მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან
აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს მო­უ­წო­დებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და თავ­შე­კა­ვე­ბით მი­უდ­გნენ სი­ტუ­ა­ცი­ას.

"ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, კერ­ძოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას. ამ გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას პრი­ო­რი­ტე­ტად უნდა დარ­ჩეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პი - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბა, და­იც­ვან თა­ვი­ან­თი წყა­რო­ე­ბი. სა­ი­დუმ­ლო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც და­ში­ნე­ბა ან დევ­ნა არის უკა­ნო­ნო და და­საგ­მო­ბი და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა ჩარ­თულ მხა­რეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და თავ­შე­კა­ვე­ბით მი­უდ­გნენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა უნდა მუ­შა­ობ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და არ უნდა იქ­ნას ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის გზით”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გა­ნა­ცხა­დე­ბა­ში.

"ყვე­ლა ჩვენ პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში მსგავს სა­კი­თხებს ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით", - ასე უპა­სუ­ხა "ტვ პირ­ველ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, შარლ მი­შე­ლის პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა.

რო­გორც და­ნი­ელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, ის კერ­ძო შემ­თხვე­ვებს არ იც­ნობს და კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს.

"ევ­რო­კავ­ში­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის შიგ­ნით, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის გა­რეთ ქვეყ­ნე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სა­კი­თხებს, კერ­ძო შემ­თხვე­ვებს, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სიღ­რმი­სე­უ­ლად არ მაქვს შეს­წავ­ლი­ლი. მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით მსგავს სა­კი­თხებს ყვე­ლა ჩვენ პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მო­ი­პო­ვეს ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვს, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს. ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­შრე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რი­სა და მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ჟურნალისტობას და პოლიტიკოსობას შორის ფულის ზღვარი ძევს , აბა იდეების ?! 

ჩეკისტი
14

ამ კოლექტიურ დასავლეთში ყველა ჭკუიდან გადასული როგორაა?!

ავტორი:

აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

აშშ-ის საელჩო და კრისტიან დანიელსონი "TV პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ტელეკომპანია "პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ყველა ჩართულ მხარეს მოუწოდებს, პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ სიტუაციას.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია "პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი - ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები. საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით”, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.

"ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში მსგავს საკითხებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით", - ასე უპასუხა "ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.

როგორც დანიელსონმა აღნიშნა, ის კერძო შემთხვევებს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატულებისა და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის გარეთ ქვეყნებისთვის. რაც შეეხება კერძო საკითხებს, კერძო შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში“, - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

"მიშელი საქართელოში მაშინ ჩამოდის, როცა მძიმე ვითარება ყალიბდება - ხელისუფლება და ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ ახალი დაპირისპირებისთვის ემზადებიან" - ექსპერტი

"ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ... მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები" - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 5 ივლისის მოვლენებზე

"სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება" - აშშ-ის საელჩოს განცხადება