სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერ ღარიბაშვილის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო" - ექსპერტი
"პრემიერ ღარიბაშვილის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო" - ექსპერტი

სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე არ შეგ­ვიძ­ლია - პრე­მი­ე­რის სა­ხე­ზეც იკი­თხე­ბო­და, რომ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­სუ­ლი­ყო, - ასე აფა­სებს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი გუ­შინ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ორი­ვე მხა­რემ უნდა დათ­მოს, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს აღარ სჭირ­დე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და არე­უ­ლო­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოჩ­ნდა, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე არ შეგ­ვიძ­ლია. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, კარ­გია ის, რომ გა­მოჩ­ნდა და­სავ­ლე­თის უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია ალ­ბათ ის, რომ სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თე­მის წინ წა­მო­წე­ვა მოხ­და, სწო­რედ ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან. სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გე­ნელ ნა­წილს - ამ მხრი­ვაც იმე­დის მომ­ცე­მია ის, რომ სწო­რედ შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტის დროს შედ­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შეხ­ვედ­რა, რი­თაც ხაზი გა­ეს­ვა იმას, რომ და­სავ­ლე­თი არ მი­ა­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე და მე­დი­ა­ტო­რი ამ პრო­ცე­სებ­ში და ვფიქ­რობ, რომ უნდა იყოს მიღ­წე­უ­ლი კომ­პრო­მი­სი, ორი­ვე მხა­რემ უნდა დათ­მოს. უკვე გახ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო. გვახ­სოვს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ იგი არ აპი­რებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და ახლა, თვი­თონ და­ეს­წრო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ვფიქ­რობ, რომ მის სა­ხე­ზეც იკი­თხე­ბო­და, რომ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წა­სუ­ლი­ყო. მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, ამ ქვე­ყა­ნას აღარ სჭირ­დე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და არე­უ­ლო­ბა, ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა გუ­შინ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­ი­მარ­თა. რო­გორც შარლ მი­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წრა­ფოდ უნდა გა­და­იჭ­რას პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და შეხ­ვედ­რა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექსპერტი
29

ეს რა მაგარი ექსპერტი ყოფილა, სახეზე ატყობს 

გიორგი
3
თუ ამ ბატიაშვილს(“მაგარი” გვარია!) მართლა ჰგონია, რომ შარლ მიშელს ვინმე რამეს ეკითხება, მართლა ბატი ყოფილა ეს “მსოფლიო მაშტაბის პოლიტიკური ექსპერტი” ბატიაშვილი))))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პრემიერ ღარიბაშვილის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო" - ექსპერტი

"პრემიერ ღარიბაშვილის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო" - ექსპერტი

სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი, შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარემ უნდა დათმოს, რადგან საქართველოს აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა.

"სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ გამოჩნდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის თემის წინ წამოწევა მოხდა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს - ამ მხრივაც იმედის მომცემია ის, რომ სწორედ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი არ მიატოვებს საქართველოს, იქნება ძალიან აქტიური, უშუალო მონაწილე და მედიატორი ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღწეული კომპრომისი, ორივე მხარემ უნდა დათმოს. უკვე გახდა ხელისუფლება იძულებული, რომ დათმობაზე წასულიყო. გვახსოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ იგი არ აპირებდა მოლაპარაკებებს და ახლა, თვითონ დაესწრო მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი და შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"