მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"
"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს ესა­უბ­რე­ბა და მის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რის დას­ჯას ითხო­ოვს, "ფე­ის­ბუქ­ში" სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ფარ­თო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა.

  • ვნა­ხოთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა:

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ანა­ლი­ტი­კო­სი ცი­ხის კად­რე­ბის შემ­დეგ მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მომ­ხდარს "სის­ტე­მუ­რი კრა­ხის" კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცა. ის არ გა­დამ­დგა­რა, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბა აღი­ა­რა. გან­სხვა­ვე­ბა იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას და დღე­ვან­დელს შო­რის, ცხა­დია, არის რო­გორც შე­დე­გე­ბით, ასე­ვე მოც­ვით, მაგ­რამ... რად­გა­ნაც დღეს სხვა პო­ლი­ტი­კურ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ და სხვა მო­თხოვ­ნე­ბი გვაქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს.

ახლა, პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ი­სათ­ვის, ყვე­ლა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბის აღი­ა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დრო­უ­ლად, რად­გან, ვში­შობ, რომ ეს ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო გა­მავ­რცე­ლებ­ლებს, პი­რა­დად, მე, სამი ჰი­პო­თე­ტუ­რი ვა­რი­ან­ტი მაქვს: ან გა­ხა­რია ან გო­გაშ­ვი­ლი ან კო­ბა­ხი­ძე. სა­მი­ვე დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­დუქ­ტია, რომ­ლებ­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­უ­სუს­ტდა, ან და­კარ­გა.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლუ­რად უფრო უა­რე­სი ის­ტო­რი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­დეს. ამი­ტომ, სა­ნამ ისეთ ჭა­ობ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით, რომ არ­სე­ბო­ბი­საც კი შეგ­ვრცხვეს, ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლია, ჩა­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, მცი­რე­დად მა­ინც გაჩ­ნდეს პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პი­რო­ბა, რაც დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: 2013-ში ვე­ცა­დე ამეხ­სნა ერთი კა­ცის­თვის, რომ უკა­ნო­ნო მოს­მე­ნე­ბი, რო­გორც პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი, გარ­და იმი­სა რომ ბო­რო­ტე­ბაა, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­გე­ბი­თაც სა­ხი­ფა­თოა ინი­ცი­ა­ტო­რის­თვის, რად­გან რა­ღაც ეტაპ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლო რგოლ­ში ვინ­მე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ან და­ზღვე­ვის, ან გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით ამას შენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნებს.არ და­მი­ჯე­რა...ახლა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ეს 2012-მდე იყო თუ შემ­დეგ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თუ არა, უბ­რა­ლოდ წყლის ნაყ­ვაა, რად­გან ვინც მა­შინ გვეჯ­და ყურ­ზე ისევ ის გვა­ზის, ისე­ვე რო­გორც მუ­რუ­სი­ძე გვა­სა­მარ­თლებ­და მა­ში­ნაც და ახ­ლაც.

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: კი გა­მო­მა­ცხა­დეს ნა­ცებ­მა ქო­ცე­ბის გამპრა­ვებ­ლად, რა­ხან ვფიქ­რობ, რომ ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რია ეს, როცა ჩუ­ბი­ნი­ძე და გო­მე­ლა­უ­რი ბი­ძი­ნას დაც­ვა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ, ხოლო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ქარ­თუს ფონ­დის უფ­რო­სი იყო და სო­ლო­ლა­კის ბიზ­ნეს­ცენ­ტრში იჯდა. ასე­ვე მგო­ნია, რომ ამ ჩა­ნა­წე­რის ახლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა არ შე­უ­წყობს ხელს პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგს და მხო­ლოდ გა­ამ­წვა­ვებს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, მაგ­რამ რა­ხან ჩვენ­თან ბევ­რს აქვს წა­კი­თხუ­ლი­დან აზ­რის გა­მო­ტა­ნის პრობ­ლე­მა, მა­ინც ცალ­სა­ხად მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო:არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს რო­დის და რა­ნა­ი­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ეს ჩა­ნა­წე­რი.

ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, არც ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს და არც ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს (თუ ის ჩა­ნა­წერ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ვა­ხოა) არა აქვთ არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ეკა­ვოთ რა­ი­მე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა. ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დად­გნენ, თუ რა­ღაც მი­ნი­მა­ლუ­რი მო­რა­ლუ­რი სტან­დარ­ტის მაგ­ვა­რი გვინ­და გვქონ­დეს ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ფონდ "იავ­ნა­ნას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: ვინც ჯერ კი­დევ ფრთხი­ლობ­დით, დღეს ხომ უკვე ყვე­ლა­ნი დარ­წმუნ­დით, რომ ცუდ­ზე და უნი­ა­თო­ზე აღარ გა­დის ზღვა­რი. ქვე­ყა­ნა ჩა­ვარ­დნი­ლია მა­ნი­ა­კე­ბის ხელ­ში. ყვე­ლამ ამო­ვი­ღოთ ხმა! ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი და ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, ჩვენს გა­სა­კე­თე­ბელს სხვა ვერ გაგ­ვი­კე­თებს, სხვა ვერ შეგ­ვიც­ვლის ამ სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბას! სა­ქარ­თვე­ლო გა­და­სარ­ჩე­ნია!”- წერს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, "ტვ პირ­ველ­მა" გა­ავ­რცე­ლა ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც მა­თი­ვე ცნო­ბით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბია ჩა­წე­რი­ლი. აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის გამო, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ზარ­დის დას­ჯას ითხოვს.

აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩა­ნა­წე­რი.

"ეს არის 2010 წლის ჩა­ნა­წე­რი. ხაზს ვუს­ვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლე­ბის, რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში. არა­ერთ, შე­იძ­ლე­ბა ათე­ულ ჩა­ნა­წერ­ზეც კი არის სა­უ­ბა­რი, სა­ი­და­ნაც ამოკ­რე­ბი­ლია ერთ-ერთი წი­თე­ლი პრე­სის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ფრა­ზა. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფაბ­რი­კა­ცია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "კა­გე­ბეს“ მე­თო­დე­ბით, "კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რად“, წარ­სულ­ში მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნა
4

რასაც ქართველი ქართველს აკადრებს, მსოფლიოში არც ერთი ერი არ გააკეთებს! 

კარგი თვისებებიც აქვთ ქართველებს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ზიზღი, სიძულვილი, დაუნდობლობა, სისასტიკე, შეუწყნარებლობა , განსხვავებილი შეხედულების ადამიანების დაუნდობლობა , სიმდიდრის და ძალაუფლების არანორმალური სიყვარული და ძალადობა გადაწონის ყველა კარგ თვისებას!! 

ანნა
51

ისე , რომ ივოდეთ, ალბინოსები ძალიან გულჩათხრობილი, ბოროტი, დაუნდობელი და ეჭვიანო ადამიანები არიან! მეცოდება მათი მეორე ნახევრები! გარედან ძალიან რომანტიკული და სათუთები ჩანან! 

ეს ჩემი აზრი არ არის, მეცნიერების აზრია! მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების და შესწავლის შემდეგ... 

ავტორი:

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან" - როგორ ეხმაურებიან გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს "ფეისბუქში"

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება და მისთვის სოციალურ ქსელში არასასურველი კომენტარის ავტორის დასჯას ითხოოვს, "ფეისბუქში" საზოგადოების მხრიდან ფართო რეზონანსი მოჰყვა.

  • ვნახოთ სოციალური ქსელებიდან ზოგიერთი გამოხმაურება:

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი ციხის კადრების შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მომხდარს "სისტემური კრახის" კვალიფიკაცია მისცა. ის არ გადამდგარა, მაგრამ მოცემულობა აღიარა. განსხვავება იმ მოცემულობას და დღევანდელს შორის, ცხადია, არის როგორც შედეგებით, ასევე მოცვით, მაგრამ... რადგანაც დღეს სხვა პოლიტიკურ ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა მოთხოვნები გვაქვს, პასუხისმგებლობებიც შესაბამისი უნდა იყოს.

