კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე... არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს - დღევანდელი ოპოზიციის გავლენა არც ისე მძლავრია" - პოლიტოლოგი
"კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე... არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს - დღევანდელი ოპოზიციის გავლენა არც ისე მძლავრია" - პოლიტოლოგი

დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცია და მათი ლი­დე­რე­ბი ერ­თად დგა­ნან, მაგ­რამ ვერ აერ­თი­ა­ნე­ბენ მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატს, დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე არც ისე­თი მძლავ­რია“, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ოპო­ზი­ცი­ის მიერ გუ­შინ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აცხა­დებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­ვე­ბის გაშ­ლას მშვი­დად უნდა შეხ­ვდეს.

“სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ამ მხრივ. ეს არის იგი­ვე პრო­ცე­სი, რაც იყო 2008 წელს. მა­შინ­დელ­მა ოპო­ზი­ცი­ა­მაც უარი თქვა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, სა­ხალ­ხოდ და­ხი­ეს მან­და­ტე­ბი და და­ი­წყეს ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი.

უნდა ით­ქვას ერთი რამ, მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე გა­ცი­ლე­ბით მძლავ­რი იყო, ოპო­ზი­ცი­უ­რი ელექ­ტო­რა­ტი გა­ცი­ლე­ბით რა­დი­კა­ლურ იყო, ვიდ­რე ეს დღეს არის. დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცია, მათი ლი­დე­რე­ბი ერ­თად დგა­ნან, მაგ­რამ ვერ აერ­თი­ა­ნე­ბენ მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატს.

ვნა­ხეთ, კარ­ვე­ბი 3 თვე იყო რუს­თა­ველ­ზე გაშ­ლი­ლი, არც მა­შინ მო­ი­ტა­ნა შე­დე­გი, ვეჭ­ვობ, ამ შე­დეგს მო­ი­ტანს დღეს. დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნა ოპო­ზი­ცი­ურ ელექ­ტო­რატ­ზე არც ისე­თი მძლავ­რია, რო­გორც მა­შინ იყო. ოპო­ზი­ცი­ამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს გზა აირ­ჩია, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია. სა­შუ­ა­ლო პარ­ტი­ე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად მი­ი­ერ­თა ელექ­ტო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ჩემი აზ­რით, ამ პარ­ტი­ე­ბის ელექ­ტო­რა­ტი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. არა მგო­ნია რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იყოს, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ და­უშ­ვა ისე­თი­ვე შეც­დო­მა, რაც და­უშ­ვა მე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუ კარ­ვე­ბის გაშ­ლას შეხ­ვდე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დად, რო­გორც თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გა­ა­კე­თა, არც არა­ფე­რი, რამ­დე­ნი ხა­ნიც იქ­ნე­ბი­ან, იქ­ნე­ბი­ან “,-აცხა­დებს ძა­ბი­რა­ძე.

რო­გორც ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე აცხა­დებს, მმარ­თველ­მა გუნ­დმა შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­კი­თხზე და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცია არ გა­ი­ა­რა.

“თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ზონ­დი­რე­ბა სა­ელ­ჩო­ებ­თან, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა ეს აღ­ქმუ­ლი. წი­ნას­წარ უნდა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ ნი­ა­და­გი, რა­საც აპი­რებ­დნენ, ამის შემ­დეგ უნდა მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი არის სა­ო­ცა­რი.

თით­ქოს თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ იცის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნეა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად მათ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ შე­თხვე­ვა­ში არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო მათი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მიდ­გო­მე­ბი, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია.

ეს არც ოპო­ზი­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, გახ­სოვთ, პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე იყო მო­წო­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შე­დით და იქი­დან ეცა­დეთ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას. შემ­დეგ­ში არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ახლა იწყე­ბენ იმის გა­კე­თე­ბას, რაც პა­ტიმ­რო­ბა­ში აყ­ვა­ნამ­დე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ის გან­ცხა­დე­ბა, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა, შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის არაა, გარე მოხ­მა­რე­ბის­თვი­საა. ამით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა აქ არ არის. არის 40 ათა­სი ლარი, გა­და­იხ­დის? - გა­მო­ვა გა­რეთ, ამი­ტო­მაც არის ცი­ხე­ში. ეს არის ქვე­ტექ­სტი და მი­მარ­თუ­ლია და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე “,-აცხა­დებს ძა­ბი­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა მზა­დაა, ნიკა მე­ლი­ას მიერ გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თოს.

რო­გორც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის თვით­მი­ზა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
44

მოიტანა მაშინაც და მოიტანს ეხლაც! გროვდება წყალი ვედროში და ბოლო წვეთზე გადმოვა! ეს ძაბირაზე მე ჯიბისტი მგონია!

rasa
33

მეტნაკლებად ვეთანხმები ამ შეფასებას. 2008-ში ოპოზიციას ზურგს უმაგრებდა რუსული რბილი ძალა, ადგილობრივი ძველბიჭურ-კანონსგარეშე ელემენტები და ამიტომაც იყო უფრო რადიკალური. დღევანდელ ოპოზიციას შუაშისტი ხალხიც აღარ უჭერს მხარს, რადგან მათ ზურგს მხოლოდ ნაცსექტის ყველაზე ფანატიკური ბირთვი და ვიწროდმოაზროვნე ფსევდოინტელექტუალები უმაგრებენ, საქართველოში კი არც ფსევდო და არც ნამდვილი ინტელექტუალები დიდად არასოდეს ფასობდნენ ძალის დემონსტრირების უნარის ფონზე.

 ეს ოპოზიციაც დანებდეს რა. შევიდნენ პარლამენტში - შეთანხმდნენ სრულად პროპორციულზე, ეს ოხერი მაჟორიტარული სისტემა გადააგდონ სანაგვეზე. ზედმეტი 4 წელის დაკარგვა კი ღირს მაგად და 24 წლიდან უფრო დაბალანსებული პარლამენტი გვეღირსება, როგორის იმედიც წელს გვქონდა

ავტორი:

"კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე... არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს - დღევანდელი ოპოზიციის გავლენა არც ისე მძლავრია" - პოლიტოლოგი

"კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე... არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს - დღევანდელი ოპოზიციის გავლენა არც ისე მძლავრია" - პოლიტოლოგი

დღევანდელი ოპოზიცია და მათი ლიდერები ერთად დგანან, მაგრამ ვერ აერთიანებენ მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს, დღევანდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე არც ისეთი მძლავრია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ოპოზიციის მიერ გუშინ, საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული გეგმების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, ხელისუფლება კარვების გაშლას მშვიდად უნდა შეხვდეს.

“სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ. ეს არის იგივე პროცესი, რაც იყო 2008 წელს. მაშინდელმა ოპოზიციამაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, სახალხოდ დახიეს მანდატები და დაიწყეს ქუჩის საპროტესტო აქციები.

უნდა ითქვას ერთი რამ, მაშინდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე გაცილებით მძლავრი იყო, ოპოზიციური ელექტორატი გაცილებით რადიკალურ იყო, ვიდრე ეს დღეს არის. დღევანდელი ოპოზიცია, მათი ლიდერები ერთად დგანან, მაგრამ ვერ აერთიანებენ მთლიანად ოპოზიციურ ელექტორატს.

ვნახეთ, კარვები 3 თვე იყო რუსთაველზე გაშლილი, არც მაშინ მოიტანა შედეგი, ვეჭვობ, ამ შედეგს მოიტანს დღეს. დღევანდელი ოპოზიციის გავლენა ოპოზიციურ ელექტორატზე არც ისეთი მძლავრია, როგორც მაშინ იყო. ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია, არ გაითვალისწინა უახლოესი წარსული.

შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მიზანს მიაღწია. საშუალო პარტიები ფაქტობრივად მიიერთა ელექტორალური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ამ პარტიების ელექტორატი ორ ნაწილად გაიყო. არა მგონია რაღაც კატასტროფული იყოს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა ისეთივე შეცდომა, რაც დაუშვა მელიასთან მიმართებაში. თუ კარვების გაშლას შეხვდება ძალიან მშვიდად, როგორც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, არც არაფერი, რამდენი ხანიც იქნებიან, იქნებიან “,-აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, მმართველმა გუნდმა შეცდომა დაუშვა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაცია არ გაიარა.

“თავის დროზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული უნდა გაეკეთებინათ ზონდირება საელჩოებთან, თუ როგორ იქნება ეს აღქმული. წინასწარ უნდა მოემზადებინათ ნიადაგი, რასაც აპირებდნენ, ამის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის საოცარი.

თითქოს თეორიულად ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი გავლენის მქონეა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ფაქტობრივად მათზე ვართ დამოკიდებული, ამ შეთხვევაში არ გაითვალისწინო მათი შეხედულებები და მიდგომები, ჩემი აზრით, არასწორია.

ეს არც ოპოზიციამ გაითვალისწინა, გახსოვთ, პირველი ნოემბრიდან ნიკა მელიას დაპატიმრებამდე იყო მოწოდება პარლამენტში შედით და იქიდან ეცადეთ საქმის მოგვარებას. შემდეგში არც ხელისუფლებამ გაითვალისწინა და ახლა იწყებენ იმის გაკეთებას, რაც პატიმრობაში აყვანამდე უნდა გაეკეთებინათ. ის განცხადება, რაც პროკურატურამ გააკეთა, შიდა მოხმარებისთვის არაა, გარე მოხმარებისთვისაა. ამით პროკურატურა და ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება, არანაირი პოლიტიკა აქ არ არის. არის 40 ათასი ლარი, გადაიხდის? - გამოვა გარეთ, ამიტომაც არის ციხეში. ეს არის ქვეტექსტი და მიმართულია დასავლელ პარტნიორებზე “,-აცხადებს ძაბირაძე.

შეგახსენებთ, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

"ელისაშვილს, ხვიჩიას, მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ" - მელია

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი