პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან
"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან

სა­ო­ცა­რი "ვინ­მეა" "ფე­ის­ბუ­ქი", სხვა­დას­ხვა "უნა­რი­თაა" აღ­ჭურ­ვი­ლი - უც­ნო­ბებს ამე­გობ­რებს, დიდი ხნის უნა­ხავ ადა­მი­ა­ნებს ახ­ვედ­რებს, უც­ნობ­ში ნაც­ნობს აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნებს და ვინ იცის, კი­დევ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით რა არ ხდე­ბა. შემ­დეგ კი იქ­მნე­ბა არა­ერ­თი "ფე­ის­ბუქ-თავ­გა­და­სა­ვა­ლი"... ახლა რის მო­ყო­ლა­საც ვა­პი­რებთ, სწო­რედ "ფე­ის­ბუ­ქის" წყა­ლო­ბით მომ­ხდა­რი ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს წიგ­ნის ფურ­ცლე­ბი­ვით მიჰ­ყვე­ბა. მე მას ფილ­მის სცე­ნარ­საც ვუ­წო­დებ­დი.

მუ­სი­კო­ლო­გი და სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის "4 გიას" ერთ-ერთი წევ­რის, გია ნაც­ვლიშ­ვი­ლის დაა, რამ­დე­ნი­მე ისეთ გა­სა­ო­ცარ ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, რომ­ლის მოს­მე­ნი­სას ბევ­რს, ალ­ბათ, გული აუ­ჩუყ­დე­ბა და ტან­ში და­ბუ­რძგლავს... მისი პირ­ვე­ლი ამ­ბა­ვი კი სწო­რედ წარ­სულ­ში პო­პუ­ლა­რულ ჯგუფს "4 გიას“ უკავ­შირ­დე­ბა...

უც­ნა­უ­რი ვი­დე­ო­ზა­რი

რომ არა ერთი სა­ო­ცა­რი Facebook-თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ეს სტრი­ქო­ნე­ბი არ და­ი­წე­რე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო: ერთ სა­ღა­მოს მე­სენ­ჯერ­ზე მი­რე­კავს, ვინ­მე Vitaly Haifa. გა­ვოც­დი, რად­გან, რო­გორც გვა­რის მი­ხედ­ვით გა­ვიხ­სე­ნე, ეს იყო ერთ-ერთი ებ­რა­უ­ლი სა­ი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, სა­დაც სულ მხი­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი და ანეკ­დო­ტე­ბი იბეჭ­დე­ბო­და და მას ხში­რად ვსტუმ­რობ­დი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვუ­პა­სუ­ხე და ამ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მო­რი­დე­ბით ამიხ­სნა (რუ­სულ ენა­ზე) ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბის მი­ზე­ზი. წლე­ბის წინ ყო­ფი­ლა თბი­ლის­ში, ბევ­რი რამ უნა­ხავს, ბევ­რს შეხ­ვედ­რია, მაგ­რამ ვერ ივი­წყებს ერთ ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ჯგუფს და მათ სიმ­ღე­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ერთს - "წყალ­ტუ­ბო­დან ქუ­თა­ის­ში მი­მა­ვა­ლო ქარო".

მოკ­ლედ, მწერ­და, რომ ამ სიმ­ღე­რას დიდი ხა­ნია ეძებს... ვი­ფიქ­რე, ვი­ღაც მე­ხუმ­რე­ბო­და, მით უმე­ტეს, რომ როცა ამ მე­სი­ჯის შემ­დეგ, ვი­ტა­ლიმ ვი­დე­ო­ზა­რი გა­მო­უშ­ვა, კა­მე­რა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბო­და ჩემს ზურგსუ­კან მდგა­რი გია, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ ეს ვი­ტა­ლი, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი იყო და არც ხუმ­რო­ბას არ ჰგავ­და მისი ლა­პა­რა­კი. ამი­ტომ, ღი­მი­ლით ვუ­თხა­რი - „4 გიას“ ბანი, აგერ, ჩემს უკან დგას-მეთ­ქი. კაცი კი­ნა­ღამ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოძ­ვრა. კარ­გა ხანი ვერ იჯე­რებ­და, მაგ­რამ როცა გიამ გა­უგ­ზავ­ნა თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რე­ბი, და­ი­ჯე­რა.

გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ჯგუფ "4 გიას" წევ­რი

ცოტა ხან­ში ისევ აწკრი­ალ­და მე­სენ­ჯე­რის ზარი და დიდი მო­რი­დე­ბით მთხო­ვა, იქ­ნებ ეს სიმ­ღე­რე­ბი ნიუ-იორკში მცხოვ­რებ და­ვით ბარ­ლი­საც გა­უგ­ზავ­ნოთ, ის უკვე გიწ­ვევთ სა­მე­გობ­როდ, თან, იქ­ნებ ესა­უბ­როთ კი­დე­ცო. სი­ცი­ლი ამი­ტყდა, ინ­გლი­სუ­რი არ ვიცი და რა ენა­ზე ვე­სა­უბ­რო-მეთ­ქი? და­მამ­შვი­და, თბი­ლი­სე­ლია, დათო ბა­ლუ­აშ­ვი­ლი და ქარ­თუ­ლის მოს­მე­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა.

და­მე­გობ­რე­ბა დათო ბარ­ლის­თან

დათო ბარ­ლი

მოკ­ლედ, და­ვუ­მე­გობ­რდი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დათო ბარ­ლის და მის ოჯახს. ეს მე­გობ­რო­ბა ძა­ლი­ან მტკი­ცე და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა. ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ­დღე ვსა­უბ­რობ­დით არა მარ­ტო მე და დათო, არა­მედ ორი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მისი მე­უღ­ლე ტა­ნია, ჩემი მე­უღ­ლე, ძმა, ქა­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და ჩვე­ნი მხრი­დან და­მე­გობ­რე­ბუ­ლი კი­დევ ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი...

დათო ცნო­ბი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სია, დოქ­ტო­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე­ობ­და - მოს­კოვ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ის­რა­ელ­ში და ამე­რი­კა­ში საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პოს­ტებ­ზე. ამ­ჟა­მად პენ­სი­ო­ნე­რია. მისი ვა­ჟე­ბიც თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ის მი­ხედ­ვით არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხე­ბი აქვს. ერ­თა­დერ­თი, ტან­ჯავს ნოს­ტალ­გია და ოც­ნე­ბობს თბი­ლის­ზე, თბი­ლი­სელ ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ყვე­ლა­ფერ ქარ­თულ­ზე...

და­თომ და მის­მა მე­უღ­ლემ ავი­ა­ბი­ლე­თე­ბიც კი შე­ი­ძი­ნეს თბი­ლის­ში წა­მო­სას­ვლე­ლი, მაგ­რამ კო­რო­ნას შე­მო­სე­ვამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა... ისევ მე­სენ­ჯე­რის ვი­დე­ო­ზა­რებ­ზე შევ­ჩერ­დით... გა­ვიხ­სე­ნეთ უამ­რა­ვი სა­ერ­თო ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი, თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბი. ჩვენს "სა­სა­უბ­რო წრე­ში" მალე დაგ­ვე­მა­ტა და­თოს ყო­ფი­ლი მე­ზო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, თინა კა­კუ­შა­ძე.

სა­ლა­პა­რა­კო თე­მას და მო­სა­გო­ნარს რა და­ლევ­და! ასე იზ­რდე­ბო­და ჩვე­ნი "ბარ­ლის წრე"... ჩემი ოჯა­ხის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა, ფი­ლო­სო­ფო­სი, პრო­ფე­სო­რი თა­მაზ ყან­და­რე­ლი.

თა­მაზ ყან­და­რე­ლი

ჩემი მე­უღ­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი გახ­ლდათ, თე­მუ­რი, ყო­ველ­თვის აღი­ა­რებ­და, რომ კლას­ში ნი­ჭი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სწავ­ლობ­და, თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ფა­რი­კა­ვეც იყო. ერთი პე­რი­ო­დი ჩვენც ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად. მოკ­ლედ, ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­დნენ, მა­ინც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და მარ­ტო­ო­ბა და და­ქორ­წინ­და სი­კე­თით სავ­სე ქალ­ბა­ტონ­ზე, მა­რი­ნა ქე­ბუ­რი­ა­ზე, რო­მელ­საც 8 ბედ­ნი­ე­რი წელი აჩუ­ქა...

თა­მა­ზის უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა შოკი იყო ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლის­თვის. უმი­სო­ბის ტკი­ვილს დღე­საც ვერ ვი­შუ­შებთ და ყო­ველ­თვის ვიხ­სე­ნებთ. სამ­წუ­ხა­როდ, თა­მა­ზის სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო მის­მა უფ­როს­მა ვაჟ­მა, მი­შომ, რო­მე­ლიც მა­შინ სა­ცხოვ­რებ­ლად ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო ამე­რი­კა­ში და აშშ-ის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე, ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხებ­და ჩა­მოს­ვლას. ცოტა ხნის წინ მი­შოს და­ვუ­კავ­შირ­დი, მო­ვი­კი­თხე და ვუ­თხა­რი, რომ ამე­რი­კა­ში მყავ­და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი დათო ბარ­ლის სა­ხით და აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­კავ­ში­რებ­დი. ამის შემ­დეგ ვუ­რე­კავ და­თოს და ვე­კი­თხე­ბი, თუ ახ­სოვ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან თა­მაზ ყან­და­რე­ლი.

თა­მაზ ყან­და­რე­ლი შვილ­თან ერ­თად

დათო გა­გიჟ­და, ჩვენ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და დე­და­ჩე­მი მის­თვის ყო­ველ­თვის ამ­ზა­დებ­და ხე­ნაგ­სო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, სა­შინ­ლად გა­ნი­ცა­და. მერე მისი სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი გა­ვიხ­სე­ნეთ და ისიც, მრა­ვალ­მხრი­ვად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი რომ იყო!.. ვი­სა­უბ­რეთ მის სამ­სა­ხი­ო­ბო მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე - როლი მხატ­ვრულ ფილმში, მისი ნამ­ღე­რი რო­მან­სე­ბი, როცა აკომ­პა­ნი­მენტს მე ვუ­კე­თებ­დი და რაც მთა­ვა­რია, მისი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი - მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბის უმაღ­ლე­სი ნი­მუ­ში! დათო მი­შოს შე­ეხ­მი­ა­ნა და და­მე­გობ­რდნენ. დე­და­მი­წა ვე­ე­ბერ­თე­ლაა და მა­ინც პა­ტა­რაა.

აი, გუ­შინ კი სა­ოც­რე­ბის მოწ­მე გავ­ხდი“... მი­რე­კავს დათო და შო­კის­მომ­გვრელ ამ­ბავს მიყ­ვე­ბა - 1973 წელს, როცა მისი ოჯა­ხი სა­მუ­და­მოდ ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ თბი­ლისს, და­თომ ჩა­ირ­ბი­ნა მა­ღა­ზი­ა­ში, სამ­გზავ­როდ „ბორ­ჯო­მის“ ამო­სა­ტა­ნად და იქ შეხ­ვდა თა­მაზ ყან­და­რელს ყვა­ვი­ლე­ბის დიდი თა­ი­გუ­ლით ხელ­ში. რო­გორც თა­მაზ­მა უთხრა, გა­სა­ცი­ლებ­ლად მო­ვი­და, ვი­ნა­ი­დან იქ­ნებ ვე­რა­სო­დეს ვერ შევ­ხვდე­თო... მერე ავი­და მათ­თან, და­ი­ჩო­ქა და­თოს დე­დის წი­ნა­შე, გა­დას­ცა თა­ი­გუ­ლი და და­ემ­შვი­დო­ბა. დათო ბარ­ლიმ მიშო შვი­ლი­ვით მი­ი­ღო და მი­შო­მაც ეს კარ­გად და­ი­ნა­ხა... თბი­ლი­სი შორ­საა და მა­ინც ახ­ლოა... დე­და­მი­წა ვე­ე­ბერ­თე­ლაა და მა­ინც პა­ტა­რაა... მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

ძლივს აზრიანი და საინტერესო სტატია....მადლობა

თინა ნაცვლიშვილი
0

დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლალი ფაციას, ჩემი თავგადასავლით დაინტერესებისათვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან

"ვუთხარი, "4 გიას" ბანი უკან მიდგას-მეთქი და კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა" - ებრაელი მამაკაცის უცნაური ვიდეოზარი და დამეგობრება ქართველ ემიგრანტებთან

საოცარი "ვინმეა" "ფეისბუქი", სხვადასხვა "უნარითაა" აღჭურვილი - უცნობებს ამეგობრებს, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ახვედრებს, უცნობში ნაცნობს აღმოაჩენინებს და ვინ იცის, კიდევ მისი დამსახურებით რა არ ხდება. შემდეგ კი იქმნება არაერთი "ფეისბუქ-თავგადასავალი"... ახლა რის მოყოლასაც ვაპირებთ, სწორედ "ფეისბუქის" წყალობით მომხდარი ნამდვილი ამბების ერთობლიობაა, რომლებიც ერთმანეთს წიგნის ფურცლებივით მიჰყვება. მე მას ფილმის სცენარსაც ვუწოდებდი.

