პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე
"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

რო­გორც სი­ტუ­ა­ცი­ამ გვიჩ­ვე­ნა, ვერც გან­დი გახ­და უცხო­ე­ლე­ბის­თვის, ვერც ნელ­სონ მან­დე­ლა და მით უმე­ტეს, ვერ სერ­ვან­ტე­სი,- ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ია­კობ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს, მე­უ­ფე ია­კო­ბი არ ფიქ­რობს, რომ ახლა ქუ­ჩა­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა.

მე­უ­ფე ია­კო­ბი კი­დევ ერთხელ სთა­ვა­ზობს მხა­რე­ებს, რომ ეკ­ლე­სია იყოს ის ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან და შე­თან­ხმე­ბას შეძ­ლე­ბენ.

„ვთა­ვა­ზობ­დი ხში­რად, რომ ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლი­ყო ის ად­გი­ლი, ხომ არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან შე­ე­წყვი­ტათ ურ­თი­ერ­თო­ბა. მო­სუ­ლიყ­ვნენ ჩვენ­თან რომ შე­რი­გე­ბუ­ლიყ­ვნენ, რომ ადა­მი­ა­ნუ­რად რო­გორც ქარ­თვე­ლი ქარ­თველს და­ე­ლა­პა­რა­კონ.

აი და­ი­ჭი­რეს მე­ლია. ჩემი აზ­რით, თუ და­ჭე­რა უნ­დო­დათ, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ შე­ეძ­ლოთ და­ე­ჭი­რათ. დიდი ხანი გა­ვი­და 20 ივ­ნი­სის მე­რეც, სა­მა­ჯუ­რი რომ მო­ის­რო­ლა, იმის მე­რეც. ოპო­ზი­ცია იმა­ზე მი­დი­ო­და, რაც უფრო მეტ შეც­დო­მას და­უშ­ვებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ფიქ­რობ­დნენ, რომ მთა­ვა­რია უცხო­ეთ­ში და­საყ­რდე­ნი იპო­ვონ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­საყ­რდე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ა­საც არ აქვს. იმას არ ვამ­ბობ, რომ მთავ­რო­ბას აქვს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. მე ვფიქ­რობ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არ უნდა შე­ე­ტა­ნა პარ­ლა­მენ­ტში, მერე პარ­ლა­მენ­ტა­რებს არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ეს, არც 88 კაცს უნდა მი­ე­ცა ყვე­ლას ხმა, სი­ნოდ­ში არის ხოლ­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და პარ­ტი­ა­ში რო­გორ უნდა ჰქონ­დეს ყვე­ლას ერთი აზრი, მერე სა­სა­მარ­თლო იყო. გა­რე­დან როცა უყუ­რებ პრო­ცე­სებს, ცოტა ცუ­დად ჩანს. „ვერ და­მი­ჭერთ, ვერ და­მი­ჭერ­თო“, სხვე­ბიც გა­მო­დი­ოდ­ნენ და „არ გა­გა­ტანთ, აბა მო­დი­თო“, მოხ­და ისე რომ მი­ვიდ­ნენ. კარ­გად ვნა­ხე, რომ ოპო­ზი­ცი­ის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი გარ­ბო­და იქი­დან და და­ი­ჭი­რეს მე­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის, თუ გა­და­იხ­დის გი­რა­ოს გა­ვუშ­ვებ­თო, ამას მსოფ­ლიო ხომ უყუ­რებს, თუ არ გა­და­იხ­დის რო­გორ შე­ხე­და­ვენ, ლი­დე­რად შე­ხე­და­ვენ? ხომ არ შე­ხე­და­ვენ ლი­დე­რად. ასე რომ ნი­კას და­ჭე­რით, თუ მა­ნამ­დე აგორ­და რა­ღა­ცა, რო­გორც სი­ტუ­ა­ცი­ამ გვიჩ­ვე­ნა ვერც გან­დი გახ­და უცხო­ე­ლე­ბის­თვის, ვერც ნელ­სონ მან­დე­ლა და მით უმე­ტეს, ვერ სერ­ვან­ტე­სი. რო­გორც ყო­ველ­თვის არც ერთი ლი­დე­რი არ და­ზი­ან­და ამ და­კა­ვე­ბის დროს, ისე­ვე რო­გორც 20 ივ­ნისს. ეგ არის მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია? უცხო­ე­თი ცოტა ხან­ში მოჰ­კი­თხავს ამათ, თუ არ გა­და­იხ­დის მე­ლია, უცხო­ე­თის­თვის აღარ იქ­ნე­ბა გო­ნი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, არ შე­ხე­და­ვენ ასე, ვიცი ამე­რი­კაც რო­გორ უყუ­რებს და ევ­რო­პაც რო­გორ უყუ­რებს. მო­ვიდ­ნენ და და­ვი­ლა­პა­რა­კოთ, დიდი შე­რი­გე­ბა მოხ­დეს, ისე არა­ფე­რი არ გა­მო­ვა. მას­შტა­ბურ აქ­ცი­ებ­ზე ვერ გა­და­ვა საქ­მე, იმი­ტომ რომ ხალ­ხის გან­წყო­ბა ვიცი“, - აღ­ნიშ­ნავს მე­უ­ფე ია­კო­ბი.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
48

ეშმაკის მოციქული...

 

!
51

წვერებიანი ბუა! მაფიოზი, მაფიოზების დამცველი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, მეუფე იაკობი არ ფიქრობს, რომ ახლა ქუჩაში მასშტაბური აქციები იმართება.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ სთავაზობს მხარეებს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან და შეთანხმებას შეძლებენ.

„ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი, ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ.

აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით, თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს, არც 88 კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი, მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. „ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო“, სხვებიც გამოდიოდნენ და „არ გაგატანთ, აბა მოდითო“, მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან და დაიჭირეს მელია. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი. როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. ეგ არის მასშტაბური აქცია? უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ ასე, ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში