სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?
"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

აფხა­ზეთ­ში, სო­ხუ­მის ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ას­ლან ბჟა­ნი­ას ყო­ფილ თა­ნა­შემ­წეს ახრა ავი­ძ­ბას ერ­თთვი­ა­ნი წი­ნა­სა­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. "ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით", მას ბრა­ლად ედე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რივ "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე" შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ძ­ბას 2-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, იან­ვრის ბო­ლოს უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ახრა ავი­ძ­ბა­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ახრა ავი­ძ­ბამ (მეტ­სა­ხე­ლად "აფხა­ზი") 2014 წელს და­ა­ფუძნა და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბას "პი­ატ­ნაშ­კას".

ავი­ძ­ბას, რო­მე­ლიც ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, პო­ლი­ტი­კა­ში ხელი მო­ე­ცა­რა, რის შემ­დე­გაც, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ბიზ­ნეს­ში ცდი­ლობ­და დამ­კვიდ­რე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლად, ის გა­წე­უ­ლი შრო­მის სა­ფა­სუ­რად, სო­ხუ­მის პორ­ტის გა­და­ცე­მას ითხოვ­და, რა­ზეც კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ი­ღო.

ბოლო ხა­ნებ­ში, ის "ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო" გან­წყო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 2017 წელს, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მარ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც სო­ხუ­მის პირ­ველ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში იყ­რი­და კენ­ჭს, თუმ­ცა, და­მარ­ცხდა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ან­გა­რიშ­გა­სა­წევ და "ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი" ფი­გუ­რად რჩე­ბა. 5 მარტს, მას შემ­დეგ, რაც ის და­ა­კა­ვეს, რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად და­ი­ძა­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზეც ალა­პა­რაკ­დნენ.

ავი­ძ­ბამ შარ­შან მარ­ტში, აფხა­ზე­თის ე.წ. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­სა­ფუძ­ნებ­ლად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მი­მარ­თა, თუმ­ცა, ამ საქ­მეს გაგ­რძე­ლე­ბა არ ჰქო­ნია. ავი­ძ­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს, რაც მისი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და - სო­ხუ­მის ცენ­ტრში მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, -"ეს არ არის ის კა­ტე­გო­რია, ვი­საც აფხა­ზე­თის მო­მა­ვალს ან­დობ­დნენ..."

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა მი­იჩ­ნია, რომ ავი­ძ­ბა უსა­მარ­თლოდ და­ა­კა­ვეს, რად­გან "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გრძნობ­და, მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ასე გა­ა­ნე­იტ­რი­ლეს"... სხვე­ბის თქმით, არც ავი­ძ­ბას და არც სხვებს არა­ფე­რი და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, რომ სო­უხ­მის პორ­ტი სა­კუთ­რე­ბა­ში ან თუნ­დაც სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცეს. ავი­ძ­ბას ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­მა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნა­წი­ლის თქმით, ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა ტე­რო­რიზ­მი.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პოს­ტი ვერ შე­ირ­გო, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ვერ შე­ირ­გო, პატ­რი­ო­ტად მი­ვი­ღეთ და უფ­რო­სო­ბა მო­ინ­დო­მა. ჰა­ბი­ტუს­ზეც ეტყო­ბა, ვინ არის და რაც უნდა. მას სურს, ხელ­ში მუ­დამ გა­და­ტე­ნი­ლი კა­ლაშ­ნი­კო­ვი ეჭი­როს და აკა­კა­ნებ­დეს..." - წე­რენ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

"ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე თვეა ავი­ძ­ბა ითხოვ­და, სო­ხუ­მის პორ­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში ან მარ­თვის უფ­ლე­ბით გა­და­ცე­მას. მი­სე­ბუ­რად, ხის­ტად ითხოვ­და კუთ­ვნი­ლი შრო­მის სა­ფა­სურს და რად­გან ან­ქვა­ბი-ბჟა­ნია ვე­რა­ნა­ირ პი­რო­ბა­ზე ვერ და­ი­თან­ხმა, მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვი­და, ამ­ბობ­და, რომ თავს არა­ვის გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებ­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მუ­ქა­რა­ზეც წა­ვი­და და რა­ღა­ცას მარ­თლა გეგ­მავ­და", - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ვა­დიმ მეტ­რე­ვე­ლი.

"გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ავი­ძ­ბა, თო­რემ ახალ კრი­ზისს მი­ი­ღებთ. კვი­რა­ი­ას მო­ღა­ლა­ტურ საქ­მის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ შეგ­რჩე­ბათ. კვი­რა­ი­ა­სა და მის­ნა­ი­რებს ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტო­მაც გა­დაწ­ვი­ტეს მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა..." - მი­აჩ­ნია ოთარ ბარ­ციცს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამვლელი
2

ვაი რა მართლა, ვინ არ ბლატაობს ჩვენ მიწა-წყალზე რა, ყველანი ჩვენს გარდა. ნორმალურ ქვეყანაშე ასეთებს რა გზას გაუყოლებდნენ კი ვიცი. ჩვენტან კი ყველას ყველაფერი შერჩა:((((

როვო კატორი
21

ჩვენთან მოვიწვიოთ. ადამიანთა უფლებების დამცველის პოსტი შევთავაზოთ. იქნებ დაგვიცოს?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

აფხაზეთში, სოხუმის ე.წ. სასამართლომ ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ახრა ავიძბას ერთთვიანი წინასაწარი პატიმრობა მიუსაჯა. "ოფიციალური ვერსიით", მას ბრალად ედება, რომ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ადგილობრივ "ხელმძღვანელობაზე" შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ავიძბას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ახრა ავიძბაზე ძებნა გამოაცხადა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას "პიატნაშკას".

ავიძბას, რომელიც ბჟანია-ანქვაბის ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლას პირადად ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში ხელი მოეცარა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესში ცდილობდა დამკვიდრებას. კონკრეტულად, ის გაწეული შრომის საფასურად, სოხუმის პორტის გადაცემას ითხოვდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

ბოლო ხანებში, ის "ანტისამთავრობო" განწყობებით გამოირჩეოდა. 2017 წელს, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა, დამარცხდა. ამის მიუხედავად, ის აფხაზურ პოლიტიკაში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ და "ყველაფერზე წამსვლელი" ფიგურად რჩება. 5 მარტს, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, რეგიონში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილობრივები ახალ პოლიტიკურ კრიზისზეც ალაპარაკდნენ.

ავიძბამ შარშან მარტში, აფხაზეთის ე.წ. იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანების დასაფუძნებლად რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა, ამ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია. ავიძბას მხარდამჭერები ჰყავს, რაც მისი დაკავების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა - სოხუმის ცენტრში მისი თანამოაზრეები შეიკრიბნენ, მაგრამ ადგილობრივების თქმით, -"ეს არ არის ის კატეგორია, ვისაც აფხაზეთის მომავალს ანდობდნენ..."

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მიიჩნია, რომ ავიძბა უსამართლოდ დააკავეს, რადგან "ხელმძღვანელობა გრძნობდა, მისი პოზიციების გაძლიერებას და ასე გაანეიტრილეს"... სხვების თქმით, არც ავიძბას და არც სხვებს არაფერი დაუმსახურებია, რომ სოუხმის პორტი საკუთრებაში ან თუნდაც სამართავად გადაეცეს. ავიძბას ბიზნესინტერესებმა აფხაზეთის მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. ნაწილის თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი.

"ხელისუფლებაში პოსტი ვერ შეირგო, პრივილეგიები ვერ შეირგო, პატრიოტად მივიღეთ და უფროსობა მოინდომა. ჰაბიტუსზეც ეტყობა, ვინ არის და რაც უნდა. მას სურს, ხელში მუდამ გადატენილი კალაშნიკოვი ეჭიროს და აკაკანებდეს..." - წერენ აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები.

"ვიცი, რომ რამდენიმე თვეა ავიძბა ითხოვდა, სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას. მისებურად, ხისტად ითხოვდა კუთვნილი შრომის საფასურს და რადგან ანქვაბი-ბჟანია ვერანაირ პირობაზე ვერ დაითანხმა, მუქარაზე გადავიდა, ამბობდა, რომ თავს არავის გამოაყენებინებდა. დიდი ალბათობით, დესტაბილიზაციის მუქარაზეც წავიდა და რაღაცას მართლა გეგმავდა", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ვადიმ მეტრეველი.

"გაათავისუფლეთ ავიძბა, თორემ ახალ კრიზისს მიიღებთ. კვირაიას მოღალატურ საქმის გარშემო დაწყებული უკმაყოფილება არ შეგრჩებათ. კვირაიასა და მისნაირებს ემუქრებოდა, ამიტომაც გადაწვიტეს მისი განეიტრალება..." - მიაჩნია ოთარ ბარციცს.

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში ბოდიში მოახდევინეს გოგონას, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა" - "ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ"