პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე
"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

თა­და­რი­გის გე­ნერ­ლი­სა და ევ­რო­პა­ში ამე­რი­კის არ­მი­ის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­დლის, ბენ ჰო­ჯე­სის გან­ცხა­დე­ბით, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ასე­თი ძალა გა­მო­ი­ყე­ნა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ, ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც უკან გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯი.

რო­გორც მან „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე მხა­რემ გა­დად­გას ნა­ბი­ჯი და სი­ტუ­ა­ცი­ას კონ­ტრო­ლი­დან გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

ჰო­ჯე­სის თქმით, ის, რაც ამ ბოლო დღე­ებ­ში მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის საქ­მეს არ ეხ­მა­რე­ბა.

„ამით მხო­ლოდ კრემ­ლი და კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ასეთ ძა­ლა­დო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის კარ­გი არა­ფე­რი მო­აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და სხვა ქვეყ­ნებ­მა, აქ­ტი­უ­რი როლი უნდა ითა­მა­შონ იმა­ში, რომ ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნეთს და­ე­ლა­პა­რა­კოს. ამას­თან, იმე­დი მაქვს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, მეტი ადა­მი­ა­ნი აღარ და­შავ­დე­ბა. არ ვი­სურ­ვებ­დი, ვნა­ხო სან­ქცი­ე­ბი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ყუ­რა­დღე­ბით უნდა შე­ვა­ფა­სოთ ის, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე. სა­ქარ­თვე­ლო არ არის კუნ­ძუ­ლი. ის მსოფ­ლი­ოს სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ კრემ­ლი არა­პირ­და­პირ თუ სხვა გზე­ბით ჩარ­თუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის ერ­თა­დერ­თი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია. კრემლს არ სურს ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ევ­რო­პას­თან მე­ტად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია. ჩვენ მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა უნდა გვქონ­დეს იმა­ზე, თუ სა­დაა ეს გავ­ლე­ნა. ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ა­საც აქვს აქ სა­კუ­თა­რი როლი. ის, რა თქმა უნდა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რეა, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, შემ­დგა­რი და ცივი გო­ნე­ბის მქო­ნე ოპო­ზი­ცი­ის „ლი­დერ­ში­პი“ ასე­ვე დამ­ხმა­რე [ფაქ­ტო­რი] იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, არ შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბამ­დე წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გავ­ლე­ბა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ გექ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, მოვ­ნა­ხავთ გზებს, რომ ორი­ვე მხა­რემ შეძ­ლოს და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ ჰო­ჯეს­მა.

რო­გორც ჰო­ჯე­სი ფიქ­რობს, აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია სიფრ­თხი­ლეს გა­მო­ი­ჩენს მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მხრივ, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, როცა მათ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას კა­ნო­ნი და­ა­კის­რებს ან როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს.

„შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ყვე­ლას­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს აღ­წევს მა­შინ, როცა სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, თურ­ქე­თი და სხვა ისე­თი ქვეყ­ნე­ბიც ჩა­ე­რი­ონ ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ზე, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე ზრუ­ნა­ვენ, ან უნდა იზ­რუ­ნონ. კარ­გი იქ­ნე­ბა, ამე­რი­კას­თან ერ­თად, სხვე­ბიც ჩა­ერ­თონ ისე­თი გა­მო­სავ­ლის მო­ნახ­ვა­ში, რო­მე­ლიც ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ას სცემს პა­ტივს. ლი­ბე­რა­ლურ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს. ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი მა­ში­ნაა სა­უ­კე­თე­სოდ და­ცუ­ლი, როცა მათ ერ­თგუ­ლი და ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ჰყავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მმარ­თველ პარ­ტი­ას უბიძ­გებს, უკე­თე­სად იმუ­შა­ოს სწო­რედ იმის გამო, რომ მას კონ­კუ­რენ­ტი ჰყავს. არა მგო­ნია, ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­დეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს. თუმ­ცა, ვი­ტყვი , რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო ამე­რი­კუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა. თუ ისი­ნი არ ენ­დო­ბი­ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, გამჭვირ­ვა­ლო­ბას, თუ ვერ ხე­და­ვენ იმას, რომ მთავ­რო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია, ამას შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გად ის მოჰ­ყვეს, რომ ამე­რი­კულ­მა და ევ­რო­პულ­მა ბიზ­ნეს­მა სა­ქარ­თვე­ლოს ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს.

ასე­ვე ვი­ტყო­დი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღე­ებ­ში მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის საქ­მეს არ ეხ­მა­რე­ბა. ისე­დაც ბევ­რი ქვე­ყა­ნაა ისე­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რით, საქ­მე ურ­თულ­დე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სხვა ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას უჭე­რენ მხარს. ვა­შინგტო­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­უბ­რობს მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზე და ის, რაც ახლა თბი­ლის­ში ხდე­ბა, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან თან­ხვედ­რა­ში არ არის. ეს კი­დევ ერთი მი­ზე­ზია იმის­თვის, რომ ორი­ვე მხა­რე დაჯ­დეს და გა­მო­სა­ვა­ლი სწრა­ფად მო­ნა­ხოს“, - აღ­ნიშ­ნა ჰო­ჯეს­მა „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენ ჰოჯესს
35

ბ-ნო ბენ, თქვენ თუ გინახავთ მიშას დარბეული, 7 ნოემბრის და 26 მაისის მიტინგები? თუ არადა, ვინმე მადლიანი გამოგიგზავნით და შეაფასეთ, გენერალი კაცი, ასე არ უნდა საუბრობდეთ, არაკორექტულად და უსამართლოდ, ნუ მაეჭვებთ, რომ მიშასთან რაიმე სახით ხართ დავალებული და იძულებული ხართ, ამ სისხლიან ოპოზიციას დაუჭიროთ მხარი.

არ დაბლოკოთ.

sos
39

მიხედე შენს ქვეყანას. განა თქვენ ყველაფერს დეტალურად ხედავთ რა მავნებლობას ჩადის ოპოზიციის სპექტრი?

ავტორი:

"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

"საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა" - რას ამბობს ბენ ჰოჯესი საქართველოსთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე

თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი.

როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

ჰოჯესის თქმით, ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება.

„ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება. არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია. კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის „ლიდერშიპი“ ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

როგორც ჰოჯესი ფიქრობს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„შეერთებული შტატები ყველასთვის საუკეთესო შედეგს აღწევს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ისეთი ქვეყნებიც ჩაერიონ ამ ყველაფერში, რომლებიც რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე ზრუნავენ, ან უნდა იზრუნონ. კარგი იქნება, ამერიკასთან ერთად, სხვებიც ჩაერთონ ისეთი გამოსავლის მონახვაში, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას სცემს პატივს. ლიბერალურ დემოკრატიაში ძლიერი ოპოზიციური პარტიები უნდა არსებობდეს. ხალხის ინტერესი მაშინაა საუკეთესოდ დაცული, როცა მათ ერთგული და ძლიერი ოპოზიციური პარტიები ჰყავთ. ეს ყველაფერი მმართველ პარტიას უბიძგებს, უკეთესად იმუშაოს სწორედ იმის გამო, რომ მას კონკურენტი ჰყავს. არა მგონია, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდეს ის, რომ საქართველოს ზურგი შეაქციოს. თუმცა, ვიტყვი , რომ ამ ყველაფრის გამო ამერიკული ბიზნესისთვის საქართველო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. თუ ისინი არ ენდობიან სასამართლო პროცესს, გამჭვირვალობას, თუ ვერ ხედავენ იმას, რომ მთავრობა სამართლიანია, ამას შეიძლება შედეგად ის მოჰყვეს, რომ ამერიკულმა და ევროპულმა ბიზნესმა საქართველოს ზურგი შეაქციოს.

ასევე ვიტყოდი, რომ ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ვაშინგტონის ხელშეკრულება საუბრობს მოკავშირეების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებაზე და ის, რაც ახლა თბილისში ხდება, ამ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ორივე მხარე დაჯდეს და გამოსავალი სწრაფად მონახოს“, - აღნიშნა ჰოჯესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.