მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?
"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ვარ და მერე ამა­ზე ვფიქ­რობ და გან­ვიც­დი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი პრაგ­მა­ტუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვი­ღებ, არ მინ­და ემო­ცი­ებ­მა დამ­ძლი­ოს ხოლ­მე. არ მინ­და, სა­ხელ­მწი­ფოს და ჩემი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სი ერ­თმა­ნეთს შე­ვა­ჯიბ­რო და ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ გა­მექ­ცეს", - გვე­უბ­ნე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი და აპო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმა­ზე, რა­ზეც აქამ­დე არა­ვის­თან უთ­ქვამს. გზა, რო­მე­ლიც ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­მო­ი­ა­რა და ახ­ლაც გა­დის, არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, რაც მთა­ვა­რია, სჯე­რა იმის, რა­საც აკე­თებს და სწო­რედ ეს აძ­ლი­ე­რებს.

  • ბავ­შვო­ბა

- სა­ბურ­თა­ლო­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, პავ­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე, ახლა რომ ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი ჰქვია. ამ­ჟა­მად იმ სახ­ლში ჩემი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ მივ­ლია, იმი­ტომ, რომ სუ­პე­ბი მძულ­და. მშობ­ლებ­მა სა­ირ­მე­ზე, 1-ლ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს.

პა­ტა­რა ალე­კო მშობ­ლებ­თან და უფ­როს დას­თან ერ­თად

ორი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი ექი­მი და მყავს და მოხ­და ისე, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას სამ­ტრე­დი­ა­ში გა­თხოვ­და. მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი და წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, თბი­ლი­სი­დან სამ­ტრე­დი­ა­ში რომ უნდა წა­სუ­ლი­ყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ჩემი და ბედ­ნი­ე­რია, ძა­ლი­ან მა­გა­რი სიძე და დის­შვი­ლე­ბი მყავს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი დის არ­ჩე­ვა­ნით. ჩემი სიძე იმე­რე­ლია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ალუ­და ჰქვია. მგო­ნი, ის ერ­თა­დერ­თი ალუ­დაა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ალუ­და სა­ხელს ამარ­თლებს და ლუდ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, ლუდი მძულ­და და 18 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გავ­სინ­ჯე. მას მერე ისე შე­მიყ­ვარ­და, ლა­მის მე და­ვირ­ქვა ალუ­და.

  • "ძი­უ­დოს ნაც­ვლად - ტან­ვარ­ჯი­ში"

- სულ მინ­დო­და, მო­ცეკ­ვა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ძი­უ­დო. რა ძი­უ­დო­ის­ტი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­გან, მაგ­რამ ამ სპორტზე შეს­ვლა მინ­დო­და, მა­მა­ჩემ­მა კი ჩემ­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­ურ სპორტზე - ტან­ვარ­ჯიშ­ზე წა­მიყ­ვა­ნა, 7 წელი ვი­ა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­შიც ვი­ყა­ვი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტან­ვარ­ჯი­ში არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც შე­ვეშ­ვი, ამ სპორტზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა. ახლა სა­ა­თო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს. ძა­ლი­ან რთუ­ლი და მა­გა­რი სპორ­ტია, ისეთ დის­ციპ­ლი­ნას გაჩ­ვევს... სკო­ლის მერე 3 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ­დი ყო­ველ დღე.

მწვრთნე­ლის გვერ­დით, მარ­ჯვნივ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი

მად­ლი­ე­რიც ვარ ჩემი მშობ­ლე­ბის, ამ სპორტზე რომ მა­ტა­რეს და ამ­დე­ნი შრო­მა და ენერ­გია რომ დავ­ხარ­ჯე. ფი­ზი­კუ­რა­დაც ვგრძნობ, რომ დღემ­დე გა­მომ­ყვა ეს სპორ­ტი - სალ­ტო­ებ­საც ვა­კე­თებ და ხე­ლებ­ზეც დავ­დი­ვარ. როცა დრო მაქვს, ბა­ტუტ­ზეც ვხტუ­ნა­ობ, ხან­და­ხან მივ­დი­ვარ და ვვარ­ჯი­შობ. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა, მა­გა­რი მწვრთნე­ლი მყავ­და, ლუკა მეს­ხია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ზა­ფხუ­ლო­ბით, "ზბო­რებ­ზე" რომ გვა­ტა­რებ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნი მა­მა­სა­ვით მივ­ლი­და.

  • "მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ"

- ბავ­შვო­ბა­ში რა­ტომ­ღაც რა­დი­ა­ტო­რე­ბი მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. მაგ­რად მი­ხა­რო­და, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა რომ ირ­თვე­ბო­და, რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ლით უც­ბად რომ დათ­ბე­ბო­და ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ვერ ვხვდე­ბო­დი, ეს რა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და. დღეს რომ ბავ­შვებს ერთი სული აქვთ, კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­დნენ და მუდ­მი­ვად ტე­ლე­ფონ­ში არი­ან შემ­ძვრა­ლი, მე ერთი სული მქონ­და, გაკ­ვე­თი­ლებს მალე მოვ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ეზო­ში გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი და ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა. მე­კა­რე­ო­ბა მომ­წონ­და ძა­ლი­ან... კი­დევ, ომო­ბა­ნას თა­მა­ში მიყ­ვარ­და. იმ­დე­ნი ვი­თა­მა­შე, რომ მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ომებს ვუ­ყუ­რებ, ოღონდ - ნამ­დვილს.

ახლა პო­ლი­ტი­კურ ომში ჩარ­თვამ მო­მი­წია. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ, რად­გან და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ტა­ცე­ბას კი იწ­ვევ­და, მაგ­რამ ახა­ლი ხილი იყო, ახალ­გაზ­რდებს სის­ხლი გვი­დუღ­და, მა­შინ გა­ვი­გეთ, ქა­ქუ­ცა რომ გვყო­ლია, პრე­ზი­დენ­ტი ჟორ­და­ნია. თა­ვი­დან ჩემ­თვის უც­ნა­უ­რი იყო სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა რომ გა­მოჰ­ქონ­დათ, ვერ ვხვდე­ბო­დი, რას ნიშ­ნავ­და. მერე დიდი შოკი მი­ვი­ღეთ და ყვე­ლა­ნი ვტი­რო­დით, როცა მე­რაბ კოს­ტა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ვარ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­ლი, ისე, შემ­თხვე­ვით... ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდა ბავ­შვო­ბა და მერე შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და­ი­წყო - "მხედ­რი­ო­ნი", სა­მეგ­რე­ლოს აოხ­რე­ბა, აფხა­ზე­თის მარ­ცხი, პუ­რის რი­გე­ბი... უც­ბად დაგ­ვა­ტყდა შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და უც­ბად დამ­თავ­რდა ფე­რა­დი, კამ­ფე­ტე­ბი­ა­ნი და ბუშ­ტე­ბი­ა­ნი ბავ­შვო­ბა. მერე ყვე­ლა ერ­თად შე­ვე­ჯა­ხეთ იმ ჯო­ჯო­ხეთს, უგა­ზო­ბა, უშუ­ქო­ბა, უწყლო­ბა, უპუ­რო­ბა რომ მოგ­ვი­ტა­ნა.

  • "არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა, მაგ­რამ..."

- არც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და და არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, არას­დროს მი­ფიქ­რია ამა­ზე. მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სამ­ხედ­რო, ოფი­ცე­რი... სახ­ლში დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ბოლო-ბოლო მშობ­ლე­ბი და­ვი­თან­ხმე. ერთ დღეს, დე­და­ჩე­მი წამ­ყვა კა­დეტ­თა კორ­პუს­ში, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლას იყო. იქ ერ­თმა კაც­მა მირ­ჩია, ჯო­ბია, - სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის­თვის მო­ემ­ზა­დოო (კა­დეტ­თა კორ­პუს­ში მერ­ვე კლა­სი­დან უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი ცოტა და­მაგ­ვი­ან­და, უკვე მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი). უარი რომ მი­თხრეს და გა­მო­ვე­დით, გავ­სკდი ტი­რი­ლით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, სამ­ხედ­რო ფორ­მას ვიც­ვამ­დი, გვარ­დი­ე­ლე­ბის ყვი­თე­ლი ფორ­მა რომ იყო. თა­ვი­დან უბან­ში დამ­ცი­ნოდ­ნენ ხოლ­მე, მაგ­რამ მერე მიხ­ვდნენ, რომ მარ­თლა შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ფე­სი­ით. სამ­ხედ­რო წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვემ­ზა­დე­ბო­დი, არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა და ვიდ­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვეტ­დი ჩა­ბა­რე­ბას, ორი კვი­რით ად­რეც კი ვყოყ­მა­ნობ­დი, სად ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სამ­ხედ­რო აკა­დე­მია მინ­დო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე...

ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და. მა­მა­ჩემს "ვოლ­გა" ჰყავ­და, ტაქ­სა­ობ­და და ამით გვარ­ჩენ­და. მერე, 90-ია­ნებ­ში ხუ­და­დოვ­ზე და­ა­ყა­ჩა­ღეს, რაც კა­ტას­ტრო­ფა იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. მერე, ვა­ლე­ბი, პრო­ცენ­ტე­ბი და ათა­სი ჯან­და­ბა გვქონ­და. სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, 4 წელი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ნა­ხი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ვე­რაფ­რით და­ვაწ­ვე­ბო­დი კი­სერ­ზე, ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

  • პირ­ვე­ლი 40 მა­ნე­თი და ატი­რე­ბუ­ლი დედა

- მე­ო­რე კურ­სის შე­მოდ­გო­მა­ზე რომ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, დღემ­დე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ჩემი პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო იყო "დი­ლის გა­ზე­თი". მახ­სოვს, პირ­ვე­ლი 40 მა­ნე­თი, ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე, მთლი­ა­ნად დე­დას მი­ვუ­ტა­ნე და მერე ერთ ოთახ­ში ის ტი­რო­და, მე­ო­რე­ში - მე. 40 მა­ნე­თი არ იყო პა­ტა­რა ფული. მერე თან­და­თან ჩემს ოჯახს ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე და გა­მოვ­ძვე­რით. 3-4 ად­გი­ლას ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, სხვა­ნა­ი­რად გაგ­ვირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ვი­მუ­შა­ვე "მო­ამ­ბე­ში", სა­ა­გენ­ტო "მო­ამ­ბე ექ­სპრეს­ში", ნინო მე­უ­ნარ­გი­ას­თან ერ­თად"ალი­ონ­ში" ვი­ყა­ვი წამ­ყვა­ნი. მერე იყო რა­დი­ოს სა­ინ­ფო­მა­ციო, დი­ლის გა­და­ცე­მე­ბი და 5-6 ად­გი­ლას ერ­თად მუ­შა­ო­ბა. გა­ვა­კე­თე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სის ჰამ­ქა­რი", მოვ­ხვდი საკ­რე­ბუ­ლო­შიც და ასე თან­და­თან მო­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა, მა­ინც მგო­ნია, რომ ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. ჯა­რის­კა­ცო­ბა მინ­დო­და, ვერ გავ­ხდი, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც ჯა­რის­კა­ცი ვარ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც "ამა­ზონ­ზე" ვი­წერ, ეს არის სამ­ხედ­რო და სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. შა­ბათ -კვი­რას სამ­ხედ­რო ფორ­მას ჩა­ვიც­ვამ, ზურგჩან­თას ვი­კი­დებ და ტყე-ღრე­ში გავ­რბი­ვარ.

  • "სა­ხე­ტი­ა­ლოდ უმე­ტე­სად მარ­ტო დავ­დი­ვარ"

- ჩემი გა­ტა­ცე­ბა ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბის კვლე­ვაა. ამა­სო­ბა­ში დათვსაც გა­დავ­ყრი­ვარ, მგელ­საც და ტუ­რა­საც. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს აღ­წე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით, იქ რა ძვე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი­ცაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, დავ­დი­ვარ, ვე­ძებ და ვიკ­ვლევ მათ. ახლა ქვე­მო ქარ­თლის ცეხე-სი­მაგ­რე­თა გზამ­კვლე­ვის გა­მო­ცე­მას ვა­პი­რებ, სა­დაც რო­გორც ამ­ბე­ბის აღ­წე­რა, ასე­ვე ამ ციხე-სი­მაგ­რე­ე­ბის ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი იქ­ნე­ბა და ისიც, რო­გორ უნდა მი­აგ­ნო მათ. მე ძა­ლი­ან ვიწ­ვა­ლე და მინ­და, სხვას გა­ვუ­ი­ო­ლო მათი ნახ­ვა-მიგ­ნე­ბა. სა­ხე­ტი­ა­ლოდ უმე­ტე­სად მარ­ტო, ხან­და­ხან ჩემს მე­გობ­რებ­თან, ბოლო დროს კი ჩემს 14 წლის, უმ­ცროს შვილ­თან - სან­დროს­თან ერ­თად დავ­დი­ვარ ხოლ­მე შა­ბათ-კვი­რას. გვყავს სპა­ნი­ე­ლი და სა­მი­ვე­ნი ერ­თად მივ­დი­ვართ სა­ლაშ­ქროდ თოვლშიც, ყინ­ვა­შიც... სა­ლაშ­ქრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვაქვს, ამი­ტომ არ გვი­ჭირს...

  • "სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც"

- მე და ირი­ნე მე­ცხრე არხზე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში ვი­ყა­ვი, კო­რეს­პონ­დენ­ტად და ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო თე­მებს ვა­შუ­ქებ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ირი­ნე კი­ლო­სა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, იყო ასე­თი გა­და­ცე­მა "ღა­მის მა­ტა­რე­ბე­ლი" და მის პრო­დი­უ­სე­რად მუ­შა­ობ­და. იქ და მა­შინ მო­მე­წო­ნა ირი­ნე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი ჰქონ­და... ად­ვი­ლად აე­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ერთ დღე­საც გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, "მე­ცხრე არხი" და­ი­ხუ­რაო და ამის მერე ორ თვე­ში ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ წმინ­და მა­რი­ნას ეკ­ლე­სი­ა­ში, ავ­ლა­ბარ­ში, მეტ­როს გვერ­დით.

აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ მა­მა­ჩე­მი და ირი­ნეს დედა კლა­სე­ლე­ბი ყო­ფი­ლან და მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ეს ამ­ბა­ვი 2004 წელს მოხ­და... არ მიყ­ვარს ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ირი­ნე რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ვი­ღა­ცე­ებს უთ­ქვამთ, ელი­საშ­ვილს ამის ზურ­გი აქვს, იმის ზურ­გი აქ­ვსო - ადრე, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი, უთ­ქვამთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზურ­გი აქ­ვსო, ახლა თქვეს, ბი­ძი­ნას ზურ­გი აქ­ვსო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც. სახ­ლში მაქვს სრუ­ლი სა­მო­თხე... ჩემი შვი­ლე­ბიც მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩემი ვაჟ­კა­ცე­ბი მამ­ხნე­ვე­ბენ. ჩემი სპა­ნი­ე­ლი, ჩემი პა­ტა­რა "რემ­ბოც" ერთი წე­ლია, რაც მამ­ხნე­ვებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სპა­ნი­ელს "რემ­ბო" რომ ჰქვია, ბავ­შვებ­მა და­არ­ქვს, მაგ­რამ მა­გა­რი გუ­ლი­ა­ნია, ეტყო­ბა. თა­ვის ზომა-წო­ნას ვერ ხვდე­ბა და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ერ­ჩის. ავი არ არის, მაგ­რამ მა­გა­რი გა­ბე­დუ­ლია. მა­მა­ჩე­მიც მა­გას მე­უბ­ნე­ბა, ხა­სი­ა­თე­ბით შენ და­გემ­სგავ­საო.

უფ­როს ვაჟს ერეკ­ლე ჰქვია, 15 წლი­საა, მას ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­ფის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი. სან­დროს­თვის მინ­დო­და ქა­ი­ხოს­რო და­მერ­ქმია, ქა­ქუ­ცას გამო, მას­ზეც ჭკუა მე­კე­ტე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი ვიბ­რძო­ლე, მაგ­რამ ცოლ­თან ბრძო­ლა­ში დავ­მარ­ცხდი და სან­დროს ქა­ი­ხოს­რო არ ჰქვია.

არას­დროს მქო­ნია შვი­ლებ­თან უწი-პუწი ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ კა­ცე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დი და ბავ­შვო­ბი­დან თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვექ­ცე­ო­დი. თუ რამე კი­თხვა ჰქონ­დათ, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს ვცემ­დი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვნა­ნობ ამ მიდ­გო­მით. მშობ­ლებს მა­ინც სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვაქვს ჩვენს შვი­ლებ­ზე და ვცდი­ლობ, მრა­ვალ­მხრი­ვად და­ვი­ნა­ხოთ ისი­ნი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს მათ­თან და მათ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტყე-ღრე­ში ხე­ტი­ა­ლი, სა­დაც უფრო გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან, უფრო იხ­სნე­ბი­ან...

არ მიყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბის ქება, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­თით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. სან­დრო უფრო აქ­ტი­უ­რია, ვიდ­რე ერეკ­ლე. ერეკ­ლე შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია და უფრო კარ­გი იუ­მო­რი აქვს, ვიდ­რე - სან­დროს. ორი­ვე­ნი კა­ლათ­ბურთზე გიჟ­დე­ბი­ან. შა­ბათ-კვი­რას ჩემს მშობ­ლებ­თან გამ­ყავს ისი­ნი და ერთი სული აქვთ, რო­დის წავ­ლენ, რად­გან იქ კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნია და თა­მა­შო­ბენ. შე­უძ­ლი­ათ არც ჭა­მონ, არც სვან და მთე­ლი დღე კა­ლათ­ბურ­თი ითა­მა­შონ. ერეკ­ლე უკვე ჩემ­ზე მა­ღა­ლია, ყვე­ლა ჩემი ქურ­თუ­კი და შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა.

ერთი სული მაქვს, შვი­ლიშ­ვი­ლი მყავ­დეს, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გან­ცდაა და ამა­ზე ალ­ბათ მარ­თლა გა­და­მე­კე­ტე­ბა ჭკუა.

  • "მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი მყავს"

- ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ოჯა­ხის გარ­და, ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე ჩემი მე­გობ­რე­ბია. რო­გორც ხე­დავთ, ლე­ვა­ნი უფრო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია და ჩემ­ზე სო­ლი­დუ­რი. კარ­გი და წე­სი­ე­რი ბი­ჭია ლე­ვა­ნი და ზუს­ტად ასე­თი­ვე ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი მყავს, ერ­თმა­ნეთს მოვ­ყვე­ბით და მხარ­ში ვუდ­გა­ვართ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ზეა. რომ არა ისი­ნი, არ ვიცი, რო­გორ გა­ვუძ­ლებ­დი ამ ცხოვ­რე­ბას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც და მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც. იყო მო­მენ­ტე­ბი, ამ ჩემი ხა­სი­ა­თის გამო უსამ­სა­ხუ­როდ და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დავ­რჩე­ნილ­ვარ და მა­შინ ჩემი მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი მედგნენ მხარ­ში.

ჩემი ოჯა­ხის მერე ყვე­ლა­ზე მა­გა­რი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბის­თვი­საც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სწო­რი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნე, თუ არას­წო­რი, შენს გვე­დით დგა­ნან და უყ­ვარ­ხარ.

  • "ჰო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ასე­თი გი­ჟე­ბი ვართ!"

- არ იყო მარ­ტი­ვი ის, რაც გა­და­ვი­ტა­ნე, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო თვე­ებ­ში. მხო­ლოდ იმის გამო, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია გვქონ­და და ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რა აღარ დაგ­ვა­ტყდა თავს. არ არის მარ­ტი­ვი შე­უ­რა­ცხყო­ფის მოთ­მე­ნა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ თვი­თონ მჯე­რო­დეს და მწამ­დეს ის, რა­საც ვა­კე­თებ. გრძელ­ვა­დი­ა­ნად ეს ჩემი ქვეყ­ნის­თვის კარ­გია და აგერ, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა და­ი­დო, რა­შიც უზარ­მა­ზა­რი შრო­მა გავ­წი­ეთ. შე­იძ­ლე­ბა დღეს ცხელ გულ­ზე ვი­ღაც ვერ ხვდე­ბო­დეს, მაგ­რამ ხვალ ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ ამ ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის პა­ტი­ოს­ნად ჩა­ტარ­დე­ბა. მად­ლო­ბას გვე­ტყვი­ან იმის გამო, რომ ამ­დენ შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ვუ­ძე­ლით მე და ლე­ვან­მა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი­აო..." - დიდი ხა­ნია მი­ვეჩ­ვიე მსგავს ბრალ­დე­ბებს. არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გე სა­ბურ­თა­ლო­ზე და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბობ­დნენ, აი, ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ა­გე­ბი­ნაო, "ოც­ნე­ბის" ხალ­ხი ამ­ბობ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და­ეხ­მარ­ნე­ნო. საკ­რე­ბუ­ლო­ში ვი­ყა­ვი და იძად­ნენ, - ხან იმის კა­ცია, ხან ამი­სი, ხან ფული აი­ღოო. ღმერ­თია მოწ­მე, არც ფული არა­ვის­გან აგ­ვი­ღია და არც არა­ვი­სი პრო­ექ­ტი არ ვართ. რი­სიც გვწამს და გვჯე­რა, იმას ვა­კე­თებთ, მორ­ჩა და გა­თავ­და! არა­ვის ვუ­თან­ხმებთ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს - არც სა­ა­კაშ­ვი­ლებს, არც ბო­კე­რი­ებს და არც ივა­ნიშ­ვი­ლებს. მეს­მის ასე­თი ფრა­ზე­ბი - და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ფული არ აი­ღოო, გიჟი უნდა იყოს, ფული არ აი­ღო­სო და ა.შ. ჰო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ასე­თი გი­ჟე­ბი ვართ, ამ ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­ჟე­ბი. ჩვენ ვართ პრაგ­მა­ტუ­ლი იდე­ა­ლის­ტე­ბი.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მდი­და­რი და უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო, მივ­ყვე­ბით და ვი­ღებთ პრაგ­მა­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ახლა იმ­ხე­ლა რა­ღა­ცას ვა­კე­თებთ, პო­ლი­ტი­კა­ში სხვა რომ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­დეს, თა­ო­ბე­ბი გავ­ლენ და ძველ გა­ზე­თებ­ში, ან ვი­დეო არ­ქი­ვებ­ში რომ ნა­ხა­ვენ, რამ­ხე­ლა შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ვუ­ძე­ლით, ჩვე­ნი გამ­ძლე­ო­ბით იქ­ნე­ბი­ან აღ­ტა­ცე­ბუ­ლი. ამის გვჯე­რა და გვაძ­ლი­ე­რებს, თო­რემ, მარ­თლა გი­ჟე­ბი კი არ ვართ, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა გვსი­ა­მოვ­ნებ­დეს. ამ­ხე­ლა საქ­მეს შე­ვე­ჭი­დეთ და კი­დევ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა? მინ­და, ეს ქვე­ყა­ნა იყოს მდი­და­რი და არ მინ­და ვუ­ყუ­რებ­დე გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხს, გა­ჭირ­ვე­ბა უკე­თუ­რი საქ­მის­კენ უბიძ­გებს ადა­მი­ა­ნებს.

არ მინ­და ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც "გე­ორ­გია" ჰქვია და 100 ათას­მა კაც­მა გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე და უცხო­ეთ­ში და­საქ­მე­ბა­ზე. მინ­და, მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს ეს ქვე­ყა­ნა. ამას კი ბევ­რი შრო­მა, მა­გა­ლი­თად, კარ­გი არ­ჩევ­ნე­ბის წესი, კარ­გი სა­სა­მარ­თლო, კარ­გი პრო­კუ­რა­ტუ­რა სჭირ­დე­ბა... კარ­გი სა­სა­მარ­თლო თუ არ გვექ­ნა, აქ ფულს არა­ვინ ჩა­დებს. სუ­ლაც ყო­ველ დღე რომ გა­ვი­თა­თხო, ამ რა­ღა­ცე­ე­ბის­თვის მინ­და ვიბ­რძო­ლო, მინ­და ეს ქვე­ყა­ნა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ წინ წა­ვი­დეს.

  • "არ მინ­და ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ გა­მექ­ცეს"

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ვარ, მერე ამა­ზე ვფიქ­რობ და გან­ვიც­დი. ალე­კოს ვურ­ჩევ­დი, უფრო დამ­შვიდ­დეს და და­წყნარ­დეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი პრაგ­მა­ტუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვი­ღებ, არ მინ­და ემო­ცი­ებ­მა დამ­ძლი­ოს ხოლ­მე. არ მინ­და, სა­ხელ­მწი­ფოს და ჩემი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სი შე­ვა­ჯიბ­რო და ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ გა­მექ­ცეს. მთა­ვა­რი ესაა, თო­რემ ერთი სული მაქვს, ზო­გი­ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ის დავ­მარ­თო, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს. ემო­ცი­ე­ბი უნდა და­ვი­ცხროთ, კომ­პრო­მი­სებ­ზე ვი­ფიქ­როთ, ერ­თმა­ნე­თის­კენ ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგათ, ერ­თმა­ნე­თი არ გვე­ზი­ზღე­ბო­დეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­დავ­წი­ოთ გვერ­დზე, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ის უნდა და­ვა­ყე­ნოთ ყვე­ლა­ზე წინ.

რა, 90-ია­ნებ­ში სხვა რამ მოხ­და? უკომ­პრო­მი­სო­ბამ მი­იყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის პი­რას და დღე­საც ასე ვართ. მა­ინც ვფიქ­რობ, მა­შინ იმან დაგვღუ­პა, რომ ასე­თი მე­გობ­რე­ბი არ გვყავ­და და­სავ­ლე­თის სა­ხით. ერთი რუ­სე­თი იყო და ისიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, უფსკრულ­ში ჩავ­ჩე­ხი­ლი­ყა­ვით. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს გვყავს სა­ი­მე­დო მე­გობ­რე­ბი... ჩვე­ნი გა­ჯი­ქე­ბით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვი­ჩე­ხე­ბო­დით უფსკრულ­ში, მაგ­რამ ისი­ნი არ გვაძ­ლე­ვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
81

 ვუსურვებ ალეკო ელისაშვილს და მისნაირ გულწრფელ ადამიანებს წარმატებებს!

irma
58

ყუჩაღ ვინც ბევრს მუშაობს ის პარლამენტაღი ხდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

"ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ და მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი ერთმანეთს შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს", - გვეუბნება "მოქალაქეების" ლიდერი და აპოლიტიკურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაზეც აქამდე არავისთან უთქვამს. გზა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა გამოიარა და ახლაც გადის, არ არის მარტივი, თუმცა, რაც მთავარია, სჯერა იმის, რასაც აკეთებს და სწორედ ეს აძლიერებს.

  • ბავშვობა

- საბურთალოზე დავიბადე და გავიზარდე, პავლოვის ქუჩაზე, ახლა რომ ყაზბეგის გამზირი ჰქვია. ამჟამად იმ სახლში ჩემი მშობლები ცხოვრობენ. საბავშვო ბაღში არ მივლია, იმიტომ, რომ სუპები მძულდა. მშობლებმა საირმეზე, 1-ლ ექსპერიმენტულ სკოლაში შემიყვანეს.

პატარა ალეკო მშობლებთან და უფროს დასთან ერთად

ორი წლით ჩემზე უფროსი ექიმი და მყავს და მოხდა ისე, რომ სტუდენტობისას სამტრედიაში გათხოვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და წინააღმდეგი ვიყავი, თბილისიდან სამტრედიაში რომ უნდა წასულიყო. სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი და ბედნიერია, ძალიან მაგარი სიძე და დისშვილები მყავს, კმაყოფილი ვარ ჩემი დის არჩევანით. ჩემი სიძე იმერელია და წარმოიდგინეთ, ალუდა ჰქვია. მგონი, ის ერთადერთი ალუდაა დასავლეთ საქართველოში. ალუდა სახელს ამართლებს და ლუდზე ჭკუა ეკეტება. მე, მაგალითად, ლუდი მძულდა და 18 წლის ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე. მას მერე ისე შემიყვარდა, ლამის მე დავირქვა ალუდა.

  • "ძიუდოს ნაცვლად - ტანვარჯიში"

- სულ მინდოდა, მოცეკვავე ვყოფილიყავი... ასევე, ძალიან მიყვარდა ძიუდო. რა ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო ჩემგან, მაგრამ ამ სპორტზე შესვლა მინდოდა, მამაჩემმა კი ჩემთვის ძალიან უცნაურ სპორტზე - ტანვარჯიშზე წამიყვანა, 7 წელი ვიარე და საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ტანვარჯიში არ მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც შევეშვი, ამ სპორტზე ჭკუა მეკეტება. ახლა საათობით სიამოვნებით ვუყურებ ჩემპიონატებს. ძალიან რთული და მაგარი სპორტია, ისეთ დისციპლინას გაჩვევს... სკოლის მერე 3 საათი ვვარჯიშობდი ყოველ დღე.

მწვრთნელის გვერდით, მარჯვნივ ალეკო ელისაშვილი

მადლიერიც ვარ ჩემი მშობლების, ამ სპორტზე რომ მატარეს და ამდენი შრომა და ენერგია რომ დავხარჯე. ფიზიკურადაც ვგრძნობ, რომ დღემდე გამომყვა ეს სპორტი - სალტოებსაც ვაკეთებ და ხელებზეც დავდივარ. როცა დრო მაქვს, ბატუტზეც ვხტუნაობ, ხანდახან მივდივარ და ვვარჯიშობ. ფიზიკურად ძალიან გამომადგა, მაგარი მწვრთნელი მყავდა, ლუკა მესხია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ზაფხულობით, "ზბორებზე" რომ გვატარებდნენ, ეს ადამიანი მამასავით მივლიდა.

  • "მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ"

- ბავშვობაში რატომღაც რადიატორები მიყვარდა ძალიან. მაგრად მიხაროდა, ოქტომბრის ბოლოს ცენტრალური გათბობა რომ ირთვებოდა, რაღაც უხილავი ძალით უცბად რომ დათბებოდა ხოლმე. ეს ყველაზე მაგარი შთაბეჭდილება იყო. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, ეს რანაირად ხდებოდა. დღეს რომ ბავშვებს ერთი სული აქვთ, კომპიუტერს მიუჯდნენ და მუდმივად ტელეფონში არიან შემძვრალი, მე ერთი სული მქონდა, გაკვეთილებს მალე მოვრჩენილიყავი, ეზოში გავვარდნილიყავი და ფეხბურთი მეთამაშა. მეკარეობა მომწონდა ძალიან... კიდევ, ომობანას თამაში მიყვარდა. იმდენი ვითამაშე, რომ მერე მთელი ცხოვრება ომებს ვუყურებ, ოღონდ - ნამდვილს.

ახლა პოლიტიკურ ომში ჩართვამ მომიწია. სამწუხაროდ, მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ, რადგან დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ხელისუფლების ცვლილება... ეს ყველაფერი აღტაცებას კი იწვევდა, მაგრამ ახალი ხილი იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა, მაშინ გავიგეთ, ქაქუცა რომ გვყოლია, პრეზიდენტი ჟორდანია. თავიდან ჩემთვის უცნაური იყო სამფეროვანი დროშა რომ გამოჰქონდათ, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა. მერე დიდი შოკი მივიღეთ და ყველანი ვტიროდით, როცა მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. მასთან რამდენჯერმე ვარ პირისპირ შეხვედრილი, ისე, შემთხვევით... ძალიან მალე დამთავრდა ბავშვობა და მერე შავ-თეთრი რეალობა დაიწყო - "მხედრიონი", სამეგრელოს აოხრება, აფხაზეთის მარცხი, პურის რიგები... უცბად დაგვატყდა შავ-თეთრი რეალობა და უცბად დამთავრდა ფერადი, კამფეტებიანი და ბუშტებიანი ბავშვობა. მერე ყველა ერთად შევეჯახეთ იმ ჯოჯოხეთს, უგაზობა, უშუქობა, უწყლობა, უპურობა რომ მოგვიტანა.

  • "არანორმალურად მინდოდა ოფიცრობა, მაგრამ..."

- არც ჟურნალისტობა მინდოდა და არც პოლიტიკოსობა, არასდროს მიფიქრია ამაზე. მინდოდა ვყოფილიყავი სამხედრო, ოფიცერი... სახლში დიდი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ბოლო-ბოლო მშობლები დავითანხმე. ერთ დღეს, დედაჩემი წამყვა კადეტთა კორპუსში, რომელიც დღევანდელი თავდაცვის სამინისტროს ადგილას იყო. იქ ერთმა კაცმა მირჩია, ჯობია, - სამხედრო აკადემიისთვის მოემზადოო (კადეტთა კორპუსში მერვე კლასიდან უნდა შევსულიყავი, მე კი ცოტა დამაგვიანდა, უკვე მერვეკლასელი ვიყავი). უარი რომ მითხრეს და გამოვედით, გავსკდი ტირილით. წარმოიდგინეთ, სკოლიდან შინ რომ მივდიოდი, სამხედრო ფორმას ვიცვამდი, გვარდიელების ყვითელი ფორმა რომ იყო. თავიდან უბანში დამცინოდნენ ხოლმე, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მართლა შეპყრობილი ვიყავი ამ პროფესიით. სამხედრო წიგნებს ვკითხულობდი, ვემზადებოდი, არანორმალურად მინდოდა ოფიცრობა და ვიდრე ისტორიის ფაკულტეტზე გადავწყვეტდი ჩაბარებას, ორი კვირით ადრეც კი ვყოყმანობდი, სად ჩამებარებინა. სამხედრო აკადემია მინდოდა, მაგრამ ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე...

ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. მამაჩემს "ვოლგა" ჰყავდა, ტაქსაობდა და ამით გვარჩენდა. მერე, 90-იანებში ხუდადოვზე დააყაჩაღეს, რაც კატასტროფა იყო ჩვენი ოჯახისთვის. მერე, ვალები, პროცენტები და ათასი ჯანდაბა გვქონდა. სამხედრო აკადემიაში რომ ჩამებარებინა, 4 წელი ჩემი ოჯახის შესანახი უნდა ვყოფილიყავი და ვერაფრით დავაწვებოდი კისერზე, ამიტომ ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე.

  • პირველი 40 მანეთი და ატირებული დედა

- მეორე კურსის შემოდგომაზე რომ დავიწყე მუშაობა, დღემდე არ გავჩერებულვარ. პირველად ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, ჩემი პირველი სამუშაო იყო "დილის გაზეთი". მახსოვს, პირველი 40 მანეთი, ხელფასი რომ ავიღე, მთლიანად დედას მივუტანე და მერე ერთ ოთახში ის ტიროდა, მეორეში - მე. 40 მანეთი არ იყო პატარა ფული. მერე თანდათან ჩემს ოჯახს ვალების გასტუმრებაში დავეხმარე და გამოვძვერით. 3-4 ადგილას ერთად ვმუშაობდი, სხვანაირად გაგვირთულდებოდა მდგომარეობა. ვიმუშავე "მოამბეში", სააგენტო "მოამბე ექსპრესში", ნინო მეუნარგიასთან ერთად"ალიონში" ვიყავი წამყვანი. მერე იყო რადიოს საინფომაციო, დილის გადაცემები და 5-6 ადგილას ერთად მუშაობა. გავაკეთე არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ჰამქარი", მოვხვდი საკრებულოშიც და ასე თანდათან მოვედი პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რთულია პოლიტიკაში ყოფნა, მაინც მგონია, რომ ვემსახურები საქართველოს. ჯარისკაცობა მინდოდა, ვერ გავხდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯარისკაცი ვარ. ერთადერთი, რასაც "ამაზონზე" ვიწერ, ეს არის სამხედრო და სალაშქრო აღჭურვილობა. შაბათ -კვირას სამხედრო ფორმას ჩავიცვამ, ზურგჩანთას ვიკიდებ და ტყე-ღრეში გავრბივარ.

  • "სახეტიალოდ უმეტესად მარტო დავდივარ"

- ჩემი გატაცება ციხე-სიმაგრეების კვლევაა. ამასობაში დათვსაც გადავყრივარ, მგელსაც და ტურასაც. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს სამეფოს აღწერილობის მიხედვით, იქ რა ძველი ციხესიმაგრეებიცაა მოხსენიებული, დავდივარ, ვეძებ და ვიკვლევ მათ. ახლა ქვემო ქართლის ცეხე-სიმაგრეთა გზამკვლევის გამოცემას ვაპირებ, სადაც როგორც ამბების აღწერა, ასევე ამ ციხე-სიმაგრეების ძველი სახელწოდებები იქნება და ისიც, როგორ უნდა მიაგნო მათ. მე ძალიან ვიწვალე და მინდა, სხვას გავუიოლო მათი ნახვა-მიგნება. სახეტიალოდ უმეტესად მარტო, ხანდახან ჩემს მეგობრებთან, ბოლო დროს კი ჩემს 14 წლის, უმცროს შვილთან - სანდროსთან ერთად დავდივარ ხოლმე შაბათ-კვირას. გვყავს სპანიელი და სამივენი ერთად მივდივართ სალაშქროდ თოვლშიც, ყინვაშიც... სალაშქრო აღჭურვილობა გვაქვს, ამიტომ არ გვიჭირს...

  • "სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც"

- მე და ირინე მეცხრე არხზე ერთად ვმუშაობდით. საინფორმაციოში ვიყავი, კორესპონდენტად და ძირითადად, სამხედრო თემებს ვაშუქებდი. ჩემი მეუღლე ირინე კილოსანიძე პროფესიით ჟურნალისტია, იყო ასეთი გადაცემა "ღამის მატარებელი" და მის პროდიუსერად მუშაობდა. იქ და მაშინ მომეწონა ირინე, ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... ადვილად აეწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთ დღესაც გამოგვიცხადეს, "მეცხრე არხი" დაიხურაო და ამის მერე ორ თვეში ჯვარიც დავიწერეთ წმინდა მარინას ეკლესიაში, ავლაბარში, მეტროს გვერდით.

აღმოჩნდა ისე, რომ მამაჩემი და ირინეს დედა კლასელები ყოფილან და მათაც ძალიან გაუხარდათ. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა... არ მიყვარს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო - ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე... ჩემი შვილებიც მაგარი ადამიანები არიან, ჩემი ვაჟკაცები მამხნევებენ. ჩემი სპანიელი, ჩემი პატარა "რემბოც" ერთი წელია, რაც მამხნევებს. წარმოიდგინეთ, სპანიელს "რემბო" რომ ჰქვია, ბავშვებმა დაარქვს, მაგრამ მაგარი გულიანია, ეტყობა. თავის ზომა-წონას ვერ ხვდება და ყველას და ყველაფერს ერჩის. ავი არ არის, მაგრამ მაგარი გაბედულია. მამაჩემიც მაგას მეუბნება, ხასიათებით შენ დაგემსგავსაო.

უფროს ვაჟს ერეკლე ჰქვია, 15 წლისაა, მას ჩემი უსაყვარლესი მეფის სახელი დავარქვი. სანდროსთვის მინდოდა ქაიხოსრო დამერქმია, ქაქუცას გამო, მასზეც ჭკუა მეკეტება... ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ცოლთან ბრძოლაში დავმარცხდი და სანდროს ქაიხოსრო არ ჰქვია.

არასდროს მქონია შვილებთან უწი-პუწი ურთიერთობა, ჩვეულებრივ კაცებად აღვიქვამდი და ბავშვობიდან თანატოლებივით ვექცეოდი. თუ რამე კითხვა ჰქონდათ, ყველაფერზე პასუხს ვცემდი. ჯერჯერობით არ ვნანობ ამ მიდგომით. მშობლებს მაინც სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს შვილებზე და ვცდილობ, მრავალმხრივად დავინახოთ ისინი, ამიტომ ძალიან მიყვარს მათთან და მათ მეგობრებთან ერთად ტყე-ღრეში ხეტიალი, სადაც უფრო გულახდილები არიან, უფრო იხსნებიან...

არ მიყვარს ჩემი შვილების ქება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათით უკმაყოფილო არ ვარ. სანდრო უფრო აქტიურია, ვიდრე ერეკლე. ერეკლე შედარებით კომფორტის მოყვარულია და უფრო კარგი იუმორი აქვს, ვიდრე - სანდროს. ორივენი კალათბურთზე გიჟდებიან. შაბათ-კვირას ჩემს მშობლებთან გამყავს ისინი და ერთი სული აქვთ, როდის წავლენ, რადგან იქ კალათბურთის მოედანია და თამაშობენ. შეუძლიათ არც ჭამონ, არც სვან და მთელი დღე კალათბურთი ითამაშონ. ერეკლე უკვე ჩემზე მაღალია, ყველა ჩემი ქურთუკი და შარვალი ჩაიცვა.

ერთი სული მაქვს, შვილიშვილი მყავდეს, ძალიან მაინტერესებს, როგორი განცდაა და ამაზე ალბათ მართლა გადამეკეტება ჭკუა.

  • "მაგარი მეგობრები მყავს"

- ლევან იოსელიანი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ოჯახის გარდა, ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი მეგობრებია. როგორც ხედავთ, ლევანი უფრო გაწონასწორებულია და ჩემზე სოლიდური. კარგი და წესიერი ბიჭია ლევანი და ზუსტად ასეთივე ბავშვობის მეგობრები მყავს, ერთმანეთს მოვყვებით და მხარში ვუდგავართ მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოზიციაზეა. რომ არა ისინი, არ ვიცი, როგორ გავუძლებდი ამ ცხოვრებას ფსიქოლოგიურადაც და მატერიალურადაც. იყო მომენტები, ამ ჩემი ხასიათის გამო უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დავრჩენილვარ და მაშინ ჩემი მაგარი მეგობრები მედგნენ მხარში.

ჩემი ოჯახის მერე ყველაზე მაგარი რამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეგობრები არიან, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, სწორი საქციელი ჩაიდინე, თუ არასწორი, შენს გვედით დგანან და უყვარხარ.

  • "ჰო, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი გიჟები ვართ!"

- არ იყო მარტივი ის, რაც გადავიტანე, განსაკუთრებით, ბოლო თვეებში. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი პოზიცია გვქონდა და ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ, რა აღარ დაგვატყდა თავს. არ არის მარტივი შეურაცხყოფის მოთმენა, მაგრამ მთავარია, რომ თვითონ მჯეროდეს და მწამდეს ის, რასაც ვაკეთებ. გრძელვადიანად ეს ჩემი ქვეყნისთვის კარგია და აგერ, საარჩევნო რეფორმა დაიდო, რაშიც უზარმაზარი შრომა გავწიეთ. შეიძლება დღეს ცხელ გულზე ვიღაც ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ხვალ ყველა მიხვდება, რომ ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების პატიოსნად ჩატარდება. მადლობას გვეტყვიან იმის გამო, რომ ამდენ შეურაცხყოფას გავუძელით მე და ლევანმა.

"ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო..." - დიდი ხანია მივეჩვიე მსგავს ბრალდებებს. არჩევნები მოვიგე საბურთალოზე და "ნაციონალები" ამბობდნენ, აი, ივანიშვილმა მოაგებინაო, "ოცნების" ხალხი ამბობდა, "ნაციონალები" დაეხმარნენო. საკრებულოში ვიყავი და იძადნენ, - ხან იმის კაცია, ხან ამისი, ხან ფული აიღოო. ღმერთია მოწმე, არც ფული არავისგან აგვიღია და არც არავისი პროექტი არ ვართ. რისიც გვწამს და გვჯერა, იმას ვაკეთებთ, მორჩა და გათავდა! არავის ვუთანხმებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს - არც სააკაშვილებს, არც ბოკერიებს და არც ივანიშვილებს. მესმის ასეთი ფრაზები - დაუჯერებელია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ფული არ აიღოო, გიჟი უნდა იყოს, ფული არ აიღოსო და ა.შ. ჰო, წარმოიდგინეთ, რომ ასეთი გიჟები ვართ, ამ ქვეყანაზე შეყვარებული გიჟები. ჩვენ ვართ პრაგმატული იდეალისტები.

ჩვენი მიზანი არის წარმატებული, მდიდარი და უკეთესი საქართველო, მივყვებით და ვიღებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს. ახლა იმხელა რაღაცას ვაკეთებთ, პოლიტიკაში სხვა რომ არაფერი გამოგვივიდეს, თაობები გავლენ და ძველ გაზეთებში, ან ვიდეო არქივებში რომ ნახავენ, რამხელა შეურაცხყოფას გავუძელით, ჩვენი გამძლეობით იქნებიან აღტაცებული. ამის გვჯერა და გვაძლიერებს, თორემ, მართლა გიჟები კი არ ვართ, ლანძღვა-გინება გვსიამოვნებდეს. ამხელა საქმეს შევეჭიდეთ და კიდევ ლანძღვა-გინება? მინდა, ეს ქვეყანა იყოს მდიდარი და არ მინდა ვუყურებდე გაჭირვებულ ხალხს, გაჭირვება უკეთური საქმისკენ უბიძგებს ადამიანებს.

არ მინდა ისეთი საქართველო, რომელსაც "გეორგია" ჰქვია და 100 ათასმა კაცმა განცხადება დაწერა ქვეყნიდან წასვლაზე და უცხოეთში დასაქმებაზე. მინდა, მართლა წარმატებული იყოს ეს ქვეყანა. ამას კი ბევრი შრომა, მაგალითად, კარგი არჩევნების წესი, კარგი სასამართლო, კარგი პროკურატურა სჭირდება... კარგი სასამართლო თუ არ გვექნა, აქ ფულს არავინ ჩადებს. სულაც ყოველ დღე რომ გავითათხო, ამ რაღაცეებისთვის მინდა ვიბრძოლო, მინდა ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეს.

  • "არ მინდა ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს"

- ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ, მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. ალეკოს ვურჩევდი, უფრო დამშვიდდეს და დაწყნარდეს. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს. მთავარი ესაა, თორემ ერთი სული მაქვს, ზოგიერთ ოპოზიციონერს ის დავმართო, რასაც იმსახურებს. ემოციები უნდა დავიცხროთ, კომპრომისებზე ვიფიქროთ, ერთმანეთისკენ ნაბიჯი გადავდგათ, ერთმანეთი არ გვეზიზღებოდეს, ეს ყველაფერი უნდა გადავწიოთ გვერდზე, ვინაიდან სახელმწიფო ინტერესი არის ყველაზე მთავარი, ის უნდა დავაყენოთ ყველაზე წინ.

რა, 90-იანებში სხვა რამ მოხდა? უკომპრომისობამ მიიყვანა ქვეყანა უფსკრულის პირას და დღესაც ასე ვართ. მაინც ვფიქრობ, მაშინ იმან დაგვღუპა, რომ ასეთი მეგობრები არ გვყავდა დასავლეთის სახით. ერთი რუსეთი იყო და ისიც ყველაფერს აკეთებდა, უფსკრულში ჩავჩეხილიყავით. მადლობა ღმერთს, დღეს გვყავს საიმედო მეგობრები... ჩვენი გაჯიქებით დიდი სიამოვნებით გადავიჩეხებოდით უფსკრულში, მაგრამ ისინი არ გვაძლევენ ამის საშუალებას.

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულებს შორის ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიების წევრები არიან

"ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - ნიკა გვარამიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პროტესტი ხვალ, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგ გააგრძელონ