ახლა, პოლიტიკური ლეგიტიმაციისათვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა პრობლემების აღიარება ხელისუფლების მხრიდან დროულად, რადგან, ვშიშობ, რომ ეს ამით არ დასრულებულა და შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

რაც შეეხება შესაძლო გამავრცელებლებს, პირადად, მე, სამი ჰიპოთეტური ვარიანტი მაქვს: ან გახარია ან გოგაშვილი ან კობახიძე. სამივე დღევანდელი ხელისუფლების პროდუქტია, რომლებსაც ძალაუფლება შეუსუსტდა, ან დაკარგა.

ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად უფრო უარესი ისტორიები შეიძლება უახლოეს პერიოდში გავრცელდეს. ამიტომ, სანამ ისეთ ჭაობში აღმოვჩნდებით, რომ არსებობისაც კი შეგვრცხვეს, ყველაზე გონივრულია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და არჩევანის მიხედვით, მცირედად მაინც გაჩნდეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პირობა, რაც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები, როგორც პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი, გარდა იმისა რომ ბოროტებაა, პრაქტიკული გაგებითაც სახიფათოა ინიციატორისთვის, რადგან რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოჩნდება სისტემის საშუალო რგოლში ვინმე განაწყენებული, რომელიც ან დაზღვევის, ან გამორჩენის მიზნით ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.არ დამიჯერა...ახლა იმაზე საუბარი, ეს 2012-მდე იყო თუ შემდეგ, ფალსიფიცირებულია, თუ არა, უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან ვინც მაშინ გვეჯდა ყურზე ისევ ის გვაზის, ისევე როგორც მურუსიძე გვასამართლებდა მაშინაც და ახლაც.

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი: კი გამომაცხადეს ნაცებმა ქოცების გამპრავებლად, რახან ვფიქრობ, რომ ძველი ჩანაწერია ეს, როცა ჩუბინიძე და გომელაური ბიძინას დაცვაში მსახურობდნენ, ხოლო ღარიბაშვილი ქართუს ფონდის უფროსი იყო და სოლოლაკის ბიზნესცენტრში იჯდა. ასევე მგონია, რომ ამ ჩანაწერის ახლა გამოქვეყნება არ შეუწყობს ხელს პოლიტიკურ დიალოგს და მხოლოდ გაამწვავებს პოლარიზაციას, მაგრამ რახან ჩვენთან ბევრს აქვს წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა, მაინც ცალსახად მინდა დავაფიქსირო:არავითარი მნიშვნელობა არა აქვს როდის და რანაირად დამონტაჟებულია ეს ჩანაწერი.

ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც ანზორ ჩუბინიძეს და არც ვახტანგ გომელაურს (თუ ის ჩანაწერში მოხსენიებული ვახოა) არა აქვთ არანაირი მორალური, პოლიტიკური თუ ლეგიტიმური უფლება საერთოდ ეკავოთ რაიმე სახელმწიფო თანამდებობა. ისინი აუცილებლად უნდა გადადგნენ, თუ რაღაც მინიმალური მორალური სტანდარტის მაგვარი გვინდა გვქონდეს ამ სახელმწიფოში.

პაატა ბურჭულაძე, ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი: ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”- წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მათივე ცნობით, ბერა ივანიშვილის ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი. აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების დაწერის გამო, სავარაუდოდ, მოზარდის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის 2010 წლის ჩანაწერი.

"ეს არის 2010 წლის ჩანაწერი. ხაზს ვუსვამ 2010 წლის და არა 2011-2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ შემოვიდა პოლიტიკაში. არაერთ, შეიძლება ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია. ჩვეულებრივი "კაგებეს“ მეთოდებით, "კაგებეშნიკურად“, წარსულში მძიმე გამოცდილების მიხედვით დამონტაჟებული", - აღნიშნა მდინარაძემ.

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

"ვამხელ მოძალადეებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს... არ შევეგუები უსამართლობას" - ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა