პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"
"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 14 თე­ბერ­ვალს ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ღე­რა­ლი ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი წლის წინ წა­ვი­და. სახ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, რომ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ემუ­შა­ვა და სამ-ოთხ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ - ამ­ბობს მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლე ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია...

ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­მა თავი ცუ­დად იგ­რძნო და მალე სა­ბე­დის­წე­რო დი­აგ­ნო­ზი, ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი და­უს­ვეს. 267 დღე ებ­რძო­და კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს...

ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შია, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და პრობ­ლე­მა წლე­ბის შემ­დე­გაც მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ის­რა­ელ­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს, რად­გან მი­აჩ­ნია სა­დაც ზუ­რაა, იქ უნდა დარ­ჩეს...

- ქეთი, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ებ­ში ზუ­რას ჩა­მოყ­ვა­ნა, სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­რა­თო­ნიც ჩა­ტარ­და, სა­დაც შეგ­როვ­და თან­ხა რე­ა­ნო­მო­ბი­ლის­თვის...

- ზურა ბოლო დროს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და ექი­მებ­მა უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა. რე­ა­ნო­მო­ბი­ლი ძა­ლი­ან დიდი თან­ხა ღირ­და, თუმ­ცა დათო ოქი­ტაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მა­რა­თო­ნი შედ­გა და ეს თან­ხა შეგ­როვ­და. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ორ­ჯერ უფრო მეტი თან­ხა იყო სა­ჭი­რო, რად­გან პან­დე­მი­ის გამო ფასი გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა ეს მა­ინც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, რად­გან მა­რა­თო­ნი­დან ორ-სამ დღე­ში იმ­დე­ნად ცუ­დად გახ­და ზურა, რომ ექი­მებ­მა გვი­თხრეს, ხელს არ მო­გი­წერთ გა­დაფ­რე­ნა­ზე, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილ­ზე მიგ­ყავ­თო. აფ­რე­ნა და დაფ­რე­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო.

- ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მისი მე­გობ­რე­ბი დამ­ნა­შა­ვედ გრძნო­ბენ თავს, თით­ქოს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა ვერ გა­მო­ი­ჩი­ნეს...

- მე არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ ზუ­რას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, არ ვიცი, მათი გუ­ლის ძა­ხი­ლი რა არის, მაგ­რამ მე მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის მისი მე­გობ­რე­ბის­თვის. არ მი­ვიჩ­ნევ, რომ რო­მე­ლი­მე მე­გო­ბა­რი ან ახ­ლო­ბე­ლი ზუ­რას წი­ნა­შე დამ­ნა­შა­ვეა. დღე არ გა­ვი­დო­და, ზურა რომ არ მო­ე­კი­თხათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რომ არა პან­დე­მია, რა იქ­ნე­ბო­და...

- ალ­ბათ პირ­ვე­ლი ორი-სამი თვე სა­ნამ ზურა ძა­ლი­ან დამ­ძიმ­დე­ბო­და, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და მისი გად­მოყ­ვა­ნა. პან­დე­მი­ამ­დე რე­ა­ნო­მო­ბი­ლის თან­ხა სხვა იყო და შემ­დეგ გა­ი­ზარ­და. დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა ჩემი თხოვ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო... რო­გო­რი მად­ლი­ე­რი ვარ მისი არ იცით. უბ­რა­ლოდ მა­რა­თო­ნით შე­მო­ვი­და ის თან­ხა რაც ვი­ცო­დით, რომ რე­ა­ნო­მო­ბილს სჭირ­დე­ბო­და, თან­ხის თა­ვი­დან შეგ­რო­ვე­ბა რომ დაგ­ვე­წყო, აზრი არ ჰქონ­და, ორ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ზურა...

- ის­რა­ელ­ში ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც ზურა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, თქვენ სად ცხოვ­რობ­დით?

- მარ­თა­ლია, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გვაქვს და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ვართ, მაგ­რამ ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. დღი­სით მთე­ლი დღე ზუ­რას­თან ვი­ყა­ვი და ღამე ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ­დი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ ჩვე­ნი წას­ვლის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ბი­ნის და­კარ­გვაა. ნუ­ლი­დან ვი­წყებ­დით ყვე­ლა­ფერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი გვქო­ნო­და.

- თუმ­ცა ის­რა­ელ­ში ჩას­ვლი­დან ძა­ლი­ან მალე ზურა ცუ­დად გახ­და...

- დიახ, ნო­ემ­ბერ­ში ჩა­ვე­დით და ერთ წე­ლი­წად­ში ზუ­რას გარ­კვე­უ­ლი ავა­დო­ბე­ბი და­ე­წყო, მაგ­რამ ასეთ სე­რი­ო­ზულ დი­აგ­ნოზს არა­ვინ ელო­და. ახლა ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში, ორ­მო­ცამ­დე აქ ვიქ­ნე­ბი და შემ­დეგ ის­რა­ელ­ში გავფრინ­დე­ბი, სა­ბუ­თე­ბი მაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ზუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, სა­მუ­და­მოდ.

- ის­რა­ე­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა რო­გორ და­გეხ­მა­რათ?

- 267 დღე ზურა ის­რა­ელ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სო იყო მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, და­ზღვე­ვა ანა­ზღა­უ­რებ­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე­ჯერ კერ­ძო ექი­მის მიყ­ვა­ნა დამ­ჭირ­და, რაც ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა კახი კა­ლა­ძე. სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო ერთჯე­რა­დად თან­ხა, რი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა კერ­ძო ექი­მე­ბი მი­მეყ­ვა­ნა ზუ­რას­თან. სულ მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ რა­მეს ვაკ­ლებ­დი. ასე­ვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ზუ­რას ებ­რა­ე­ლი მე­გობ­რე­ბი და დათო ლო­ლი­აშ­ვი­ლი, სის­ხლის ბან­კის დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მთე­ლი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში მედ­გა. დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა რაც გა­ა­კე­თა ბო­ლოს ზუ­რას­თვის, არ ვიცი, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის.

- ბინა ისევ არ გაქვთ დღეს...

- არა, ვერ მო­ვას­წა­რით შე­ძე­ნა... ზუ­რას სი­ცო­ცხლე­ში და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი თვის წინ "ქარ­თუ ბანკს" გა­ვუგ­ზავ­ნე წე­რი­ლი. მა­შინ ვფიქ­რობ­დით, რომ ზუ­რას გად­მოყ­ვა­ნას რე­ა­ნო­მო­ბი­ლით შევ­ძლებ­დით და არ ვი­ცო­დი მე სად დავ­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი. ეს წე­რი­ლი "ქარ­თუ ბან­კში" ახ­ლაც დევს. ზუ­რას ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის წინა დღეს და­მი­კავ­შირ­დნენ "ქარ­თუ­დან" და მი­თხრეს რომ ჩემი წე­რი­ლი გან­ხილ­ვა­ში იყო და აუ­ცი­ლებ­ლად და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და და­ნარ­ჩენს ვერ გე­ტყვით...

- და არ ბრუნ­დე­ბით ის­რა­ელ­ში მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ქა­ლა­ქე ხართ...

- არა, ზურა აქ არის... იქ მხო­ლოდ მა­შინ ვი­ცხოვ­რებ­დი, თუ ზუ­რაც იქ­ნე­ბო­და...

- შვი­ლე­ბი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან...

- მე სხვა გან­ცდე­ბი და სენ­ტი­მენ­ტე­ბი მაქვს, ბევ­რი რამ ტრი­ა­ლებს ჩემს თავ­ში, მაგ­რამ შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. რთუ­ლია და­კარ­გო ასე­თი მამა, უს­მი­ნო იმას რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ზუ­რას შე­სა­ხებ ყვე­ბი­ან. ამ­დე­ნი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, მო­ფე­რე­ბა ზუ­რას მი­მართ, ამ გრძნო­ბას რაც მის მი­მართ გვქონ­და, გვი­ას­მა­გებს...

- ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ხში­რად სა­უბ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე?

- დიახ, რად­გან ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის გა­რე­შე. ეს ხომ ჩვე­ნი იძუ­ლე­ბი­თი წას­ვლა იყო. ბი­ნის პრობ­ლე­მა რომ არ გვქო­ნო­და, ზურა ხომ არ და­ტო­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს. ვფიქ­რობ­დით, რომ სამი-ოთხი წელი ის­რა­ელ­ში ფი­ზი­კუ­რად გვე­მუ­შა­ვა, იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭერი შეგ­ვე­ძი­ნა და დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ზუ­რას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ხომ სა­ერ­თოდ... ერ­თა­დერ­თი "ქარ­თუ" ფონ­დი იყო, ვი­საც გავ­ბე­დე და მივ­წე­რე ჩვე­ნი ამ­ბა­ვი...

- რა­ტომ და­კარ­გეთ ბინა?

- ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი... ბი­ნის და­კარ­გვა იყო მე და ზუ­რას სი­კე­თე, უახ­ლო­ეს ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რეთ... გა­ვა­კე­თეთ სი­კე­თე და დავ­რჩით ბი­ნის გა­რე­შე.

- რო­გორ იცხოვ­რებთ ახლა აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ზუ­რას გა­რე­შე?

- არ ვიცი, ვერც აღ­ვიქ­ვამ რომ ზურა აღარ არის. რაც დრო გა­დის, მით უფრო მძი­მეა ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ავად რომ იყო, სუნ­თქავ­და მა­ინც, შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, გად­მო­ვას­ვე­ნეთ, დაკ­რძალ­ვა და ახლა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მარ­ტო დავ­რჩი. თან გად­მოგ­ვყვა ლაშა ჟვა­ნია და ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი. ყვე­ლა რე­ი­სი გა­უქ­მდა ის­რა­ე­ლი­დან და ერთი რე­ი­სი და­ტო­ვეს, რომ ზურა გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ მათი, ამ დღე­ებ­ში თუ რა­მით შე­ეძ­ლოთ დახ­მა­რე­ბა, გვერ­დში მედგნენ...

- რო­გო­რი მამა იყო ზურა?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მამა და მე­უღ­ლე იყო, ზუ­რას­გან წყე­ნა არ მახ­სოვს. იუ­მო­რით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სტუმ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, სახ­ლის კარს გა­სა­ღე­ბით არა­სო­დეს ვკე­ტავ­დით. სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და, სტუმ­რე­ბი, ქე­ი­ფი, დროს­ტა­რე­ბა... შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მისი ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნით. რაც არ უნდა პრობ­ლე­მა ყო­ფი­ლი­ყო მე­უბ­ნე­ბო­და, ნუ გე­ში­ნია ქე­თუშ, ნუ გე­ში­ნია „ჩვენ გა­მოვ­ძვრე­ბით“... მისი საყ­ვა­რე­ლი სი­ტყვე­ბი იყო ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ლექ­სი­დან...

- ოჯა­ხი არ და­ტო­ვა და მარ­ტო არ წა­ვი­და ის­რა­ელ­ში...

- მა­შინ ათი და თხუთ­მე­ტი წლით უნდა წა­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ წა­ვე­დით მთე­ლი ოჯა­ხი. დრო­ის ფაქ­ტო­რი იყო მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩქა­რა ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით უკან. არ შე­ეძ­ლო მე­გობ­რე­ბი­სა და ძმა­კა­ცე­ბის გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავს იქაც. 1996 წლი­დან ის­რა­ელ­ში ატა­რებ­და კონ­ცერ­ტებს. ბავ­შვე­ბის მე­გობ­რე­ბიც კი იქ ჰყავს, მაგ­რამ თბი­ლი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და და ბორ­ჯო­მი. ბავ­შვო­ბა ბორ­ჯომ­ში ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, მამა წარ­მო­შო­ბით იქი­დან ჰყავ­და. ჩვენც ბორ­ჯომ­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ზურა ბორ­ჯო­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეა. თბი­ლი­სი ზუ­რას­თვის სა­ფი­ცა­რი იყო და ბორ­ჯო­მი უყ­ვარ­და სი­გი­ჟემ­დე.

- ბოლო წლებს რომ გა­და­ავ­ლოთ თვა­ლი, არის რამე რა­საც ნა­ნობთ, რომ ვერ უთხა­რით?

- არა, მე ზუ­რას ბევ­რჯერ მო­ვუ­ხა­დე ბო­დი­ში, თუმ­ცა ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ჩემ­ზე ნა­წყე­ნი. ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, იმის­თვის რომ თბი­ლის­ში ცო­ცხა­ლი ვერ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- მე­გობ­რე­ბიც მა­გას ნა­ნო­ბენ ალ­ბათ...

- არა­ვინ ელო­და ამ ამ­ბავს, დი­აგ­ნო­ზი უკვე გა­ნა­ჩე­ნი იყო. შემ­დეგ ვამ­ბობ­დი, რა მოხ­დე­ბო­და რომ სიმ­სივ­ნე ჰქო­ნო­და... სი­ცო­ცხლეს მა­ინც გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებ­დით, მის საყ­ვა­რელ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას მა­ინც შეძ­ლებ­და. იმის­თვის ვიბ­რძო­დი, რომ ეტ­ლში მა­ინც მჯდა­რი­ყო, ოღონდ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო....

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
4

... ზურას სული გაანათლოს უფალმა და დაამკვიდროს იქ , სადაცა მართალნი განუსვენებენ!!! ბედნიერი კაცი ყოფილა , ასეთი მეუღლე რომ ჰყავდა და ჰყავს!!! წავიკითხე სტატია და ამ ადამიანის მიმართ უდდესი სიმპატია გამიჩნდა, ძალინ სწორი და მადლიერი დამოკიდებულება იმ სიტუაციის მიმართ , რა სიტუაციშიც აღმოჩნდა ეს ოჯახი!!! 

თამარი
1

ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე, ღმერთმა გაანათლოს მისი.სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"

"ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი... ერთადერთი "ქართუ" იყო, ვისაც გავბედე და მივწერე" - დოიჯაშვილის მეუღლე მძიმე 267 დღესა და "ზურას გარეშე ცხოვრებაზე"

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ 14 თებერვალს ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მომღერალი ოჯახთან ერთად საქართველოდან ორი წლის წინ წავიდა. სახლის დაკარგვის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ოჯახის ყველა წევრს ემუშავა და სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში დაბრუნებულიყვნენ - ამბობს მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია...

ჩასვლიდან რამდენიმე თვეში ზურა დოიჯაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და მალე საბედისწერო დიაგნოზი, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუსვეს. 267 დღე ებრძოდა კლინიკაში სიკვდილს...

ქეთი ვადაჭკორია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოშია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და პრობლემა წლების შემდეგაც მოუგვარებელია. ისრაელში უკან დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია სადაც ზურაა, იქ უნდა დარჩეს...

- ქეთი, რატომ ვერ მოახერხეთ სიცოცხლის ბოლო დღეებში ზურას ჩამოყვანა, სპეციალური მარათონიც ჩატარდა, სადაც შეგროვდა თანხა რეანომობილისთვის...

- ზურა ბოლო დროს ძალიან დამძიმდა და ექიმებმა უფლება არ მოგვცეს, რომ საქართველოში გადმოგვეყვანა. რეანომობილი ძალიან დიდი თანხა ღირდა, თუმცა დათო ოქიტაშვილის წყალობით მარათონი შედგა და ეს თანხა შეგროვდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ორჯერ უფრო მეტი თანხა იყო საჭირო, რადგან პანდემიის გამო ფასი გაიზარდა, თუმცა ეს მაინც მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მარათონიდან ორ-სამ დღეში იმდენად ცუდად გახდა ზურა, რომ ექიმებმა გვითხრეს, ხელს არ მოგიწერთ გადაფრენაზე, რადგან ფაქტობრივად სიკვდილზე მიგყავთო. აფრენა და დაფრენა ამ მდგომარეობაში შეუძლებელიაო.

- ინტერვიუებში მისი მეგობრები დამნაშავედ გრძნობენ თავს, თითქოს სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინეს...

- მე არავის ვადანაშაულებ ზურასთან დამოკიდებულებაში, არ ვიცი, მათი გულის ძახილი რა არის, მაგრამ მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის მისი მეგობრებისთვის. არ მივიჩნევ, რომ რომელიმე მეგობარი ან ახლობელი ზურას წინაშე დამნაშავეა. დღე არ გავიდოდა, ზურა რომ არ მოეკითხათ.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა პანდემია, რა იქნებოდა...

- ალბათ პირველი ორი-სამი თვე სანამ ზურა ძალიან დამძიმდებოდა, უფრო ადვილი იქნებოდა მისი გადმოყვანა. პანდემიამდე რეანომობილის თანხა სხვა იყო და შემდეგ გაიზარდა. დათო ოქიტაშვილმა ჩემი თხოვნის გარეშე შეუძლებელი შეძლო... როგორი მადლიერი ვარ მისი არ იცით. უბრალოდ მარათონით შემოვიდა ის თანხა რაც ვიცოდით, რომ რეანომობილს სჭირდებოდა, თანხის თავიდან შეგროვება რომ დაგვეწყო, აზრი არ ჰქონდა, ორ კვირაში გარდაიცვალა ზურა...

- ისრაელში ყოფნისას, როდესაც ზურა საავადმყოფოში იწვა, თქვენ სად ცხოვრობდით?

- მართალია, ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს და ისრაელის მოქალაქეებიც ვართ, მაგრამ ქირით ვცხოვრობდით. დღისით მთელი დღე ზურასთან ვიყავი და ღამე ფიზიკურად ვმუშაობდი. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი წასვლის ერთადერთი მიზეზი ბინის დაკარგვაა. ნულიდან ვიწყებდით ყველაფერს, რომ საქართველოში ჭერი გვქონოდა.

- თუმცა ისრაელში ჩასვლიდან ძალიან მალე ზურა ცუდად გახდა...

- დიახ, ნოემბერში ჩავედით და ერთ წელიწადში ზურას გარკვეული ავადობები დაეწყო, მაგრამ ასეთ სერიოზულ დიაგნოზს არავინ ელოდა. ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ თბილისში, ორმოცამდე აქ ვიქნები და შემდეგ ისრაელში გავფრინდები, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი ზურასთან დაკავშირებით და შემდეგ საქართველოში დავბრუნდები, სამუდამოდ.

- ისრაელისა და საქართველოს მთავრობა როგორ დაგეხმარათ?

- 267 დღე ზურა ისრაელში რეანიმაციაში იწვა, აბსოლუტურად უფასო იყო მისთვის ყველაფერი. როგორც მოქალაქეს, დაზღვევა ანაზღაურებდა. ასევე რამდენიმეჯერ კერძო ექიმის მიყვანა დამჭირდა, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ძალიან დამეხმარა კახი კალაძე. სარეზერვო ფონდიდან გამოყო ერთჯერადად თანხა, რითაც შესაძლებლობა მომეცა კერძო ექიმები მიმეყვანა ზურასთან. სულ მქონდა შეგრძნება, რომ რამეს ვაკლებდი. ასევე ძალიან მეხმარებოდნენ ზურას ებრაელი მეგობრები და დათო ლოლიაშვილი, სისხლის ბანკის დირექტორი საქართველოში, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში გვერდში მედგა. დათო ოქიტაშვილმა რაც გააკეთა ბოლოს ზურასთვის, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის.

- ბინა ისევ არ გაქვთ დღეს...

- არა, ვერ მოვასწარით შეძენა... ზურას სიცოცხლეში დაახლოებით ხუთი თვის წინ "ქართუ ბანკს" გავუგზავნე წერილი. მაშინ ვფიქრობდით, რომ ზურას გადმოყვანას რეანომობილით შევძლებდით და არ ვიცოდი მე სად დავბინავებულიყავი. ეს წერილი "ქართუ ბანკში" ახლაც დევს. ზურას ვარსკვლავის გახსნის წინა დღეს დამიკავშირდნენ "ქართუდან" და მითხრეს რომ ჩემი წერილი განხილვაში იყო და აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. რა ვიცი, ახლა ზურა აღარ არის და დანარჩენს ვერ გეტყვით...

- და არ ბრუნდებით ისრაელში მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე ხართ...

- არა, ზურა აქ არის... იქ მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებდი, თუ ზურაც იქნებოდა...

- შვილები რა მდგომარეობაში არიან...

- მე სხვა განცდები და სენტიმენტები მაქვს, ბევრი რამ ტრიალებს ჩემს თავში, მაგრამ შვილები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. რთულია დაკარგო ასეთი მამა, უსმინო იმას რასაც ადამიანები ზურას შესახებ ყვებიან. ამდენი სითბო, სიყვარული, მოფერება ზურას მიმართ, ამ გრძნობას რაც მის მიმართ გვქონდა, გვიასმაგებს...

- ისრაელში ცხოვრებისას ხშირად საუბრობდა საქართველოზე?

- დიახ, რადგან ძალიან უჭირდა საქართველოსა და თბილისის გარეშე. ეს ხომ ჩვენი იძულებითი წასვლა იყო. ბინის პრობლემა რომ არ გვქონოდა, ზურა ხომ არ დატოვებდა საქართველოს. ვფიქრობდით, რომ სამი-ოთხი წელი ისრაელში ფიზიკურად გვემუშავა, იმისთვის, რომ საქართველოში ჭერი შეგვეძინა და დავბრუნებულიყავით. ზურას სიკვდილის შემდეგ ხომ საერთოდ... ერთადერთი "ქართუ" ფონდი იყო, ვისაც გავბედე და მივწერე ჩვენი ამბავი...

- რატომ დაკარგეთ ბინა?

- ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი... ბინის დაკარგვა იყო მე და ზურას სიკეთე, უახლოეს ადამიანს დავეხმარეთ... გავაკეთეთ სიკეთე და დავრჩით ბინის გარეშე.

- როგორ იცხოვრებთ ახლა აქ, საქართველოში ზურას გარეშე?

- არ ვიცი, ვერც აღვიქვამ რომ ზურა აღარ არის. რაც დრო გადის, მით უფრო მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. ავად რომ იყო, სუნთქავდა მაინც, შემდეგ დაიღუპა, გადმოვასვენეთ, დაკრძალვა და ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი. თან გადმოგვყვა ლაშა ჟვანია და ისრაელში საქართველოს კონსული. ყველა რეისი გაუქმდა ისრაელიდან და ერთი რეისი დატოვეს, რომ ზურა გადმოგვესვენებინა. ძალიან მადლიერი ვარ მათი, ამ დღეებში თუ რამით შეეძლოთ დახმარება, გვერდში მედგნენ...

- როგორი მამა იყო ზურა?

- არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო, ზურასგან წყენა არ მახსოვს. იუმორით სავსე ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა სტუმრები, მეგობრები, სახლის კარს გასაღებით არასოდეს ვკეტავდით. სიცოცხლე უყვარდა, სტუმრები, ქეიფი, დროსტარება... შეწუხებულები ვიყავით, მისი ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნით. რაც არ უნდა პრობლემა ყოფილიყო მეუბნებოდა, ნუ გეშინია ქეთუშ, ნუ გეშინია „ჩვენ გამოვძვრებით“... მისი საყვარელი სიტყვები იყო ნიკო გომელაურის ლექსიდან...

- ოჯახი არ დატოვა და მარტო არ წავიდა ისრაელში...

- მაშინ ათი და თხუთმეტი წლით უნდა წასულიყო, ამიტომ წავედით მთელი ოჯახი. დროის ფაქტორი იყო მისთვის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჩქარა ჩამოვსულიყავით უკან. არ შეეძლო მეგობრებისა და ძმაკაცების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს იქაც. 1996 წლიდან ისრაელში ატარებდა კონცერტებს. ბავშვების მეგობრებიც კი იქ ჰყავს, მაგრამ თბილისი განსაკუთრებულად უყვარდა და ბორჯომი. ბავშვობა ბორჯომში ჰქონდა გატარებული, მამა წარმოშობით იქიდან ჰყავდა. ჩვენც ბორჯომში გავიცანით ერთმანეთი. ზურა ბორჯომის საპატიო მოქალაქეა. თბილისი ზურასთვის საფიცარი იყო და ბორჯომი უყვარდა სიგიჟემდე.

- ბოლო წლებს რომ გადაავლოთ თვალი, არის რამე რასაც ნანობთ, რომ ვერ უთხარით?

- არა, მე ზურას ბევრჯერ მოვუხადე ბოდიში, თუმცა ის არასოდეს ყოფილა ჩემზე ნაწყენი. ბოდიში მოვუხადე, იმისთვის რომ თბილისში ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე.

- მეგობრებიც მაგას ნანობენ ალბათ...

- არავინ ელოდა ამ ამბავს, დიაგნოზი უკვე განაჩენი იყო. შემდეგ ვამბობდი, რა მოხდებოდა რომ სიმსივნე ჰქონოდა... სიცოცხლეს მაინც გავუხანგრძლივებდით, მის საყვარელ გიტარაზე დაკვრას მაინც შეძლებდა. იმისთვის ვიბრძოდი, რომ ეტლში მაინც მჯდარიყო, ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო....

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა