სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან
"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლი აკ­ლია.

ამის შე­სა­ხებ მან "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"სან­დრო მაკ­ლია. რა თქმა უნდა, სან­დრო. ჩე­მებს უთ­ქვი­ათ, რომ მივ­ლი­ნე­ბა­ში ვარ და რა იცის სან­დრომ, მივ­ლი­ნე­ბა რა არის? ბოლო დღე­ე­ბი, პარ­ტი­ა­ში რომ ვი­ყა­ვი, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­რე­კავ­დი, ახლა რო­გორ აუხ­სნი­ან, რა­ტომ არ ვრე­კავ, არ ვიცი, მაგ­რამ რამე უნდა მო­ი­ფიქ­რონ. რამე, მივ­ლი­ნე­ბა­ზე უფრო გა­სა­გე­ბი.

ერთი, რაც მამ­შვი­დებს, ისაა, რომ, რომ გა­იზ­რდე­ბა, იუ­თუბ­ში ან გუ­გლ­ში რომ შევა, ნა­ხავს ჩემს ამ­ბებს და იმე­დი მაქვს ია­მა­ყებს, ჩე­მი­თაც და ჩემი მე­გობ­რე­ბი­თაც. ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნით, ვინც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ვიბ­რძო­დით და მო­ვუ­ტა­ნეთ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა. და რომ მო­ვუ­ტანთ, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა", - თქვა ნიკა მე­ლი­ამ.

მისი თქმით, ცი­ხი­დან თვალს ადევ­ნებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ბედ­ნი­ე­რია, რომ ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა.

"კი, ვუ­ყუ­რე და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ იქ არ ვი­ყა­ვი. თან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ხალ­ხი არ ნებ­დე­ბა და პი­რი­ქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გა­მარ­ჯვე­ბის გე­მოს. ჩემი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით პლა­კატს რომ შევ­ხე­დე, გან­ცდის გა­ო­რე­ბა მქონ­და: თან უხერ­ხუ­ლო­ბის­გან მე­ცი­ნე­ბო­და, თან ძა­ლი­ან ამაღ­ლე­ბუ­ლი გრძნო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და" - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ გან­მარ­ტა 2 დღის წინ აუ­წყეს ტე­ლე­ვი­ზო­რი და და პირ­ვე­ლი რაც ჩა­ირ­თო, იმ პრო­კუ­რო­რის ბრი­ფინ­გი იყო.

"მაგ­რამ მთა­ვა­რი, რა­ზეც გავ­გიჟ­დი სი­ხა­რუ­ლით, ისა­აა, რომ "მთა­ვა­რი არხი" მაქვს და მთე­ლი დღე­ე­ბი ვუ­ყუ­რებ. მე­გო­ნა და გა­გო­ნი­ლი მქონ­და, რომ ცი­ხე­ებ­ში არ აჩ­ვე­ნებ­დნენ, და თვა­ლი რო მოვ­კა­რი, კი­ნა­ღამ შევ­ხტი სი­ხა­რუ­ლით. მთა­ვა­რის გა­რე­შე ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და ად­ვი­ლი. ახლა მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლია და, უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, ლა­მის სა­რეკ­ლა­მო ჭრებს ვუს­მენ. ეტყო­ბა, ასე ხდე­ბა ცი­ხე­ში, როცა ტე­ლე­ვი­ზო­რი ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლია გა­რე­სამ­ყა­როს­თან" - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონო
221

ყველა ცოდოა ციხისთვის, ბავშვი ცოდოა უმამოდ! გადაიხადე შე ოჯახ აშენებულო, ხომ იცი რომ დაარღვიე საპროცესო, ხომ ხედავ რომ ცხვარივით გწირავენ შენიანები. გამოდი და მიხედე ოჯახს, ბავშვს, დაწყნარდი, ნუ აყვები იმ საზიზღარ მიშას, გწირავს ვერ ხედავ? მე ერთი ნაცმოძულე კაცი ვარ, მაგრამ ციხისთვის მენანები... გეკუთნის გადახდა, გადაიხადე და გამოდი!!!

erida
177
სუფთა მამაილაა რა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

"სანდრო მაკლია, ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ... როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ" - ნიკა მელიას ინტერვიუ ციხიდან

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ყველაზე მეტად შვილი აკლია.

ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სანდრო მაკლია. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები.

ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში რომ შევა, ნახავს ჩემს ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ციხიდან თვალს ადევნებს მიმდინარე მოვლენებს და ბედნიერია, რომ ხალხი არ ნებდება.

"კი, ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა: თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა" - აღნიშნა მელიამ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განმარტა 2 დღის წინ აუწყეს ტელევიზორი და და პირველი რაც ჩაირთო, იმ პროკურორის ბრიფინგი იყო.

"მაგრამ მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისააა, რომ "მთავარი არხი" მაქვს და მთელი დღეები ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდნენ, და თვალი რო მოვკარი, კინაღამ შევხტი სიხარულით. მთავარის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ახლა მუდმივად ჩართულია და, უცნაურია, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ლამის სარეკლამო ჭრებს ვუსმენ. ეტყობა, ასე ხდება ციხეში, როცა ტელევიზორი ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან" - განაცხადა მელიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს - ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ..." - სტოლტენბერგის მიმართვა ღარიბაშვილს და დეტალები პრესკონფერენციიდან

"მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს" - პრემიერი