მუსიკოლოგი და სიმღერების ტექსტების ავტორი თინა ნაცვლიშვილი, რომელიც ასევე ცნობილი ჯგუფის "4 გიას" ერთ-ერთი წევრის, გია ნაცვლიშვილის დაა, რამდენიმე ისეთ გასაოცარ ამბავს გვიყვება, რომლის მოსმენისას ბევრს, ალბათ, გული აუჩუყდება და ტანში დაბურძგლავს... მისი პირველი ამბავი კი სწორედ წარსულში პოპულარულ ჯგუფს "4 გიას“ უკავშირდება...

უცნაური ვიდეოზარი

რომ არა ერთი საოცარი Facebook-თავგადასავალი, ეს სტრიქონები არ დაიწერებოდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ერთ საღამოს მესენჯერზე მირეკავს, ვინმე Vitaly Haifa. გავოცდი, რადგან, როგორც გვარის მიხედვით გავიხსენე, ეს იყო ერთ-ერთი ებრაული საიტის ადმინისტრატორი, სადაც სულ მხიარული ამბები და ანეკდოტები იბეჭდებოდა და მას ხშირად ვსტუმრობდი.

რასაკვირველია, ვუპასუხე და ამ ახალგაზრდა მამაკაცმა მორიდებით ამიხსნა (რუსულ ენაზე) ჩემთან დაკავშირების მიზეზი. წლების წინ ყოფილა თბილისში, ბევრი რამ უნახავს, ბევრს შეხვედრია, მაგრამ ვერ ივიწყებს ერთ ქართულ მუსიკალურ ჯგუფს და მათ სიმღერებს, განსაკუთრებით კი ერთს - "წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო".

მოკლედ, მწერდა, რომ ამ სიმღერას დიდი ხანია ეძებს... ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრებოდა, მით უმეტეს, რომ როცა ამ მესიჯის შემდეგ, ვიტალიმ ვიდეოზარი გამოუშვა, კამერაში აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ზურგსუკან მდგარი გია, რომელიც იმ მომენტში ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ვიტალი, სრულიად უცნობი იყო და არც ხუმრობას არ ჰგავდა მისი ლაპარაკი. ამიტომ, ღიმილით ვუთხარი - „4 გიას“ ბანი, აგერ, ჩემს უკან დგას-მეთქი. კაცი კინაღამ ინტერნეტში გამოძვრა. კარგა ხანი ვერ იჯერებდა, მაგრამ როცა გიამ გაუგზავნა თავიანთი სიმღერები, დაიჯერა.

გია ნაცვლიშვილი, ჯგუფ "4 გიას" წევრი

ცოტა ხანში ისევ აწკრიალდა მესენჯერის ზარი და დიდი მორიდებით მთხოვა, იქნებ ეს სიმღერები ნიუ-იორკში მცხოვრებ დავით ბარლისაც გაუგზავნოთ, ის უკვე გიწვევთ სამეგობროდ, თან, იქნებ ესაუბროთ კიდეცო. სიცილი ამიტყდა, ინგლისური არ ვიცი და რა ენაზე ვესაუბრო-მეთქი? დამამშვიდა, თბილისელია, დათო ბალუაშვილი და ქართულის მოსმენა ძალიან გაუხარდება.

დამეგობრება დათო ბარლისთან

დათო ბარლი

მოკლედ, დავუმეგობრდი არაჩვეულებრივ დათო ბარლის და მის ოჯახს. ეს მეგობრობა ძალიან მტკიცე და სასიამოვნო აღმოჩნდა. ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით არა მარტო მე და დათო, არამედ ორივე ოჯახის წევრები - მისი მეუღლე ტანია, ჩემი მეუღლე, ძმა, ქალიშვილი, რძალი და ჩვენი მხრიდან დამეგობრებული კიდევ ბევრი ახლობელი...

დათო ცნობილი მათემატიკოსია, დოქტორი, რომელიც თავისი სპეციალობით სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა - მოსკოვში, გერმანიაში, ისრაელში და ამერიკაში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტებზე. ამჟამად პენსიონერია. მისი ვაჟებიც თავიანთი პროფესიის მიხედვით არიან დასაქმებულები, ბედნიერი ოჯახები აქვს. ერთადერთი, ტანჯავს ნოსტალგია და ოცნებობს თბილისზე, თბილისელ ნაცნობ-მეგობრებზე, საქართველოზე, ყველაფერ ქართულზე...

დათომ და მისმა მეუღლემ ავიაბილეთებიც კი შეიძინეს თბილისში წამოსასვლელი, მაგრამ კორონას შემოსევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა... ისევ მესენჯერის ვიდეოზარებზე შევჩერდით... გავიხსენეთ უამრავი საერთო ნაცნობ-მეგობარი, თბილისური ამბები. ჩვენს "სასაუბრო წრეში" მალე დაგვემატა დათოს ყოფილი მეზობელი, მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი, თინა კაკუშაძე.

სალაპარაკო თემას და მოსაგონარს რა დალევდა! ასე იზრდებოდა ჩვენი "ბარლის წრე"... ჩემი ოჯახის საუკეთესო მეგობარი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, ფილოსოფოსი, პროფესორი თამაზ ყანდარელი.

თამაზ ყანდარელი

ჩემი მეუღლის თანაკლასელი გახლდათ, თემური, ყოველთვის აღიარებდა, რომ კლასში ნიჭიერებით გამოირჩეოდა, შესანიშნავად სწავლობდა, თან წარმატებული მოფარიკავეც იყო. ერთი პერიოდი ჩვენც ვმუშაობდით ერთად. მოკლედ, ოჯახებით ვმეგობრობდით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ყურადღებას არ აკლებდნენ, მაინც ძალიან გაუჭირდა მარტოობა და დაქორწინდა სიკეთით სავსე ქალბატონზე, მარინა ქებურიაზე, რომელსაც 8 ბედნიერი წელი აჩუქა...

თამაზის უეცარი გარდაცვალება შოკი იყო ყველა ახლობელისთვის. უმისობის ტკივილს დღესაც ვერ ვიშუშებთ და ყოველთვის ვიხსენებთ. სამწუხაროდ, თამაზის სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიიღო მისმა უფროსმა ვაჟმა, მიშომ, რომელიც მაშინ საცხოვრებლად ახალი გადასული იყო ამერიკაში და აშშ-ის კანონების მიხედვით, გარკვეული დროის მანძილზე, ვერაფრით მოახერხებდა ჩამოსვლას. ცოტა ხნის წინ მიშოს დავუკავშირდი, მოვიკითხე და ვუთხარი, რომ ამერიკაში მყავდა საუკეთესო მეგობარი დათო ბარლის სახით და აუცილებლად დავაკავშირებდი. ამის შემდეგ ვურეკავ დათოს და ვეკითხები, თუ ახსოვდა უნივერსიტეტიდან თამაზ ყანდარელი.

თამაზ ყანდარელი შვილთან ერთად

დათო გაგიჟდა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და დედაჩემი მისთვის ყოველთვის ამზადებდა ხენაგსო. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, საშინლად განიცადა. მერე მისი სახალისო ამბები გავიხსენეთ და ისიც, მრავალმხრივად ნიჭიერი ადამიანი რომ იყო!.. ვისაუბრეთ მის სამსახიობო მოღვაწეობაზე - როლი მხატვრულ ფილმში, მისი ნამღერი რომანსები, როცა აკომპანიმენტს მე ვუკეთებდი და რაც მთავარია, მისი სადღეგრძელოები - მჭერმეტყველების უმაღლესი ნიმუში! დათო მიშოს შეეხმიანა და დამეგობრდნენ. დედამიწა ვეებერთელაა და მაინც პატარაა.

აი, გუშინ კი საოცრების მოწმე გავხდი“... მირეკავს დათო და შოკისმომგვრელ ამბავს მიყვება - 1973 წელს, როცა მისი ოჯახი სამუდამოდ ტოვებდა საქართველოს, ემშვიდობებოდნენ თბილისს, დათომ ჩაირბინა მაღაზიაში, სამგზავროდ „ბორჯომის“ ამოსატანად და იქ შეხვდა თამაზ ყანდარელს ყვავილების დიდი თაიგულით ხელში. როგორც თამაზმა უთხრა, გასაცილებლად მოვიდა, ვინაიდან იქნებ ვერასოდეს ვერ შევხვდეთო... მერე ავიდა მათთან, დაიჩოქა დათოს დედის წინაშე, გადასცა თაიგული და დაემშვიდობა. დათო ბარლიმ მიშო შვილივით მიიღო და მიშომაც ეს კარგად დაინახა... თბილისი შორსაა და მაინც ახლოა... დედამიწა ვეებერთელაა და მაინც პატარაა... მეტს ვერაფერს ვიტყვი.

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა