პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან
"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც და ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი მათ, მაგ­რამ, ამ ეტაპ­ზეც, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან დიდი, და­დე­ბი­თი შე­დე­გის მომ­ტა­ნია ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცია, რად­გან ბევრ კი­თხვას, რო­მე­ლიც დღეს და­ის­ვა და ზო­გა­დად არ­სე­ბობს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გა­ვე­ცით პა­სუ­ხე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ნა­თია თურ­ნა­ვამ ცა­გერ­ში, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ნა­თია თურ­ნა­ვა და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი რე­გი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„და­ის­ვა კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი პა­სუ­ხე­ბი - მა­გა­ლი­თად, ჰე­სის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებ­ზე ჩვენ­მა ექ­სპერ­ტებ­მა, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გან­მარ­ტეს, რომ თუნ­დაც იმ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი კაშხლის, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა, კო­ლაფ­სის და ნგრე­ვის არც ერთი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში და ერთი მე­მი­ლი­არ­დე­დია თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ მას რამე და­ე­მარ­თოს“, - გან­მარ­ტა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი გე­ო­ლო­გია და რა­ღაც ქა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, რა­ტომ­ღაც, სა­ხელ­დე­ბა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, პი­რი­ქით, თვი­თონ კაშხლე­ბი რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ შემ­თხვე­ვა­შიც, და­ი­ცავს ხე­ო­ბას მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის­გან.

„ასე­ვე ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია აპო­კა­ლიპ­ტუ­რი სუ­რა­თი - მო­გო­ნი­ლი ტალ­ღა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­არ­ტყას და­სახ­ლე­ბებს - არას­წო­რად ვრცელ­დე­ბა ასე­თი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს მო­სახ­ლე­ო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

ცა­გე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ექ­ტი გა­რე­მოს­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ კულ­ტუ­რის სახ­ლის დარ­ბა­ზი და­ტო­ვა.

„ეკო­ნო­მი­კის გაკ­ვე­თილს გვი­ტა­რებთ თუ პრობ­ლე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბით?!“ - მი­მარ­თა ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ნა­თია თურ­ნა­ვას, რის შემ­დე­გაც დარ­ბა­ზი­დან გა­ვი­და.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ბოლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში „ენკა რი­ნი­უ­ებლზის“ მიერ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკა­ნო­ნო, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას.

„ჩვენ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას. რო­დე­საც სა­ჭი­როა რე­ა­გი­რე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მოქ­მე­დებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

თუ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მე გა­დაც­დო­მა-დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, არამ­ხო­ლოდ და­სა­წყის­ში, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი და მკაც­რე­ბი, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იმოქ­მე­დებს ჩვე­ნი ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

რო­გორც და­ვი­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან სა­უ­ბა­რი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

„რაც არ უნდა კარ­გი პრო­ექ­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, თუ არ იქ­ნე­ბა პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვი და ხა­რის­ხი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გი, მათ შო­რის, სა­ჯა­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბა, რა თქმა უნდა, არ მი­ვი­ღებთ სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს. იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ, ჩვენ გვექ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, ეს არის ის, რა­ზეც დღეს ვი­სა­უბ­რეთ. ამ სა­უბ­რებს მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რძე­ლებთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც აინ­ტე­რე­სებ­დათ ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, რა ტი­პის გე­ო­ლო­გი­ურ და სხვა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის რის­კებს ატა­რებ­და პრო­ექ­ტი“, - აცხა­დებს და­ვი­თაშ­ვი­ლი.

რო­გორც თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ჯა­როა და ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს შე­უძ­ლია გა­მო­ი­თხო­ვოს.

"ეს დო­კუ­მენ­ტი აქამ­დეც უკვე არა­ერ­თგზის გვაქვს მი­წო­დე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ჩვენ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სა­მი­ნის­ტროს ვებ და ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი პა­სუ­ხი იმ ფსევ­დო­სა­მარ­თლებ­რივ ანა­ლიზ­ზე, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ვეყ­ნებს. ძა­ლი­ან ნათ­ლად ვხე­დავთ იმას, რომ მათი სურ­ვი­ლია, ან­ტი­ჰე­სე­ბის კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდნენ. მათი დას­კვნა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. ამ­დე­ნად, რო­დე­საც გა­ეც­ნო­ბით ჩვენს დე­ტა­ლურ გან­მარ­ტე­ბას, ბევ­რი კი­თხვის პა­სუხს მი­ი­ღებთ,“ - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ნა­თია თურ­ნა­ვა და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლებ­საც“ შეხ­ვდე­ბი­ან.

„ჩვენ, ამ ფორ­მატ­ში, რამ­დე­ნიც შევ­ძე­ლით, პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცით კი­თხვებს, მაგ­რამ ამით, ცხა­დია, არ ვას­რუ­ლებთ შეხ­ვედ­რებს. ნამ­დვი­ლად გული დაგ­ვწყდა, რომ სხვა­დას­ხვა, ალ­ბათ, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო ვერ მო­ხერ­ხდა უფრო სრულ­ყო­ფილ, ფარ­თო ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რა, კერ­ძოდ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად კარ­ვებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ე.წ. „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ ვერ და­ეს­წრნენ ამ შეხ­ვედ­რას, ამი­ტომ მე და ჩემ­მა კო­ლე­გამ, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩა­ვი­დეთ მათ­თან, შევ­ხვდეთ ამ ადა­მი­ა­ნებს და დავთქვათ მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მა­ტი და ად­გი­ლი შეხ­ვედ­რის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ ცა­გერ­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან „ნა­მახ­ვა­ნი ჰე­სის“ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ორი მი­ნის­ტრის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით დღეს გა­ი­მარ­თა.

