კორონავირუსით ინფიცირებული თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება.
ამის შესახებ "ფეისბუქზე" ინფორმაციას "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი წერს.
"თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ- ნელა, სტაბილურად უმჯობესდება. ვიყოთ მშვიდად" - წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ.
ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი. სამწუხაროდ, ვირუსმა იმსხვერპლა დავით უსუფაშვილის მამა.
არ მაინტერესებს
ქალბატონო თინა გისურვებ გამოჯანმრთელებას,კარგად ყოფნას,უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ვიცი რომ აუცილებლად კარგად იქნები და როცა ყველაფერი სასიკეთოდ ჩაივლის ერთი თხოვნა შეგვისრულე ქართველებს:პოლიტიკას არ გაეკარო,ძალიან გთხოვ,იქ შენ არაფერი გესაქმება.