდნენ, რა უნდა მოქალაქეების უმეტესობას.

ავტორი:

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

"შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა" - როგორ აფასებენ შეხვედრას ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ ისინი

პროგრესი ნამდვილად გვაქვს განხილვებში, მაგრამ ეს ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 6 - პუნქტიანი დოკუმენტის ყველა პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების თარიღისა და წინაპირობის სამი ვარიაცია დაასახელეს, თუმცა, ამ საკითხებზე პასუხს ელოდებიან.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე "ქართული ოცნებიდან" ახალ პოზიციებს მოისმენენ.

"შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი ან ორი შეხვედრა გვექნება, გარკვეული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, რაც დარჩა იმ საკითხებზე, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს ქართული ოცნების მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ- ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. განიხილება 6- ვე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და განიხილება რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს," - აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თარიღს, ვაშაძის თქმით, განიხლება 2022 წელი.

"თუ ვსაუბრობთ პლებისციტზე, ოქტომბერში რომ პლებისციტი იქნება, რიგგარეშე თქვენი აზრით , როდის შეიძლება ჩაინიშნოს? მომავალ წელს, რომელიც არის 2022 წელი", - განაცხადა ვაშაძემ.

მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება, იმედი მაქვს მოვახერხებთ, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. საერთო დოკუმენტი, ევქსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. დინამიკა შენარჩუნებული იყო, შეხვედრები დღეს გაგრძელდება, დანიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა ამ ოფისში და იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და გამოსავალი მოვძებნოთ. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური შეხვედრა, მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება და იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმება შედგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. გამომდინარე დროში შეზღუდვებიდან ჩვენი ამოცანაა დღეს, დღის ბოლომდე მოხდეს საბოლოო შეთანხმება. შემიძლია მხოლოდ ლოგიკურად ვივარაუდო, რომ ხელისუფლებასთან ერთადაც გაიმართება შეხვედრა, თუმცა ამას წყვეტს ბატონი დანიელსონი. ჯერჯერობით მას ძალიან პროფესიონალურად და სწორად მიყავს მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ის გადაწყვეტს ჩვენ მივყვებით მის დადგენილ პროცედურას. ლოგიკურად ვვარაუდობ, რომ ალბათ ხელისუფლებასთანაც იქნება მოლაპარაკებები“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო - ბატონი შარლ მიშელის 6 - პუნქტიანი დოკუმენტი, ბატონმა დანიელსონმა უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ. ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა, ეს 6 - პუნქტიანი ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განიხილავენ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციას და მედიატორებისგან მომდინარეობს.

"გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ კომპრომისები არის მნიშვნელოვანი ორივე მხარის მხრიდან და გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ვიდრე ეს ადამიანები არიან ჩამოსულები მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს ქვეყანაში. ეს არ იყო ბოლო შეხვედრა, შეხვედრები დღეს კიდევ გაგრძელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს ყველაფერი. ამ წუთებში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ რაზეა თანახმა „ქართული ოცნება“. ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა საბოლოო ჯამში მივიდეთ შეთანხმებამდე“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის - იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა, ეს პროცესი ახლა, მალე დასრულდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, მუშაობა გრძელდება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული. ჩვენი ამოცანაა, რაც ყველამ იცის მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს, ახლა, მალე, რომ ჩვენ შევძლოთ გითხრათ, ამ კრიზისიდან როგორ გამოვდივართ“, - განაცხადა ბოკერიამ.

გაჩნდა შანსი - თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, ანუ ამ მოლაპარაკებებით გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს, - ეს განცხადება “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მეგრელიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დისკუსიისას მედიატორები საუბრობენ “არა როგორც უბრალოდ ამბის მიმტან-მომტანები, არამედ საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებენ, რაც მათ სტატუსზე კარგად მეტყველებს“.

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მომიმატა. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ხვალისათვის რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს. კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს ყველას, თუ გვინდა, რომ შეთანხება შედგეს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაცა საკითხები, რაც რომელიმე მხარისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