„პირ­ველ რიგ­ში, გვსურს მათ ვუ­თხრათ, რომ ნამ­დვი­ლად, ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლია ჩვენს შო­რის სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თოს. ვწუხ­ვართ, რომ ფორ­მა­ტის გამო არ ისურ­ვეს ცა­გერ­ში ჩა­მოს­ვლა და გვეს­მის მათი, რომ ღია ფორ­მა­ტია აუ­ცი­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენც ხე­დავთ, რომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მე­დი­აც სრუ­ლად დას­წრე­ბო­და შეხ­ვედ­რას. ახლა მივ­დი­ვართ ად­გილ­ზე, კარ­ვებ­თან, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დე­ნი დღეა, თა­ვი­ანთ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტა­ვენ და ალ­ბათ შევ­თან­ხმდე­ბით შემ­დე­გი შეხ­ვედ­რის ფორ­მატ­ზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომ­ზა­დე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც, ორი­ვე მხრი­დან იქ­ნე­ბი­ან ექ­სპერ­ტე­ბიც პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ“, - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ის­ში აქ­ცია გა­მარ­თეს. 4 მარ­ტის კი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ამ სა­კი­თხზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, რა დრო­საც მი­ნის­ტრებს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­სა და ნა­თია თურ­ნა­ვას ად­გილ­ზე ჩას­ვლა და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა და­ა­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
2

იმას არავინ ამბობს რომ დაინგრევა უეჭველი ან დასანგრევად აშენებენ. მაგრამ 1. მოსპობს გარემოს, 2. იმის შანსიც არის რომ დაინგრეს, სადღაც 1%. ეს მინისტრები და მათი მოადგილეები მაგ დროს უკვე ინგლისებში და ამერიკებში იქნებიან წასულები, მათ ვილებში, ხალხს რომ დააქცევს ეგ ტალღა.

++
2

ვის ხელში ჩავვარდით?!ჩვენსავე ქვეყანაში ჩვენივ მიწის დატბორვის ხარჯზე აშენებულ ჰესიდან მიღებული ელ ენერგია თურქები მოგვყიდიან იმაზე უფრო ძვირად ვიდრე დღეს ვყიდულობთ და ამას ეძახიან ენერგო დამოუკიდელობას მიწათმოქმედთა ქვეყანაში,სადაც ხორბალს რუსეთისგან ყიდულობენ...ტრაგედიაა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

"ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს" - რაზე ისაუბრეს დღეს თურნავამ და დავითაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც და ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ, ამ ეტაპზეც, ვფიქრობ, ძალიან დიდი, დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფებიან.

„დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები - მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის, რომელიც შენდება, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი, რომ მას რამე დაემართოს“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და რაღაც ქანებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც, რატომღაც, სახელდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრის განცხადებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

„ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი - მოგონილი ტალღა, რომელმაც შეიძლება დაარტყას დასახლებებს - არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცაგერის მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგია, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ პროექტი გარემოსთვის საფრთხის შემცველია. ეკონომიკის მინისტრის საუბრის პარალელურად რამდენიმე მოქალაქემ კულტურის სახლის დარბაზი დატოვა.

„ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე გვესაუბრებით?!“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას, რის შემდეგაც დარბაზიდან გავიდა.

კითხვაზე, იყო თუ არა ბოლო 4 თვის განმავლობაში „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში ჩატარებულ სამუშაოები უკანონო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონის მიხედვით ახდენს რეაგირებას.

„ჩვენ კანონის მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას. როდესაც საჭიროა რეაგირება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა-დარღვევა იქნება, არამხოლოდ დასაწყისში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული და მკაცრები, კანონის მოთხოვნის სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს ჩვენი ყველა სამსახური“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც დავითაშვილი აცხადებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საზოგადოებასთან საუბარი მომავალშიც გაგრძელდება.

„რაც არ უნდა კარგი პროექტი და გადაწყვეტილება არსებობდეს, თუ არ იქნება პროცესში მუდმივი და ხარისხიანი მონიტორინგი, მათ შორის, საჯარო და საზოგადოებრივი ჩართულობა, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ საუკეთესო შედეგს. იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვექნება მაქსიმალური ჩართულობა, ეს არის ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ამ საუბრებს მომავალშიც გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აინტერესებდათ ეს არის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია, რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა გარემოსდაცვითი ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი“, - აცხადებს დავითაშვილი.

როგორც თურნავამ განაცხადა, „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს.

"ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებსაც“ შეხვდებიან.

„ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს. ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

„პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია ჩვენს შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად, თქვენც ხედავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მედიაც სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში აქცია გამართეს. 4 მარტის კი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა, რა დროსაც მინისტრებს ლევან დავითაშვილსა და ნათია თურნავას ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

გერმანიის გადაწყვეტილებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა 500-ის ნაცვლად, საქართველოს 5000 მოქალაქეს მიეცემა

რომელი პროდუქტები გაძვირდა ბოლო 1 თვეში და როგორია ფასების მატების წლიური მაჩვენებლები